საქართველოში შავი ზღვის სანაპიროს დაცვის გეგმა შეიქმნება - პროექტი ცხრა მონაკვეთს მოიცავს

© photo: Sputnik / Seyran Baroyan ქობულეთი
 ქობულეთი - Sputnik საქართველო, 1920, 04.09.2026
გამოწერა
შავი ზღვის სანაპირო ზოლის ცხრა მონაკვეთის დაცვის საინჟინრო გადაწყვეტილებები კლიმატური რისკების გათვალისწინებით უნდა შემუშავდეს.
თბილისი, 4 სექტემბერი - Sputnik. საქართველოს შავი ზღვის სანაპირო ზოლი მასშტაბური საინჟინრო განახლებისთვის ემზადება - ხელისუფლებამ სანაპირო ზოლის დაცვისა და აღდგენის პროექტის შემუშავებაზე საერთაშორისო ტენდერი გამოაცხადა ცხრა პრიორიტეტული მონაკვეთისთვის, მათ შორის ქობულეთისთვის, იტყობინება საავტომობილო გზების დეპარტამენტი.
სამუშაოები „მწვანე და ინკლუზიური რეგიონული კარიბჭის განვითარების პროგრამის” ფარგლებში, აზიის განვითარების ბანკის (ADB) ფინანსური მხარდაჭერით განხორციელდება.
საერთაშორისო ტენდერის გამარჯვებულმა უნდა მოამზადოს დეტალური საინჟინრო პროექტი (DED), დოკუმენტი განსაზღვრავს კლიმატგამძლე სანაპირო დაცვისა და აღდგენის ღონისძიებების განსახორციელებლად საჭირო საინჟინრო გადაწყვეტებს.
დეტალური საინჟინრო პროექტი უნდა მომზადდეს საქართველოს შავი ზღვის სანაპიროს გასწვრივ სულ მცირე ცხრა პრიორიტეტული ლოკაციისთვის, მათ შორის ქობულეთის სანაპიროსთვის.
დოკუმენტი განსაზღვრავს კლიმატგამძლე სანაპირო დაცვისა და აღდგენის ღონისძიებების განსახორციელებლად საჭირო საინჟინრო გადაწყვეტებს.
ტენდერში გამარჯვებულ კომპანიას დეტალური საინჟინრო პროექტის მოსამზადებლად 9 თვე ექნება.
დაინტერესებულმა საკონსულტაციო კომპანიებმა სატენდერო წინადადებები არაუგვიანეს 2026 წლის 2 ოქტომბრისა უნდა წარმოადგინონ.
ყველა ახალი ამბავი
0