ნარკოდანაშაულის ბრალდებით 7 პირი დააკავეს: ამოღებულია დიდი ოდენობით ნარკოტიკი

© Ministry of the Internal Affairs of Georgiaნარკორეალიზატორების დაკავება
ნარკორეალიზატორების დაკავება - Sputnik საქართველო, 1920, 04.09.2026
გამოწერა
დაკავებულები არიან, როგორც საქართველოს, ასევე უცხო ქვეყნის მოქალაქეები.
თბილისი, 4 სექტემბერი - Sputnik. შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ნარკოდანაშაულის ბრალდებით 7 პირი დააკავეს, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
დაკავებულებს ბრალი განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებებისა და ფსიქოტროპული ნივთიერების უკანონო შეძენა-შენახვაში, რეალიზაციის ხელშეწყობაში, ასევე ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარის უკანონო კულტივირებაში ედებათ. დაკავებულები არიან როგორც საქართველოს, ასევე უცხო ქვეყნის მოქალაქეები.
სამართალდამცველებმა ბრალდებულების პირადი და დროებითი საცხოვრებელი ბინების ჩხრეკის შედეგად, ასევე მათ მიერ მითითებული ადგილებიდან ნივთმტკიცებად ამოიღეს სარეალიზაციოდ გამზადებული განსაკუთრებით დიდი ოდენობით სხვადასხვა სახის ნარკოტიკული საშუალება და ფსიქოტროპული ნივთიერება, მათ შორის „მეფედრონი“, „მეტადონი“, 4 კილოგრამამდე „მარიხუანა", 21 ძირი მცენარე „კანაფი“ და 323 აბი „პრეგაბალინი“.
დაკავებულებს შორის არიან პირები, რომელთა მხილების მიზნით პოლიციამ მათ სახელზე გამოგზავნილი ამანათების ჩანაცვლება განახორციელა და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებები ნივთმტკიცებად ამოიღო.
ასევე ამოღებულია ნარკოტიკული საშუალებების დაფასოებისთვის საჭირო მასალები და ცეცხლსასროლი იარაღი.
გამოძიება საქართველოს სსკ-ის 260-ე, 260-ე კვარტა, 19-260-ე, 261-ე, 265-ე პრიმა, 273-ე და 236-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
ყველა ახალი ამბავი
0