დღეიდან სახელმწიფო სტაჟირებაზე 3000 ვაკანსია გამოცხადდება

© photo: Sputnik / Alexander Imedashviliმთავრობის ადმინისტრაციის შენობა
მთავრობის ადმინისტრაციის შენობა - Sputnik საქართველო, 1920, 01.09.2026
გამოწერა
სახელმწიფო უწყებებში სტაჟირების პროგრამის ინიციატორია საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე. მისი თქმით, ეს ახალგაზრდებს დასაქმების უნიკალურ შესაძლებლობას მისცემს.
თბილისი, 1 სექტემბერი - Sputnik. 1-ელი სექტემბრიდან ანაზღაურებადი სტაჟირების სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, დაახლოებით, 3000 ვაკანსია გამოცხადდება, განაცხადა მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა ლევან ჟორჟოლიანმა.
მისი თქმით, მთავრობამ მოუწოდა მუნიციპალიტეტებს, რომ სტაჟირების მსურველებისთვის თავდაპირველი კვოტები გაზარდონ, რათა ახალგაზრდებს საკუთარ რაიონსა და რეგიონში შეეძლოთ ანაზღაურებადი სტაჟირების გავლა.
„საჯარო სტრუქტურებში ანაზღაურებადი სტაჟირების პროგრამა მონაწილეებს საშუალებას მისცემს, გაიღრმავონ თეორიული ცოდნა და ამავდროულად მიიღონ პრაქტიკული გამოცდილება, რაც აუცილებელია შემდგომი პროფესიული განვითარებისთვის. პროგრამაში მოხვდა არამხოლოდ საჯარო დაწესებულებების, არამედ რეგიონების მუნიციპალიტეტების ვაკანსიები", - განაცხადა ჟორჟოლიანმა.
როგორც ჟორჟოლიანმა აღნიშნა, მნიშვნელოვანია „ახალი სისხლისა და ახალი თაობის შესვლა საჯარო სამსახურში“.
საჯარო დაწესებულებებში, ასევე, საჯარო დაწესებულებების სისტემაში შემავალ საჯარო და კერძო სამართლის იურიდიულ პირებში ანაზღაურებადი სტაჟირება 2026 წლის 1-ელი ოქტომბრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით იქნება შესაძლებელი.
სტაჟიორის კონკურსზე განაცხადის წარდგენა 2026 წლის 1-10 სექტემბრის ჩათვლით პერიოდში იქნება შესაძლებელი, სტაჟირებაზე განაცხადის წარდგენა განხორციელდება საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის მიერ ადმინისტრირებულ ვებგვერდზე.
სტაჟირების გავლა შეეძლება პირს, თუ ის სწავლობს უმაღლესი განათლების პირველ საფეხურზე (დამამთავრებელი სასწავლო წლის შემთხვევაში) ან მეორე საფეხურზე ან დასრულებული აქვს უმაღლესი განათლების პირველი ან მე-2 საფეხური 2025-2026 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრში.
სახელმწიფო უწყებებში სტაჟირების პროგრამის ინიციატორია საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე. მისი თქმით, ეს ახალგაზრდებს დასაქმების უნიკალურ შესაძლებლობას მისცემს. პროგრამა 2024 წლიდან მოქმედებს.
ყველა ახალი ამბავი
0