https://sputnik-georgia.com/20260904/tavi-advokatad-gaasara-da-didi-odenobit-tanxa-miitvisa-dakavebulia-erti-piri-300436366.html
თავი ადვოკატად გაასაღა და დიდი ოდენობით თანხა მიითვისა: დაკავებულია ერთი პირი
თავი ადვოკატად გაასაღა და დიდი ოდენობით თანხა მიითვისა: დაკავებულია ერთი პირი
Sputnik საქართველო
დანაშაული 9 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. 04.09.2026-ს, Sputnik საქართველო
2026-09-04T12:25+0400
2026-09-04T12:25+0400
2026-09-04T12:26+0400
ახალი ამბები
საქართველო
შემთხვევები საქართველოში
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e4/09/10/249458098_0:66:1280:786_1920x0_80_0_0_84cb0d54c3542c5ae7966c041eb4d884.jpg
თბილისი, 4 სექტემბერი - Sputnik. სამართალდამცველებმა თბილისში თაღლითობის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს, ნათქვამია შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.დაკავებულს საგამოძიებო უწყება დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლებას, ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადებასა და გამოყენებას ედავება.გამოძიების მიხედვით, ბრალდებულმა უცხო ქვეყნის მოქალაქეებს თავი ადვოკატად წარუდგინა და მათ საქართველოში ბინადრობისა და მუშაობის უფლების მოსაპოვებლად საბუთების მომზადებაში დახმარების სანაცვლოდ 58 ათასი ლარი გამოართვა, თუმცა დანაპირები არ შეასრულა და აღნიშნული თანხა თაღლითურად მიისაკუთრა.„დაზარალებულთა მხრიდან პრეტენზიის გამოთქმის შემდგომ, ბრალდებულმა დაამზადა საბანკო გადარიცხვის ყალბი დოკუმენტი და აღნიშნული დოკუმენტის გამოყენებით შეეცადა დაზარალებულთა დარწმუნებას, თითქოს მათთვის კუთვნილი თანხა უკან ჰქონდა დაბრუნებული“, - ნათქვამია განცხადებაში.სამართალდამცველებმა ბრალდებული მოსამართლის განჩინების საფუძველზე დააკავეს.გამოძიება საქართველოს სსკ-ის 180-ე და 362-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც 9 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2026
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e4/09/10/249458098_72:0:1208:852_1920x0_80_0_0_9acc758ccf85d7c399012a41376998b3.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, შემთხვევები საქართველოში, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო
ახალი ამბები, საქართველო, შემთხვევები საქართველოში, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო
თავი ადვოკატად გაასაღა და დიდი ოდენობით თანხა მიითვისა: დაკავებულია ერთი პირი
12:25 04.09.2026 (განახლებულია: 12:26 04.09.2026) დანაშაული 9 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
თბილისი, 4 სექტემბერი - Sputnik. სამართალდამცველებმა თბილისში თაღლითობის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს, ნათქვამია შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
დაკავებულს საგამოძიებო უწყება დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლებას, ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადებასა და გამოყენებას ედავება.
გამოძიების მიხედვით, ბრალდებულმა უცხო ქვეყნის მოქალაქეებს თავი ადვოკატად წარუდგინა და მათ საქართველოში ბინადრობისა და მუშაობის უფლების მოსაპოვებლად საბუთების მომზადებაში დახმარების სანაცვლოდ 58 ათასი ლარი გამოართვა, თუმცა დანაპირები არ შეასრულა და აღნიშნული თანხა თაღლითურად მიისაკუთრა.
„დაზარალებულთა მხრიდან პრეტენზიის გამოთქმის შემდგომ, ბრალდებულმა დაამზადა საბანკო გადარიცხვის ყალბი დოკუმენტი და აღნიშნული დოკუმენტის გამოყენებით შეეცადა დაზარალებულთა დარწმუნებას, თითქოს მათთვის კუთვნილი თანხა უკან ჰქონდა დაბრუნებული“, - ნათქვამია განცხადებაში.
სამართალდამცველებმა ბრალდებული მოსამართლის განჩინების საფუძველზე დააკავეს.
გამოძიება საქართველოს სსკ-ის 180-ე და 362-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც 9 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.