https://sputnik-georgia.com/20260904/evraziasi-masstaburi-konfliqtis-riski-realuria-rusetis-dazverva-dasavlur-strategiaze-300463229.html
ევრაზიაში მასშტაბური კონფლიქტის რისკი რეალურია - რუსეთის დაზვერვა დასავლურ სტრატეგიაზე
ევრაზიაში მასშტაბური კონფლიქტის რისკი რეალურია - რუსეთის დაზვერვა დასავლურ სტრატეგიაზე
Sputnik საქართველო
რუსეთის დაზვერვის ცნობით, დასავლეთი პოსტსაბჭოთა სივრცეს რუსეთთან და ჩინეთთან დაპირისპირების არენად განიხილავს და უკრაინის სამობილიზაციო პოტენციალის ამოწურვის... 04.09.2026-ს, Sputnik საქართველო
2026-09-04T15:05+0400
2026-09-04T15:05+0400
2026-09-06T01:46+0400
მსოფლიო დღეს
რუსეთი
რუსეთ-უკრაინის კონფლიქტი
უკრაინა
ჩინეთი
ჩრდილოეთი კორეა
ირანი
პოლიტიკა
მსოფლიოს ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/06/18/252116404_0:86:2970:1756_1920x0_80_0_0_72508ff92b41886469397b3c8c49b3b8.jpg
თბილისი, 4 სექტემბერი - Sputnik. დასავლეთი პოსტსაბჭოთა სივრცეს რუსეთთან და ჩინეთთან დაპირისპირების არენად განიხილავს და ევრაზიის ქვეყნებს შორის ისტორიული და გეოგრაფიული კავშირების შესუსტებას ცდილობს. ამის შესახებ რუსეთის საგარეო დაზვერვის სამსახურის დირექტორმა, სერგეი ნარიშკინმა, დსთ-ს წევრი სახელმწიფოების უსაფრთხოებისა და დაზვერვის სამსახურების ხელმძღვანელების კონფერენციის შეხვედრაზე განაცხადა.რუსეთის საგარეო დაზვერვის სამსახურის ცნობით, დასავლეთის ქვეყნები ფაქტობრივად არ აცდიან პოსტსაბჭოთა სახელმწიფოებს დამოუკიდებელ გეოპოლიტიკურ როლს, და რეგიონს განიხილავენ როგორც ბუფერულ ზონას ძალის ახალ ცენტრებთან დაპირისპირებაში.რუსეთის საგარეო დაზვერვის სამსახური ასევე მიიჩნევს, რომ ევროპული ქვეყნები ცდილობენ დსთ-ს ქვეყნებში სიტუაციის დესტაბილიზაციას. ნარიშკინმა ამ დაპირისპირების ერთ-ერთ მიმართულებად ისტორიული პოლიტიკა დაასახელა.„ისტორიული მეხსიერება ნამდვილ ბრძოლის ველად იქცევა. დასავლელებმა აგრესიული მიზანი დაისახეს, ვციტირებ: „ევრაზიის ქვეყნების ისტორიულად და გეოგრაფიულად განსაზღვრული ურთიერთდაკავშირებულობის დაძლევა“, - განაცხადა საგარეო დაზვერვის სამსახურის ხელმძღვანელმა.უკრაინა, როგორც „გეგმა A“ნარიშკინის გამოსვლის ცალკე ნაწილი უკრაინას დაეთმო. რუსეთის საგარეო დაზვერვის სამსახურის ცნობით, ნატო უკრაინის კონფლიქტის შემდგომ გაჭიანურებას რუსეთის სამხედრო, ტექნიკური და სამობილიზაციო პოტენციალის შეზღუდვის გზად მიიჩნევს.ნარიშკინმა განაცხადა, რომ ეს მიდგომა ფაქტობრივად სთავაზობს უკრაინის გამოყენებას რუსეთის სტრატეგიული გამოფიტვისთვის.„ეს ფრაზა აღიარებას ჰგავს. და ვინ წამოიწყო ეს კონფლიქტი? ვინ წააქეზა კიევის რეჟიმი, 2014 წლის ივნისში დონეცკისა და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკების წინააღმდეგ აგრესია ეწარმოებინა? რა თქმა უნდა, „ჩვენ“ გვინდა, რომ უკრაინელებმა განაგრძონ რაც შეიძლება მეტი რუსის მოკვლა, ჩვენი ქვეყნის სტრატეგიული გამოფიტვისა და მისი შემდგომი ძარცვის იმედით - ეს არის ევროპის გეგმა A რუსეთის მიმართ“, - თქვა ნარიშკინმა.თუმცა, მისი ცნობით, ამ სცენარის განხორციელებას უკრაინაში დემოგრაფიული სიტუაცია ხელს უშლის.ნარიშკინმა განაცხადა, რომ უკრაინას ევროპაში ყველაზე მაღალი სიკვდილიანობის მაჩვენებელი და ამავდროულად ყველაზე დაბალი შობადობა აქვს. მან მოიყვანა უკრაინის იუსტიციის სამინისტროს ოფიციალური მონაცემები, რომლის მიხედვითაც, 2026 წელს, დაბადებულთა რიცხვი ოთხჯერ ნაკლები იქნება გარდაცვლილთა რიცხვზე.„ევროპის რამდენიმე სადაზვერვო სააგენტოს პროგნოზით, უკრაინის არმიის სამობილიზაციო პოტენციალი ფაქტობრივად ერთ წელიწადში ამოიწურება“, - განაცხადა დაზვერვის დირექტორმა.ევროპის მილიტარიზაცია, როგორც „გეგმა B“იმ შემთხვევაში, თუ უკრაინის სამობილიზაციო პოტენციალი ამოიწურება, ევროპული ქვეყნები სხვა სცენარს ამზადებენ: თავად ევროპის მასშტაბურ მილიტარიზაციას.„ევროპის რამდენიმე სადაზვერვო სააგენტოს პროგნოზით, უკრაინის არმიის სამობილიზაციო პოტენციალი ფაქტობრიბად ერთ წელიწადში ამოიწურება. ამ შემთხვევისთვის ევროპელებმა შეიმუშავეს გეგმა B: თავად ევროპის მილიტარიზაცია“, - განაცხადა ნარიშკინმა.დაზვერვის დირექტორმა განაცხადა, რომ რუსული საფრთხის ნარატივი ევროპაში გამოიყენება სამხედრო ხარჯების გასაზრდელად, ინდუსტრიის რესტრუქტურიზაციისა და ინფრასტრუქტურის მოდერნიზაციისთვის.პოლიტიკოსები და მათ უკან მდგომი ფინანსურ-ინდუსტრიული ჯგუფები აღმოსავლეთიდან მომდინარე საფრთხის მითს იყენებენ სამხედრო ხარჯების მკვეთრად გასაზრდელად, მრეწველობის ომის ლიანდაგებზე გადასაყვანად და არმიის, გზებისა და საპორტო ინფრასტრუქტურის მოდერნიზებისთვის“, - თქვა მან.ამ კონტექსტში, ნარიშკინმა ასევე გაიხსენა საფრანგეთის მიერ მარტში მიღებული გაფართოებული ბირთვული შეკავების კონცეფცია, რომელიც ითვალისწინებს საფრანგეთის ბირთვული შესაძლებლობების ევროპელ მოკავშირეებზე გაფართოების შესაძლებლობის განხილვას.ამავდროულად, საგარეო დაზვერვის სამსახურის ხელმძღვანელს ეჭვი ეპარება, რომ ევროპული საზოგადოება ფართომასშტაბიანი სამხედრო კონფლიქტისთვის იყოს მზად.„საყოველთაო მოხმარებისა და ტრანსჰუმანიზმის ევროპული საზოგადოება ობიექტურად არ არის მზად აღმოსავლეთში ფართომასშტაბიანი და დამანგრეველი ომისთვის. ის ძალიან განაზებული და გარყვნილია“, - განაცხადა ნარიშკინმა.რუსეთი, ჩინეთი, ირანი და ჩრდილოეთ კორეადასავლეთის დაპირისპირება მოსკოვთან ურთიერთობებს გაცილებით სცილდება. ნარიშკინმა განაცხადა, რომ დასავლური სადაზვერვო სამსახურები რუსეთს, ჩინეთს, ირანს და ჩრდილოეთ კორეას მოწინააღმდეგეთა ახალ ჯგუფში აერთიანებენ.„ამ შიდა პრობლემების გადაჭრაზე ფოკუსირების ნაცვლად, ევროპული ელიტები სუვერენულ ევრაზიულ ძალებთან ურთიერთობების ესკალაციის გზით მიდიან. გამოიგონეს ახალი, ე.წ. „ბოროტების ღერძი“, ან, როგორც მას დასავლური სადაზვერვო სამსახურები უწოდებენ, „რყევის ღერძი“, რომელიც მოიცავს ჩინეთს, რუსეთს, ირანს და ჩრდილოეთ კორეას“, - თქვა დაზვერვის დირექტორმა.ამ ლოგიკით, ანგარიშის თანახმად, პოსტსაბჭოთა სივრცე განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს, როგორც ტერიტორია რუსეთს, ჩინეთსა და ევროპის ქვეყნებს შორის. სწორედ ამიტომ აკავშირებს რუსეთის დაზვერვა დსთ-ს ქვეყნებში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებს უფრო ფართო გეოპოლიტიკურ დაპირისპირებასთან.შემდგომი ესკალაციის რისკინარიშკინმა ასევე ისაუბრა რუსეთსა და დასავლეთს შორის კონფრონტაციის შემდგომი ესკალაციის რისკზე. მან წარმატებული დეესკალაციის ისტორიულ მაგალითად მოიყვანა კარიბის კრიზისი, როდესაც სსრკ-მ და შეერთებულმა შტატებმა შეძლეს ორმხრივ დათმობებზე წასვლა და პირდაპირი სამხედრო კონფლიქტის თავიდან აცილება.„ისტორიამ იცის მაგალითები, თუმცა მცირერიცხოვანი, მაგრამ ესკალაციის სპირალიდან წარმატებული გამოსვლისა. ერთ-ერთი ყველაზე ნათელი მაგალითია კარიბის კრიზისი, როდესაც ჩვენმა საერთო დიდმა ქვეყანამ, საბჭოთა კავშირმა და შეერთებულმა შტატებმა შეძლეს ორმხრივ დათმობებზე წასვლა და მსოფლიოს ბირთვული ომი ააცილეს“, - თქვა ნარიშკინმა.თუმცა, ნარიშკონმა ეჭვი გამოთქვა, რომ დღევანდელი დასავლელი ლიდერები მზად არიან ასეთი გადაწყვეტილებებისთვის.„ჩვენ გვაქვს გარკვეული საფუძველი ვიფიქროთ, რომ თანამედროვე დასავლეთში, განსაკუთრებით ევროპაში, აღარ არსებობენ ისეთი სახელმწიფო მოღვაწეები, რომლებსაც შეუძლიათ ასეთი გადამწყვეტი და საპასუხისმგებლო ნაბიჯების გადადგმა“, - განაცხადა მან.
უკრაინა
ჩინეთი
ჩრდილოეთი კორეა
ირანი
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2026
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/06/18/252116404_0:0:2732:2048_1920x0_80_0_0_755d98139517c91f7f53e4f679499a47.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
რუსეთი, რუსეთ-უკრაინის კონფლიქტი, უკრაინა , ჩინეთი, ჩრდილოეთი კორეა, ირანი , პოლიტიკა, მსოფლიოს ახალი ამბები
რუსეთი, რუსეთ-უკრაინის კონფლიქტი, უკრაინა , ჩინეთი, ჩრდილოეთი კორეა, ირანი , პოლიტიკა, მსოფლიოს ახალი ამბები
ევრაზიაში მასშტაბური კონფლიქტის რისკი რეალურია - რუსეთის დაზვერვა დასავლურ სტრატეგიაზე
15:05 04.09.2026 (განახლებულია: 01:46 06.09.2026) რუსეთის დაზვერვის ცნობით, დასავლეთი პოსტსაბჭოთა სივრცეს რუსეთთან და ჩინეთთან დაპირისპირების არენად განიხილავს და უკრაინის სამობილიზაციო პოტენციალის ამოწურვის შემთხვევაში ამზადებს „B გეგმას“ - ევროპის მილიტარიზაციას
თბილისი, 4 სექტემბერი - Sputnik. დასავლეთი პოსტსაბჭოთა სივრცეს რუსეთთან და ჩინეთთან დაპირისპირების არენად განიხილავს და ევრაზიის ქვეყნებს შორის ისტორიული და გეოგრაფიული კავშირების შესუსტებას ცდილობს. ამის შესახებ რუსეთის საგარეო დაზვერვის სამსახურის დირექტორმა, სერგეი ნარიშკინმა, დსთ-ს წევრი სახელმწიფოების უსაფრთხოებისა და დაზვერვის სამსახურების ხელმძღვანელების კონფერენციის შეხვედრაზე განაცხადა.
რუსეთის საგარეო დაზვერვის სამსახურის ცნობით, დასავლეთის ქვეყნები ფაქტობრივად არ აცდიან პოსტსაბჭოთა სახელმწიფოებს დამოუკიდებელ გეოპოლიტიკურ როლს, და რეგიონს განიხილავენ როგორც ბუფერულ ზონას ძალის ახალ ცენტრებთან დაპირისპირებაში.
„რაც შეეხება მთლიანად პოსტსაბჭოთა სივრცეს, დასავლური დაზვერვის დოკუმენტები მას, პირველ რიგში, დასავლეთსა და ძალაუფლების ახალ ცენტრებს შორის დაპირისპირების არენად მიიჩნევენ. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ევროპელები არ აღიარებენ რეგიონის ქვეყნებს ნამდვილ გეოპოლიტიკურ სუბიექტებად, მათ არსებითად ბუფერულ ზონად მიიჩნევენ, რომლის კონტროლიც უზრუნველყოფს ეგზისტენციალური მოწინააღმდეგეების - რუსეთისა და ჩინეთის - სტრატეგიულ დამარცხებას“, - განაცხადა ნარიშკინმა.
რუსეთის საგარეო დაზვერვის სამსახური ასევე მიიჩნევს, რომ ევროპული ქვეყნები ცდილობენ დსთ-ს ქვეყნებში სიტუაციის დესტაბილიზაციას. ნარიშკინმა ამ დაპირისპირების ერთ-ერთ მიმართულებად ისტორიული პოლიტიკა დაასახელა.
„ისტორიული მეხსიერება ნამდვილ ბრძოლის ველად იქცევა. დასავლელებმა აგრესიული მიზანი დაისახეს, ვციტირებ: „ევრაზიის ქვეყნების ისტორიულად და გეოგრაფიულად განსაზღვრული ურთიერთდაკავშირებულობის დაძლევა“, - განაცხადა საგარეო დაზვერვის სამსახურის ხელმძღვანელმა.
უკრაინა, როგორც „გეგმა A“
ნარიშკინის გამოსვლის ცალკე ნაწილი უკრაინას დაეთმო. რუსეთის საგარეო დაზვერვის სამსახურის ცნობით, ნატო უკრაინის კონფლიქტის შემდგომ გაჭიანურებას რუსეთის სამხედრო, ტექნიკური და სამობილიზაციო პოტენციალის შეზღუდვის გზად მიიჩნევს.
ნარიშკინმა განაცხადა, რომ ეს მიდგომა ფაქტობრივად სთავაზობს უკრაინის გამოყენებას რუსეთის სტრატეგიული გამოფიტვისთვის.
„ეს ფრაზა აღიარებას ჰგავს. და ვინ წამოიწყო ეს კონფლიქტი? ვინ წააქეზა კიევის რეჟიმი, 2014 წლის ივნისში დონეცკისა და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკების წინააღმდეგ აგრესია ეწარმოებინა? რა თქმა უნდა, „ჩვენ“ გვინდა, რომ უკრაინელებმა განაგრძონ რაც შეიძლება მეტი რუსის მოკვლა, ჩვენი ქვეყნის სტრატეგიული გამოფიტვისა და მისი შემდგომი ძარცვის იმედით - ეს არის ევროპის გეგმა A რუსეთის მიმართ“, - თქვა ნარიშკინმა.
თუმცა, მისი ცნობით, ამ სცენარის განხორციელებას უკრაინაში დემოგრაფიული სიტუაცია ხელს უშლის.
ნარიშკინმა განაცხადა, რომ უკრაინას ევროპაში ყველაზე მაღალი სიკვდილიანობის მაჩვენებელი და ამავდროულად ყველაზე დაბალი შობადობა აქვს. მან მოიყვანა უკრაინის იუსტიციის სამინისტროს ოფიციალური მონაცემები, რომლის მიხედვითაც, 2026 წელს, დაბადებულთა რიცხვი ოთხჯერ ნაკლები იქნება გარდაცვლილთა რიცხვზე.
„ევროპის რამდენიმე სადაზვერვო სააგენტოს პროგნოზით, უკრაინის არმიის სამობილიზაციო პოტენციალი ფაქტობრივად ერთ წელიწადში ამოიწურება“, - განაცხადა დაზვერვის დირექტორმა.
ევროპის მილიტარიზაცია, როგორც „გეგმა B“
იმ შემთხვევაში, თუ უკრაინის სამობილიზაციო პოტენციალი ამოიწურება, ევროპული ქვეყნები სხვა სცენარს ამზადებენ: თავად ევროპის მასშტაბურ მილიტარიზაციას.
„ევროპის რამდენიმე სადაზვერვო სააგენტოს პროგნოზით, უკრაინის არმიის სამობილიზაციო პოტენციალი ფაქტობრიბად ერთ წელიწადში ამოიწურება. ამ შემთხვევისთვის ევროპელებმა შეიმუშავეს გეგმა B: თავად ევროპის მილიტარიზაცია“, - განაცხადა ნარიშკინმა.
დაზვერვის დირექტორმა განაცხადა, რომ რუსული საფრთხის ნარატივი ევროპაში გამოიყენება სამხედრო ხარჯების გასაზრდელად, ინდუსტრიის რესტრუქტურიზაციისა და ინფრასტრუქტურის მოდერნიზაციისთვის.
პოლიტიკოსები და მათ უკან მდგომი ფინანსურ-ინდუსტრიული ჯგუფები აღმოსავლეთიდან მომდინარე საფრთხის მითს იყენებენ სამხედრო ხარჯების მკვეთრად გასაზრდელად, მრეწველობის ომის ლიანდაგებზე გადასაყვანად და არმიის, გზებისა და საპორტო ინფრასტრუქტურის მოდერნიზებისთვის“, - თქვა მან.
ამ კონტექსტში, ნარიშკინმა ასევე გაიხსენა საფრანგეთის მიერ მარტში მიღებული გაფართოებული ბირთვული შეკავების კონცეფცია, რომელიც ითვალისწინებს საფრანგეთის ბირთვული შესაძლებლობების ევროპელ მოკავშირეებზე გაფართოების შესაძლებლობის განხილვას.
ამავდროულად, საგარეო დაზვერვის სამსახურის ხელმძღვანელს ეჭვი ეპარება, რომ ევროპული საზოგადოება ფართომასშტაბიანი სამხედრო კონფლიქტისთვის იყოს მზად.
„საყოველთაო მოხმარებისა და ტრანსჰუმანიზმის ევროპული საზოგადოება ობიექტურად არ არის მზად აღმოსავლეთში ფართომასშტაბიანი და დამანგრეველი ომისთვის. ის ძალიან განაზებული და გარყვნილია“, - განაცხადა ნარიშკინმა.
რუსეთი, ჩინეთი, ირანი და ჩრდილოეთ კორეა
დასავლეთის დაპირისპირება მოსკოვთან ურთიერთობებს გაცილებით სცილდება. ნარიშკინმა განაცხადა, რომ დასავლური სადაზვერვო სამსახურები რუსეთს, ჩინეთს, ირანს და ჩრდილოეთ კორეას მოწინააღმდეგეთა ახალ ჯგუფში აერთიანებენ.
„ამ შიდა პრობლემების გადაჭრაზე ფოკუსირების ნაცვლად, ევროპული ელიტები სუვერენულ ევრაზიულ ძალებთან ურთიერთობების ესკალაციის გზით მიდიან. გამოიგონეს ახალი, ე.წ. „ბოროტების ღერძი“, ან, როგორც მას დასავლური სადაზვერვო სამსახურები უწოდებენ, „რყევის ღერძი“, რომელიც მოიცავს ჩინეთს, რუსეთს, ირანს და ჩრდილოეთ კორეას“, - თქვა დაზვერვის დირექტორმა.
ამ ლოგიკით, ანგარიშის თანახმად, პოსტსაბჭოთა სივრცე განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს, როგორც ტერიტორია რუსეთს, ჩინეთსა და ევროპის ქვეყნებს შორის. სწორედ ამიტომ აკავშირებს რუსეთის დაზვერვა დსთ-ს ქვეყნებში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებს უფრო ფართო გეოპოლიტიკურ დაპირისპირებასთან.
შემდგომი ესკალაციის რისკი
ნარიშკინმა ასევე ისაუბრა რუსეთსა და დასავლეთს შორის კონფრონტაციის შემდგომი ესკალაციის რისკზე. მან წარმატებული დეესკალაციის ისტორიულ მაგალითად მოიყვანა კარიბის კრიზისი, როდესაც სსრკ-მ და შეერთებულმა შტატებმა შეძლეს ორმხრივ დათმობებზე წასვლა და პირდაპირი სამხედრო კონფლიქტის თავიდან აცილება.
„ისტორიამ იცის მაგალითები, თუმცა მცირერიცხოვანი, მაგრამ ესკალაციის სპირალიდან წარმატებული გამოსვლისა. ერთ-ერთი ყველაზე ნათელი მაგალითია კარიბის კრიზისი, როდესაც ჩვენმა საერთო დიდმა ქვეყანამ, საბჭოთა კავშირმა და შეერთებულმა შტატებმა შეძლეს ორმხრივ დათმობებზე წასვლა და მსოფლიოს ბირთვული ომი ააცილეს“, - თქვა ნარიშკინმა.
თუმცა, ნარიშკონმა ეჭვი გამოთქვა, რომ დღევანდელი დასავლელი ლიდერები მზად არიან ასეთი გადაწყვეტილებებისთვის.
„ჩვენ გვაქვს გარკვეული საფუძველი ვიფიქროთ, რომ თანამედროვე დასავლეთში, განსაკუთრებით ევროპაში, აღარ არსებობენ ისეთი სახელმწიფო მოღვაწეები, რომლებსაც შეუძლიათ ასეთი გადამწყვეტი და საპასუხისმგებლო ნაბიჯების გადადგმა“, - განაცხადა მან.