https://sputnik-georgia.com/20260904/diusenis-sindromis-samkurnalo-preparati-jivinostari-tbilissi-momdevno-kvirasi-camova-300442354.html
დიუშენის სინდრომის სამკურნალო მედიკამენტი „ჯივინოსტატი“ თბილისში მომდევნო კვირაში ჩამოვა
დიუშენის სინდრომის სამკურნალო მედიკამენტი „ჯივინოსტატი“ თბილისში მომდევნო კვირაში ჩამოვა
Sputnik საქართველო
„ჯივინოსტატის“ მიღებას შეძლებენ 6 წლის და უფროსი ასაკის პაციენტები, რომლებსაც მკურნალობის დაწყების მომენტისთვის ჯერ კიდევ შენარჩუნებული აქვთ დამოუკიდებლად... 04.09.2026-ს, Sputnik საქართველო
2026-09-04T15:43+0400
2026-09-04T15:43+0400
2026-09-04T15:43+0400
ახალი ამბები
საქართველო
ჯანდაცვა საქართველოში
დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო
საზოგადოება
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/0a/05/282966734_0:0:2048:1153_1920x0_80_0_0_42124ec890ce6362495d9c4f39815274.jpg
თბილისი, 4 სექტემბერი - Sputnik. დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე პაციენტებისთვის განკუთვნილი მედიკამენტი „ჯივინოსტატი“ მომავალ კვირაში უკვე საქართველოში იქნება, განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა მიხეილ სარჯველაძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე.ივლისის ბოლოს საქართველოს ჯანდაცვის სამინისტრომ იტალიურ კომპანია „იტალფარმაკოსთან“ (Italfarmaco) მედიკამენტ „ჯივინოსტატის“ შეძენის შესახებ ხელშეკრულება გააფორმა, რომელიც დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე პაციენტებისთვის არის განკუთვნილი. მედიკამენტი საქართველოში ხელმისაწვდომია ევროკომისიის მიერ 2025 წლის ივნისში მიღებული გადაწყვეტილების საფუძველზე.მინისტრის თქმით, „იტალფარმაკოსთან“ თანამშრომლობით გაწეულ იქნა სხვადასხვა მოსამზადებელი სამუშაოები და ყველაფერი მზად არის, რათა მაქსიმალურად სწრაფად დაიწყოს მედიკამენტის გამოყენება.„მათ შორის მაქსიმალური სიზუსტით აღირიცხა მონაცემები პაციენტების შესახებ, შეიქმნა სპეციალური რეგისტრიც, დამტკიცდა შესაბამისი წესი, ჩატარდა ექიმების ტრენინგები უცხოელი სპეციალისტების მიერ და ყველაფერი მზად არის, რომ მაქსიმალურად სწრაფად დაიწყოს მედიკამენტის გამოყენება რეალურ პრაქტიკაში“, – განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.მინისტრის განცხადებით, წარმატებული მოლაპარაკებები შედგა კომპანიასთან დიუშენის სამკურნალო მეორე მედიკამენტის შემოტანაზეც და ხელშეკრულებას ხელი უახლოეს დღეებში მოეწერება.როგორც მანამდე პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა, საქართველო მსოფლიოში ერთ-ერთი პირველი ქვეყანაა, რომელიც მედიკამენტ „ჯივინოსტატს“ შეიძენს და დაავადების მართვის სახელმწიფო პროგრამაში დანერგავს.კომპანია „იტალფარმაკოს“ ინფორმაციით, პრეპარატ „ჯივინოსტატის“ მიღებას შეძლებენ დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე 6 წლის და უფროსი ასაკის პაციენტები, რომლებსაც მკურნალობის დაწყების მომენტისთვის ჯერ კიდევ შენარჩუნებული აქვთ დამოუკიდებლად სიარულის უნარი.პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესა და დიუშენის კუნთოვანი დისტროფიით დაავადებული ბავშვების მშობლებს შორის 4 ივნისს გამართულ შეხვედრაზე სამუშაო ჯგუფის შექმნის შესახებ გადაწყვეტილება იქნა მიღებული, რომელიც ფარმაცევტულ კომპანიებთან მოლაპარაკებებს წარმართავდა და ერთ-ერთი პრეპარატის შეძენას განახორციელებდა. ამ გადაწყვეტილებას წინ უძღოდა მშობლების კათოლიკოს-პატრიარქ შიო III-სთან შეხვედრა და კანცელარიის შენობის წინ გამართული საპროტესტო აქციები.დიუშენის კუნთოვანი დისტროფია – ეს არის მძიმე გენეტიკური დაავადება, რომელიც გამოწვეულია იმ გენის დაზიანებით, რომელიც პასუხისმგებელია ცილა დისტროფინის გამომუშავებაზე. დაავადება თითქმის გამონაკლისის გარეშე ვლინდება ბიჭებში ადრეულ ასაკში: თავდაპირველად წარმოიქმნება სირთულეები სირბილისას და კიბეზე ასვლისას, დროთა განმავლობაში კი სისუსტე პროგრესირებს, რაც გავლენას ახდენს სიარულის უნარზე, ასევე გულისა და ფილტვების მუშაობაზე.დღეისათვის დაავადების სრულად განკურნება შეუძლებელია, თუმცა, თანამედროვე მედიცინა მისი განვითარების შენელების საშუალებას იძლევა. საქართველოში, მედიის მონაცემებით, დიუშენის კუნთოვანი დისტროფიით დაახლოებით 100 ბავშვია დაავადებული.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2026
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/0a/05/282966734_0:0:2048:1537_1920x0_80_0_0_5152b33d5fdee41961345907de7d7929.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, ჯანდაცვა საქართველოში, დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო , საზოგადოება
ახალი ამბები, საქართველო, ჯანდაცვა საქართველოში, დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო , საზოგადოება
დიუშენის სინდრომის სამკურნალო მედიკამენტი „ჯივინოსტატი“ თბილისში მომდევნო კვირაში ჩამოვა
„ჯივინოსტატის“ მიღებას შეძლებენ 6 წლის და უფროსი ასაკის პაციენტები, რომლებსაც მკურნალობის დაწყების მომენტისთვის ჯერ კიდევ შენარჩუნებული აქვთ დამოუკიდებლად სიარულის უნარი.
თბილისი, 4 სექტემბერი - Sputnik. დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე პაციენტებისთვის განკუთვნილი მედიკამენტი „ჯივინოსტატი“ მომავალ კვირაში უკვე საქართველოში იქნება, განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა მიხეილ სარჯველაძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე.
ივლისის ბოლოს საქართველოს ჯანდაცვის სამინისტრომ იტალიურ კომპანია „იტალფარმაკოსთან“ (Italfarmaco) მედიკამენტ „ჯივინოსტატის“ შეძენის შესახებ ხელშეკრულება გააფორმა, რომელიც დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე პაციენტებისთვის არის განკუთვნილი. მედიკამენტი საქართველოში ხელმისაწვდომია ევროკომისიის მიერ 2025 წლის ივნისში მიღებული გადაწყვეტილების საფუძველზე.
„დღეს გვაქვს მორიგი სასიხარულო ინფორმაცია – „ჯივინოსტატის“ საქართველოში გამოგზავნის დამადასტურებელი ავიაზედდებულიც იქნა მოწოდებული, რომლითაც დასტურდება, რომ უკვე მომდევნო კვირის დასაწყისში მედიკამენტი იქნება თბილისში“, - განაცხადა სარჯველაძემ.
მინისტრის თქმით, „იტალფარმაკოსთან“ თანამშრომლობით გაწეულ იქნა სხვადასხვა მოსამზადებელი სამუშაოები და ყველაფერი მზად არის, რათა მაქსიმალურად სწრაფად დაიწყოს მედიკამენტის გამოყენება.
„მათ შორის მაქსიმალური სიზუსტით აღირიცხა მონაცემები პაციენტების შესახებ, შეიქმნა სპეციალური რეგისტრიც, დამტკიცდა შესაბამისი წესი, ჩატარდა ექიმების ტრენინგები უცხოელი სპეციალისტების მიერ და ყველაფერი მზად არის, რომ მაქსიმალურად სწრაფად დაიწყოს მედიკამენტის გამოყენება რეალურ პრაქტიკაში“, – განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.
მინისტრის განცხადებით, წარმატებული მოლაპარაკებები შედგა კომპანიასთან დიუშენის სამკურნალო მეორე მედიკამენტის შემოტანაზეც და ხელშეკრულებას ხელი უახლოეს დღეებში მოეწერება.
როგორც მანამდე პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა, საქართველო მსოფლიოში ერთ-ერთი პირველი ქვეყანაა, რომელიც მედიკამენტ „ჯივინოსტატს“ შეიძენს და დაავადების მართვის სახელმწიფო პროგრამაში დანერგავს.
კომპანია „იტალფარმაკოს“ ინფორმაციით, პრეპარატ „ჯივინოსტატის“ მიღებას შეძლებენ დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე 6 წლის და უფროსი ასაკის პაციენტები, რომლებსაც მკურნალობის დაწყების მომენტისთვის ჯერ კიდევ შენარჩუნებული აქვთ დამოუკიდებლად სიარულის უნარი.
პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესა და დიუშენის კუნთოვანი დისტროფიით დაავადებული ბავშვების მშობლებს შორის 4 ივნისს გამართულ შეხვედრაზე სამუშაო ჯგუფის შექმნის შესახებ გადაწყვეტილება იქნა მიღებული, რომელიც ფარმაცევტულ კომპანიებთან მოლაპარაკებებს წარმართავდა და ერთ-ერთი პრეპარატის შეძენას განახორციელებდა. ამ გადაწყვეტილებას წინ უძღოდა მშობლების კათოლიკოს-პატრიარქ შიო III-სთან შეხვედრა და კანცელარიის შენობის წინ გამართული საპროტესტო აქციები.
დიუშენის კუნთოვანი დისტროფია – ეს არის მძიმე გენეტიკური დაავადება, რომელიც გამოწვეულია იმ გენის დაზიანებით, რომელიც პასუხისმგებელია ცილა დისტროფინის გამომუშავებაზე. დაავადება თითქმის გამონაკლისის გარეშე ვლინდება ბიჭებში ადრეულ ასაკში: თავდაპირველად წარმოიქმნება სირთულეები სირბილისას და კიბეზე ასვლისას, დროთა განმავლობაში კი სისუსტე პროგრესირებს, რაც გავლენას ახდენს სიარულის უნარზე, ასევე გულისა და ფილტვების მუშაობაზე.
დღეისათვის დაავადების სრულად განკურნება შეუძლებელია, თუმცა, თანამედროვე მედიცინა მისი განვითარების შენელების საშუალებას იძლევა. საქართველოში, მედიის მონაცემებით, დიუშენის კუნთოვანი დისტროფიით დაახლოებით 100 ბავშვია დაავადებული.