მაკა ბოჭორიშვილმა და ბარბარა ფოსმა ორმხრივი ურთიერთობები და ევროპული ინტეგრაცია განიხილეს

© MFA of Georgiaმაკა ბოჭორიშვილი და ბარბარა ფოსი
მაკა ბოჭორიშვილი და ბარბარა ფოსი - Sputnik საქართველო, 1920, 05.09.2026
გამოწერა
ბოჭორიშვილმა გერმანიის ელჩს მომავალ საქმიანობაში წარმატება უსურვა და იმედი გამოთქვა, რომ ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების განვითარებაში პოზიტიურ წვლილს შეიტანს.
თბილისი, 5 სექტემბერი — Sputnik. საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა და გერმანიის ახალმა ელჩმა ბარბარა ფოსმა თბილისში განიხილეს საქართველოსა და გერმანიას შორის ორმხრივი თანამშრომლობა, საქართველოს ევროკავშირთან ურთიერთობების დღის წესრიგი და რეგიონში უსაფრთხოების სფეროში არსებული გამოწვევები, იტყობინება საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო.
საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა გაცნობითი შეხვედრა გამართა საქართველოში გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან, ბარბარა ფოსთან.
© MFA of GeorgiaГлава МИД Грузии Мака Бочоришвили и новый посол Германии Барбара Фосс
Глава МИД Грузии Мака Бочоришвили и новый посол Германии Барбара Фосс - Sputnik საქართველო, 1920, 05.09.2026
Глава МИД Грузии Мака Бочоришвили и новый посол Германии Барбара Фосс
„მხარეებმა ისაუბრეს საქართველოში და რეგიონში მიმდინარე პროცესებზე. ხაზი გაესვა უსაფრთხოების გამოწვევებს და მშვიდობის მნიშვნელობას“, - ნათქვამია განცხადებაში.
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა გერმანიის ელჩს მომავალ საქმიანობაში წარმატება უსურვა და იმედი გამოთქვა, რომ ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების განვითარებაში პოზიტიურ წვლილს შეიტანს.
© MFA of Georgiaბარბარა ფოსი
Глава МИД Грузии Мака Бочоришвили и новый посол Германии Барбара Фосс - Sputnik საქართველო, 1920, 05.09.2026
ბარბარა ფოსი
გერმანიამ ბარბარა ფოსი საქართველოში ახალ ელჩად 2026 წლის აგვისტოში დანიშნა. ბარბარა ფოსმა გერმანიის ელჩის თანამდებობაზე პეტერ ფიშერი შეცვალა, რომელიც ამ თანამდებობას 2022 წლიდან იკავებდა და დიპლომატიური მისია 2026 წლის ივნისში დაასრულა.
დანიშვნისთანავე ფოსმა განაცხადა, რომ არსებული დაძაბულობა ართულებს გერმანიისა და ევროკავშირის ურთიერთობას საქართველოსთან; მიუხედავად ამისა, გერმანიის აქტიური მხარდაჭერა ქვეყნის დემოკრატიული და პროევროპული კურსის მიმართ ურყევი რჩება.
გერმანელი დიპლომატი და „ქართული ოცნება“
ბოლო პერიოდში ურთიერთობები საქართველოსა და გერმანიას შორის საკმაოდ გართულდა. საქართველოს ხელისუფლებამ გერმანიის ელჩი, პეტერ ფიშერი, არაერთხელ დაადანაშაულა ქვეყნის შიდა საქმეებში ჩარევაში, ექსტრემიზმისა და რადიკალიზმის მხარდაჭერასა და წახალისებაში.
ამის ფონზე, გერმანიის მთავრობა და საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობა ყოველთვის მხარს უჭერდნენ საკუთარ დიპლომატს.
2025 წლის ოქტომბერში გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტრომ საქართველოში გერმანიის ელჩი პეტერ ფიშერი კონსულტაციებისთვის დაიბარა, ხოლო პარტიამ „ალტერნატივა გერმანიისთვის“ ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტროს კითხვებით მიმართა. ამას წინ უძღოდა ფიშერის დაბარება საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში, სადაც მას განემარტა, რომ ვენის კონვენციის თანახმად, დიპლომატიური მისიის თანამშრომელი ვალდებულია პატივი სცეს ადგილსამყოფელი სახელმწიფოს კანონებსა და რეგულაციებს, ამასთან, აქვს ვალდებულება, არ ჩაერიოს მასპინძელი სახელმწიფოს შიდა საქმეებში.
საქართველო და გერმანია
ჯერ კიდევ 2024 წლის ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებამდე, გერმანიის ბუნდესტაგმა მხარი დაუჭირა რეზოლუციას "საქართველოს ევროპული მომავლისთვის". დოკუმენტში აღნიშნულია, რომ "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონის მიღების პირობებში საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესში შემდგომი პროგრესი ვერ იქნება.
გერმანიის მმართველი პარტიების დეპუტატებმა ასევე მოითხოვეს სექსუალური უმცირესობების უფლებების შემზღუდავი კანონების გაუქმება, რაც საქართველოს ევროინტეგრაციის შემდგომი პროგრესისთვის აუცილებელ პირობად მიიჩნიეს.
2024 წლის დეკემბრის დასაწყისში გერმანიის ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების სამინისტრომ ორმხრივი თანამშრომლობის გადახედვის დაწყება გამოაცხადა და აღნიშნა, რომ ბერლინი არ განახორციელებდა ახალ პროექტებს და არ დადებდა სასესხო ხელშეკრულებებს საქართველოსთან.
© Deutsche Botschaft Tbilisiპეტერ ფიშერი
Посол Германии в Грузии Петер Фишер - Sputnik საქართველო, 1920, 05.09.2026
პეტერ ფიშერი
გასული წლის დეკემბრის ბოლოს საქართველოში გერმანიის ელჩმა პიტერ ფიშერმა განაცხადა, რომ ევროინტეგრაციის გზიდან გადახვევისა და პროევროპული პროტესტის ჩახშობის საპასუხოდ გერმანიამ საქართველოსთან 237 მლნ ევროს ღირებულების პროექტები შეაჩერა.
2024 წლის 31 დეკემბერს კი გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა განცხადება, რომ საქართველოს ცხრა მოქალაქეს, რომლებიც "პასუხისმგებელი არიან საქართველოში მომიტინგეებისა და ოპოზიციის წარმომადგენლების მიმართ ძალადობაზე", ქვეყანაში შესვლა აუკრძალა. უწყებაში აღნიშნეს, რომ მშვიდობიანი პროტესტის უფლება ადამიანის ერთ-ერთი უნივერსალური უფლებაა და „ჩვენი მოვალეობაა მისი დაცვა“.
გარდა ამისა, 2025 წლის თებერვალში გერმანიის განათლებისა და კვლევის ფედერალურმა სამინისტრომ გერმანულ-ქართული სამეცნიერო თანამშრომლობის განვითარება შეაჩერა. 2025 წლის მარტში გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტრომ დამატებითი აკრძალვები დააწესა იმ ქართველი ოფიციალური პირების ქვეყანაში შესვლაზე, რომლებიც საპროტესტო აქციების "ჩახშობაზე არიან პასუხისმგებლები".
ყველა ახალი ამბავი
0