ყალბი დოკუმენტებით საზღვრის გადაკვეთის მცდელობისთვის ერთი პირი დააკავეს

გამოწერა
ბრალის დამტკიცების შემთხვევაში დაკავებულს 5-წლამდე პატიმრობა ემუქრება
თბილისი, 31 აგვისტო — Sputnik. სამართალდამცველებმა საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის მცდელობის ბრალდებით უცხო ქვეყნის მოქალაქე დააკავეს, ნათქვამია შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.
უწყების ცნობით, მებაჟე-ოფიცრებმა თბილისის საერთაშორისო აეროპორტში უცხო ქვეყნის მოქალაქე იმ დროს დააკავეს, როდესაც ის ყალბი დოკუმენტის გამოყენებით საქართველოს სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთას ცდილობდა.
გამოძიება სსკ-ის 19-344-ე და 362-ე მუხლების პირველი ნაწილებით მიმდინარეობს, რაც 5-წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
ყველა ახალი ამბავი
0