თბილისში განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკი ამოიღეს: დაკავებულია ერთი პირი

© photo: Sputnik / Stringerდაკავება
დაკავება - Sputnik საქართველო, 1920, 03.09.2026
გამოწერა
დანაშაული 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
თბილისი, 3 სექტემბერი - Sputnik. სამართალდამცველებმა თბილისში ნარკოდანაშაულის ბრალდებით წარსულში ნასამართლევი პირი დააკავეს, ნათქვამია შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
დაკავებულს საგამოძიებო უწყება განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების არაერთგზის უკანონო შეძენა-შენახვასა და რეალიზაციის ხელშეწყობას ედავება.
სამართალდამცველებმა თბილისში ბრალდებულის პირადი და ავტომობილის ჩხრეკისას ნივთმტკიცებად ამოიღეს სარეალიზაციოდ გამზადებული განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებები, მათ შორის „მეფედრონი“, „ალფა-პვპ“, „ტეტრაჰიდროკანაბინოლი" და „მარიხუანა“.
გამოძიება საქართველოს სსკ-ის 260-ე, 260-ე კვარტა და 273 -ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
ყველა ახალი ამბავი
0