https://sputnik-georgia.com/20260902/zaxarova-moskovi-operatiulad-pasuxobs-antirusul-nabijebs-300512630.html
ზახაროვა: მოსკოვი ოპერატიულად პასუხობს დესტრუქციულ ანტირუსულ ნაბიჯებს
ზახაროვა: მოსკოვი ოპერატიულად პასუხობს დესტრუქციულ ანტირუსულ ნაბიჯებს
Sputnik საქართველო
რუსული მხარე აღნიშნავს, რომ გერმანია თავისი ქმედებებით ანადგურებს ყველაფერ პოზიტიურს, რაც კი ურთიერთობებში არსებობდა. 02.09.2026-ს, Sputnik საქართველო
2026-09-02T09:37+0400
2026-09-02T09:37+0400
2026-09-09T14:12+0400
მსოფლიო დღეს
რუსეთი
გერმანია
პოლიტიკა
მსოფლიოს ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07ea/08/15/300218299_0:0:1280:721_1920x0_80_0_0_b126570b7dfdf0ba6b8c5b5524affaec.jpg
თბილისი, 2 სექტემბერი – Sputnik. მოსკოვი ოპერატიულად რეაგირებს დასავლეთის მხრიდან ნებისმიერ დესტრუქციულ ანტირუსულ ნაბიჯზე, განაცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა მარია ზახაროვამ.აღმოსავლეთის ეკონომიკური ფორუმის (ВЭФ) ფარგლებში ზახაროვამ კომენტარი გააკეთა გერმანიის იმ ქმედებებზე, რომლებიც რუსეთის გენერალური საკონსულოს წინააღმდეგ არის მიმართული.როგორც ზახაროვამ აღნიშნა, გერმანიის ხელისუფლების გადაწყვეტილება მოულოდნელი არ ყოფილა: მოსკოვმა წინასწარ გათვალა როგორც ეს ვარიანტი, ისე საპასუხო ზომებიც.„რაც დაიმსახურეს, იმას მიიღებენ“, – განაცხადა საგარეო უწყების წარმომადგენელმა.სამშაბათს, გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა იოჰან ვადეფულმა განაცხადა, რომ გერმანია დახურავს ბონში რუსეთის გენერალურ საკონსულოს და გაწყვეტს ხელშეკრულებას, რომელიც ბერლინში „რუსული სახლის“ საქმიანობას ეხება.ზახაროვას თქმით, გერმანია ბონში გენერალური საკონსულოს დახურვის თემას დიდი ხანია ამზადებდა, ბერლინს უბრალოდ საბაბი სჭირდებოდა. მოსკოვის პასუხი საკონსულოს დახურვაზე მკაცრი იქნება.აღმოსავლეთის ეკონომიკური ფორუმი 1-4 სექტემბერს ვლადივოსტოკში, შორეული აღმოსავლეთის ფედერალური უნივერსიტეტის კამპუსში იმართება. ფორუმის გენერალური საინფორმაციო პარტნიორია РИА Новости.
გერმანია
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2026
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07ea/08/15/300218299_0:0:1138:853_1920x0_80_0_0_84ab90c4f58c57d6fd169a2d762aba0e.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
რუსეთი, გერმანია , პოლიტიკა, მსოფლიოს ახალი ამბები
რუსეთი, გერმანია , პოლიტიკა, მსოფლიოს ახალი ამბები
ზახაროვა: მოსკოვი ოპერატიულად პასუხობს დესტრუქციულ ანტირუსულ ნაბიჯებს
09:37 02.09.2026 (განახლებულია: 14:12 09.09.2026) რუსული მხარე აღნიშნავს, რომ გერმანია თავისი ქმედებებით ანადგურებს ყველაფერ პოზიტიურს, რაც კი ურთიერთობებში არსებობდა.
თბილისი, 2 სექტემბერი – Sputnik. მოსკოვი ოპერატიულად რეაგირებს დასავლეთის მხრიდან ნებისმიერ დესტრუქციულ ანტირუსულ ნაბიჯზე, განაცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა მარია ზახაროვამ.
აღმოსავლეთის ეკონომიკური ფორუმის (ВЭФ) ფარგლებში ზახაროვამ კომენტარი გააკეთა გერმანიის იმ ქმედებებზე, რომლებიც რუსეთის გენერალური საკონსულოს წინააღმდეგ არის მიმართული.
„ხომ იცით, რომ ჩვენ ვალში არავისთან ვრჩებით. ყველა მსგავს დესტრუქციულ ანტირუსულ, რუსოფობიურ ნაბიჯზე პასუხის გაცემა ყოველთვის ოპერატიულად ხდება“, – განაცხადა დიპლომატმა.
როგორც ზახაროვამ აღნიშნა, გერმანიის ხელისუფლების გადაწყვეტილება მოულოდნელი არ ყოფილა: მოსკოვმა წინასწარ გათვალა როგორც ეს ვარიანტი, ისე საპასუხო ზომებიც.
„რაც დაიმსახურეს, იმას მიიღებენ“, – განაცხადა საგარეო უწყების წარმომადგენელმა.
სამშაბათს, გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა იოჰან ვადეფულმა განაცხადა, რომ გერმანია დახურავს ბონში რუსეთის გენერალურ საკონსულოს და გაწყვეტს ხელშეკრულებას, რომელიც ბერლინში „რუსული სახლის“ საქმიანობას ეხება.
ზახაროვას თქმით, გერმანია ბონში გენერალური საკონსულოს დახურვის თემას დიდი ხანია ამზადებდა, ბერლინს უბრალოდ საბაბი სჭირდებოდა. მოსკოვის პასუხი საკონსულოს დახურვაზე მკაცრი იქნება.
„პასუხი იქნება, როგორც მათ უყვართ – უფრო მკაცრი. ვფიქრობ, ამაში ეჭვიც არავის შეპარვია“, – განაცხადა დიპლომატმა.
აღმოსავლეთის ეკონომიკური ფორუმი 1-4 სექტემბერს ვლადივოსტოკში, შორეული აღმოსავლეთის ფედერალური უნივერსიტეტის კამპუსში იმართება. ფორუმის გენერალური საინფორმაციო პარტნიორია РИА Новости.