https://sputnik-georgia.com/20260902/agsrulebis-policia-departamentad-gardaiqmneba-300410176.html
სპეცწოდებები და ახალი ანაზღაურება: აღსრულების პოლიცია დეპარტამენტად გარდაიქმნება
სპეცწოდებები და ახალი ანაზღაურება: აღსრულების პოლიცია დეპარტამენტად გარდაიქმნება
Sputnik საქართველო
ცვლილება მიზნად ისახავს უწყების ინსტიტუციურ გაძლიერებას, თანამშრომელთა უფლებების დაცვასა და მუშაობის ეფექტიანობის გაზრდას. 02.09.2026-ს, Sputnik საქართველო
2026-09-02T19:00+0400
2026-09-02T19:00+0400
2026-09-02T19:00+0400
საქართველო
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო
კანონმდებლობა
საზოგადოება
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e4/09/10/249458138_0:66:1280:786_1920x0_80_0_0_74b73a95dc7b74b4853cf59e1134b988.jpg
თბილისი, 2 სექტემბერი — Sputnik. აღსრულების პოლიციის სამმართველო აღსრულების პოლიციის დეპარტამენტად ჩამოყალიბდება, შესაბამისი ცვლილებები „სააღსრულებლო წარმოებათა შესახებ“ კანონში შედის. ცვლილებების მიხედვით, აღსრულების პოლიციის თანამშრომლებისთვის შემოღებული იქნება სახელმწიფო სპეციალური წოდებები და შრომის ანაზღაურების ახალი სისტემა. ისინი მიიღებენ შესაბამის წოდებრივ სარგოსა და წელთა ნამსახურობის დანამატს, რომელთა ოდენობას იუსტიციის მინისტრი განსაზღვრავს. პროექტის მიხედვით, ისინი საკლასო დანამატს არ მიიღებენ.კანონპროექტის თანახმად, სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას აღსრულების პოლიციელის დაღუპვის ან ჯანმრთელობის დაზიანების შემთხვევაში, მისთვის ან მისი ოჯახისათვის ფულადი დახმარების გაწევასთან დაკავშირებული საკითხებიც მოწესრიგდება. კანონპროექტში გარდამავალი დებულების სახით განსაზღვრულია, რომ აღსრულების პოლიციის სამმართველოს პროფესიული საჯარო მოხელეები აღსრულების პოლიციის დეპარტამენტის შესაბამის, ტოლფას თანამდებობებზე უკონკურსოდ დაინიშნებიან. ცვლილება მიზნად ისახავს უწყების ინსტიტუციურ გაძლიერებას, თანამშრომელთა უფლებების დაცვასა და მუშაობის ეფექტიანობის გაზრდას. აღსრულების პოლიციის სამმართველო წარმოადგენს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი აღსრულების ეროვნული ბიუროს სტრუქტურულ ერთეულს. მისი ძირითადი დანიშნულებაა სააღსრულებო მოქმედებების განხორციელებისას წესრიგისა და უსაფრთხოების დაცვა, ასევე კანონით მინიჭებული სხვა საპოლიციო ფუნქციების შესრულება. სამმართველო ტერიტორიულად იყოფა ორ ძირითად ერთეულად — თბილისის განყოფილება და ქუთაისის განყოფილება.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2026
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e4/09/10/249458138_72:0:1208:852_1920x0_80_0_0_b6bffb79b9093d129227288bdda74250.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო , კანონმდებლობა, საზოგადოება, ახალი ამბები
საქართველო, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო , კანონმდებლობა, საზოგადოება, ახალი ამბები
სპეცწოდებები და ახალი ანაზღაურება: აღსრულების პოლიცია დეპარტამენტად გარდაიქმნება
ცვლილება მიზნად ისახავს უწყების ინსტიტუციურ გაძლიერებას, თანამშრომელთა უფლებების დაცვასა და მუშაობის ეფექტიანობის გაზრდას.
თბილისი, 2 სექტემბერი — Sputnik. აღსრულების პოლიციის სამმართველო აღსრულების პოლიციის დეპარტამენტად ჩამოყალიბდება, შესაბამისი ცვლილებები „სააღსრულებლო წარმოებათა შესახებ“ კანონში შედის.
ცვლილებების მიხედვით, აღსრულების პოლიციის თანამშრომლებისთვის შემოღებული იქნება სახელმწიფო სპეციალური წოდებები და შრომის ანაზღაურების ახალი სისტემა. ისინი მიიღებენ შესაბამის წოდებრივ სარგოსა და წელთა ნამსახურობის დანამატს, რომელთა ოდენობას იუსტიციის მინისტრი განსაზღვრავს. პროექტის მიხედვით, ისინი საკლასო დანამატს არ მიიღებენ.
კანონპროექტის თანახმად, სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას აღსრულების პოლიციელის დაღუპვის ან ჯანმრთელობის დაზიანების შემთხვევაში, მისთვის ან მისი ოჯახისათვის ფულადი დახმარების გაწევასთან დაკავშირებული საკითხებიც მოწესრიგდება.
კერძოდ, აღსრულების პოლიციელის სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას დაღუპვის შემთხვევაში, ოჯახი მიიღებს ერთჯერად ფულად დახმარებას – 15 ათასი ლარის ოდენობით (10 ათასი ლარის ნაცვლად).
სამართალდარღვევის აღკვეთისას, დამნაშავის შეპყრობისას, სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით თავდასხმისას, აღსრულების პოლიციელის დაღუპვის ან მიღებული ჭრილობების შედეგად გარდაცვალების შემთხვევაში, ოჯახი ერთჯერად ფულად დახმარებას მიიღებს – 30 ათასი ლარის ოდენობით.
ცვლილებების მიხედვით, ასევე გათვალისწინებულია კომპენსაციები ჯანმრთელობისთვის ზიანის მიყენების შემთხვევაში. კომპენსაციის ოდენობა ჯანმრთელობის მძიმე დაზიანებისას იქნება 7 ათასი ლარი, ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანებისას – 4 ათასი ლარი, ხოლო მსუბუქი დაზიანებისას – 2 ათასი ლარი.
კანონპროექტში გარდამავალი დებულების სახით განსაზღვრულია, რომ აღსრულების პოლიციის სამმართველოს პროფესიული საჯარო მოხელეები აღსრულების პოლიციის დეპარტამენტის შესაბამის, ტოლფას თანამდებობებზე უკონკურსოდ დაინიშნებიან.
ცვლილება მიზნად ისახავს უწყების ინსტიტუციურ გაძლიერებას, თანამშრომელთა უფლებების დაცვასა და მუშაობის ეფექტიანობის გაზრდას.
აღსრულების პოლიციის სამმართველო წარმოადგენს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი აღსრულების ეროვნული ბიუროს სტრუქტურულ ერთეულს. მისი ძირითადი დანიშნულებაა სააღსრულებო მოქმედებების განხორციელებისას წესრიგისა და უსაფრთხოების დაცვა, ასევე კანონით მინიჭებული სხვა საპოლიციო ფუნქციების შესრულება. სამმართველო ტერიტორიულად იყოფა ორ ძირითად ერთეულად — თბილისის განყოფილება და ქუთაისის განყოფილება.