მსოფლიო დღეს
მსოფლიოში მიმდინარე უახლესი ახალი ამბები, მსოფლიოს წინაშე მდგარი გამოწვევები, აქტუალური თემები, მიმოხილვა და ანალიზი იხილეთ Sputnik საქართველოს ვებგვერდზე.

პუტინმა უკრაინის საკითხზე კონსტრუქციული მოლაპარაკებების შესაძლებლობებზე ისაუბრა

© photo: Sputnik / Григорий Сысоев / გადასვლა მედიაბანკშივლადიმირ პუტინი
ვლადიმირ პუტინი - Sputnik საქართველო, 1920, 03.09.2026
გამოწერა
პრობლემა კონფლიქტში ჩართულმა ქვეყნებმა - რუსეთმა და უკრაინამ უნდა გადაჭრან, ხაზი გაუსვა რუსეთის ლიდერმა.
თბილისი, 3 სექტემბერი – Sputnik. რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა გასცა პასუხი კითხვას: არსებობს თუ არა კონსტრუქციული მოლაპარაკებების შანსი უკრაინის კონფლიქტის დარეგულირების საკითხზე.
„არსებობს თუ არა შანსები? ჩემი აზრით, დიახ, არსებობს“, - განაცხადა პუტინმა აღმოსავლეთ ეკონომიკური ფორუმის პლენარულ სხდომაზე, როდესაც უპასუხა კითხვას უკრაინის კონფლიქტის მოგვარების თუნდაც უმცირეს პერსპექტივაზე.
მან დასძინა, რომ ერთმანეთთან მოლაპარაკება რუსეთმა და უკრაინამ უნდა აწარმოონ.
„ეს პრობლემა კონფლიქტში ჩართულმა ქვეყნებმა უნდა გადაჭრან. ეს არის რუსეთი და უკრაინა. ეს სწორი მიდგომაა“, - ხაზგასმით აღნიშნა რუსეთის ლიდერმა.
პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ სხვა ქვეყნები, მათ შორის აშშ და ჩინეთი, მუდმივად აქცევენ ყურადღებას უკრაინის კონფლიქტის მოგვარების საკითხს და ყველაფერს აკეთებენ საიმისოდ, რომ პრობლემა მშვიდობიანი გზით გადაიჭრას.
„პრეზიდენტი სი ძინპინი, როდესაც ჩვენ ვხვდებით, ასევე მუდმივად აყენებს ამ საკითხს“, - თქვა პუტინმა.
მან მადლიერება გამოხატა ყველას მიმართ, ვინც ცდილობს წვლილი შეიტანოს უკრაინის კონფლიქტის მოგვარებაში.
ყველა ახალი ამბავი
0