https://sputnik-georgia.com/20260902/erovnuli-banki-ciprul-dolarze-kontrols-amkacrebs-300416225.html
ეროვნული ბანკი „ციფრულ დოლარზე“ კონტროლს ამკაცრებს
ეროვნული ბანკი „ციფრულ დოლარზე“ კონტროლს ამკაცრებს
Sputnik საქართველო
ახალი წესი მიზნად ისახავს ვირტუალური აქტივის მომსახურების სექტორის მიმართ ნდობის ამაღლებას, მომხმარებელთა უფლებების დაცვასა და რისკების პრევენციას. 02.09.2026-ს, Sputnik საქართველო
2026-09-02T22:25+0400
2026-09-02T22:25+0400
2026-09-02T22:25+0400
საქართველო
საქართველოს ეროვნული ბანკი
საქართველოს ეკონომიკა
საქართველოს ბიზნესგარემო
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24603/33/246033307_0:156:3001:1844_1920x0_80_0_0_011e33b98459e9a6b599b309b0688d85.jpg
თბილისი, 2 სექტემბერი — Sputnik. სტაბილური ვირტუალური აქტივებისა და მათი სარეზერვო აქტივების მუდმივი და გამჭვირვალე მონიტორინგის მიზნით, საქართველოს ეროვნულმა ბანკმა სტაბილური ვირტუალური აქტივების შესახებ ანგარიშგების ახალი წესი დაამტკიცა, იუწყება ტელეკომპანია „რუსთავი 2".სებ-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ახალი წესი მიზნად ისახავს ვირტუალური აქტივის მომსახურების სექტორის მიმართ ნდობის ამაღლებას, მომხმარებელთა უფლებების დაცვასა და რისკების პრევენციას.„ახალი წესის შემუშავება ეფუძნება ეროვნული ბანკის საზედამხედველო პრაქტიკას, საერთაშორისო ორგანიზაციების რეკომენდაციებსა და საუკეთესო გლობალურ გამოცდილებას", - ნათქვამია განცხადებაში.სტაბილური ვირტუალური აქტივების ანგარიშგების წესი განსაზღვრავს ანგარიშგების ფორმების შევსებისა და წარდგენის მოთხოვნებს და დეტალურად ადგენს იმ ინფორმაციის ჩამონათვალს, რომლის წარდგენაც ევალება ემიტენტს ეროვნული ბანკისთვის.ზედამხედველობის ფარგლებში ანგარიშგების დანერგვა ეროვნულ ბანკს მისცემს შესაძლებლობას, ჰქონდეს სრულყოფილი და რეგულარული ინფორმაცია პირველადი შეთავაზების ფარგლებში ემიტენტის მიერ გამოშვებული და მიმოქცევაში არსებული სტაბილური ვირტუალური აქტივების და მასთან დაკავშირებული სარეზერვო აქტივების შესახებ. კერძოდ, რეზერვების შემადგენლობა და მასში შემავალი ლიკვიდური აქტივების თანაფარდობა.სტაბილური ვირტუალური აქტივის ემიტენტმა წესით გათვალისწინებული ანგარიშგება უნდა შეავსოს ამავე წესის დანართით განსაზღვრული ფორმის შესაბამისად და ეროვნული ბანკისთვის პირველი ანგარიშგების წარდგენა უზრუნველყოს არაუგვიანეს 2026 წლის 15 ოქტომბრისა.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2026
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24603/33/246033307_166:0:2833:2000_1920x0_80_0_0_45558c4a5c584bc1162a26f2ce66be76.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, საქართველოს ეროვნული ბანკი , საქართველოს ეკონომიკა, საქართველოს ბიზნესგარემო , ახალი ამბები
საქართველო, საქართველოს ეროვნული ბანკი , საქართველოს ეკონომიკა, საქართველოს ბიზნესგარემო , ახალი ამბები
ეროვნული ბანკი „ციფრულ დოლარზე“ კონტროლს ამკაცრებს
ახალი წესი მიზნად ისახავს ვირტუალური აქტივის მომსახურების სექტორის მიმართ ნდობის ამაღლებას, მომხმარებელთა უფლებების დაცვასა და რისკების პრევენციას.
თბილისი, 2 სექტემბერი — Sputnik. სტაბილური ვირტუალური აქტივებისა და მათი სარეზერვო აქტივების მუდმივი და გამჭვირვალე მონიტორინგის მიზნით, საქართველოს ეროვნულმა ბანკმა სტაბილური ვირტუალური აქტივების შესახებ ანგარიშგების ახალი წესი დაამტკიცა, იუწყება ტელეკომპანია „რუსთავი 2".
სებ-ის მიერ გავრცელებული
ინფორმაციით, ახალი წესი მიზნად ისახავს ვირტუალური აქტივის მომსახურების სექტორის მიმართ ნდობის ამაღლებას, მომხმარებელთა უფლებების დაცვასა და რისკების პრევენციას.
„ახალი წესის შემუშავება ეფუძნება ეროვნული ბანკის საზედამხედველო პრაქტიკას, საერთაშორისო ორგანიზაციების რეკომენდაციებსა და საუკეთესო გლობალურ გამოცდილებას", - ნათქვამია განცხადებაში.
სტაბილური ვირტუალური აქტივების ანგარიშგების წესი განსაზღვრავს ანგარიშგების ფორმების შევსებისა და წარდგენის მოთხოვნებს და დეტალურად ადგენს იმ ინფორმაციის ჩამონათვალს, რომლის წარდგენაც ევალება ემიტენტს ეროვნული ბანკისთვის.
ზედამხედველობის ფარგლებში ანგარიშგების დანერგვა ეროვნულ ბანკს მისცემს შესაძლებლობას, ჰქონდეს სრულყოფილი და რეგულარული ინფორმაცია პირველადი შეთავაზების ფარგლებში ემიტენტის მიერ გამოშვებული და მიმოქცევაში არსებული სტაბილური ვირტუალური აქტივების და მასთან დაკავშირებული სარეზერვო აქტივების შესახებ. კერძოდ, რეზერვების შემადგენლობა და მასში შემავალი ლიკვიდური აქტივების თანაფარდობა.
სტაბილური ვირტუალური აქტივის ემიტენტმა წესით გათვალისწინებული ანგარიშგება უნდა შეავსოს ამავე წესის დანართით განსაზღვრული ფორმის შესაბამისად და ეროვნული ბანკისთვის პირველი ანგარიშგების წარდგენა უზრუნველყოს არაუგვიანეს 2026 წლის 15 ოქტომბრისა.