https://sputnik-georgia.com/20260831/ramden-mzgols-gaunulda-martvis-mowmoba-300375097.html
რამდენ მძღოლს გაუნულდა მართვის მოწმობაზე დარიცხული ქულები?
რამდენ მძღოლს გაუნულდა მართვის მოწმობაზე დარიცხული ქულები?
Sputnik საქართველო
საქართველოში ე.წ. ქულათა სისტემა 2017 წლიდან მოქმედებს — 1-ელ იანვარს მძღოლის მართვის მოწმობაზე ყოველწლიურად ირიცხება 100 ქულა, რაც, დარღვევების შემთხვევაში... 31.08.2026-ს, Sputnik საქართველო
2026-08-31T19:26+0400
2026-08-31T19:26+0400
2026-08-31T19:26+0400
საქართველო
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო
საზოგადოება
სტატისტიკა
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/02/1a/286541316_0:0:2452:1379_1920x0_80_0_0_f20e7c1b583a594bab62b5b5356e5db5.jpg
თბილისი, 31 აგვისტო – Sputnik. 2026 წლის 1-ელი იანვრიდან 30 ივნისის ჩათვლით პერიოდში საქართველოში 255 მძღოლს მართვის მოწმობა ჩამოერთვა, რადგანაც მათ საგზაო მოძრაობის წესების დარღვევის გამო 100-ქულიანი წლიური ლიმიტი ამოწურეს, ნათქვამია საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ვებგვერდზე.საქართველოში ე.წ. ქულათა სისტემა 2017 წლიდან მოქმედებს — 1-ელ იანვარს მძღოლის მართვის მოწმობაზე ყოველწლიურად ირიცხება 100 ქულა, რაც, დარღვევების შემთხვევაში, თანდათან მცირდება. ლიმიტის ამოწურვის შემდეგ მძღოლს მართვის მოწმობას ჩამოართმევენ. მის დასაბრუნებლად მძღოლს შეუძლია ხელახლა ჩააბაროს მართვის უფლების მისაღები გამოცდა ან მომდევნო წელს დაელოდოს, როდესაც 100 ქულა ხელახლა დაერიცხება.შსს-ის მონაცემებით, საანგარიშო პერიოდში მართვის მოწმობაზე დარიცხული ქულები დაკარგა 287,430 მძღოლმა, საიდანაც ქულების ლიმიტი სრულად ამოწურა საგზაო მოძრაობის წესების დამრღვევმა 255-მა პირმა.მძღოლების რაოდენობით, რომლებსაც მართვის მოწმობა ჩამოერთვათ, თბილისი ლიდერობს - 108 მძღოლს ჩამოერთვა მართვის მოწმობა. ამასთან, საქართველოს დედაქალაქში დაფიქსირდა საგზაო მოძრაობის წესების ყველაზე მეტი დარღვევა, რომელთა გამოც მძღოლებს ქულები აკლდებათ.მართვის მოწმობაზე დარიცხული ქულების შენარჩუნება 1,1 მილიონმა მძღოლმა შეძლო. მათ შორის ყველაზე მეტი მძღოლი, რომელსაც ჯერ არცერთი ქულა არ დაუკარგავს, თბილისშია — დაახლოებით 364,3 ათასი. მეორე ადგილზეა იმერეთის რეგიონი, სადაც 100 ქულა თითქმის 163,4 ათასმა ადამიანმა შეინარჩუნა, ხოლო მესამეზე — ქვემო ქართლის რეგიონი (111,7 ათასი).აღსანიშნავია, რომ ქულათა გამოკლების სისტემა მხოლოდ პატრულის მიერ პირისპირ დაჯარიმების შემთხვევაში მოქმედებს.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2026
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/02/1a/286541316_276:0:2452:1632_1920x0_80_0_0_e1bc06f2e814b1c271768795d7024af5.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო , საზოგადოება, სტატისტიკა, ახალი ამბები
საქართველო, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო , საზოგადოება, სტატისტიკა, ახალი ამბები
რამდენ მძღოლს გაუნულდა მართვის მოწმობაზე დარიცხული ქულები?
საქართველოში ე.წ. ქულათა სისტემა 2017 წლიდან მოქმედებს — 1-ელ იანვარს მძღოლის მართვის მოწმობაზე ყოველწლიურად ირიცხება 100 ქულა, რაც, დარღვევების შემთხვევაში, თანდათან მცირდება.
თბილისი, 31 აგვისტო – Sputnik. 2026 წლის 1-ელი იანვრიდან 30 ივნისის ჩათვლით პერიოდში საქართველოში 255 მძღოლს მართვის მოწმობა ჩამოერთვა, რადგანაც მათ საგზაო მოძრაობის წესების დარღვევის გამო 100-ქულიანი წლიური ლიმიტი ამოწურეს, ნათქვამია საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ვებგვერდზე.
საქართველოში ე.წ. ქულათა სისტემა 2017 წლიდან მოქმედებს — 1-ელ იანვარს მძღოლის მართვის მოწმობაზე ყოველწლიურად ირიცხება 100 ქულა, რაც, დარღვევების შემთხვევაში, თანდათან მცირდება. ლიმიტის ამოწურვის შემდეგ მძღოლს მართვის მოწმობას ჩამოართმევენ. მის დასაბრუნებლად მძღოლს შეუძლია ხელახლა ჩააბაროს მართვის უფლების მისაღები გამოცდა ან მომდევნო წელს დაელოდოს, როდესაც 100 ქულა ხელახლა დაერიცხება.
შსს-ის მონაცემებით, საანგარიშო პერიოდში მართვის მოწმობაზე დარიცხული ქულები დაკარგა 287,430 მძღოლმა, საიდანაც ქულების ლიმიტი სრულად ამოწურა საგზაო მოძრაობის წესების დამრღვევმა 255-მა პირმა.
მძღოლების რაოდენობით, რომლებსაც მართვის მოწმობა ჩამოერთვათ, თბილისი ლიდერობს - 108 მძღოლს ჩამოერთვა მართვის მოწმობა. ამასთან, საქართველოს დედაქალაქში დაფიქსირდა საგზაო მოძრაობის წესების ყველაზე მეტი დარღვევა, რომელთა გამოც მძღოლებს ქულები აკლდებათ.
მართვის მოწმობაზე დარიცხული ქულების შენარჩუნება 1,1 მილიონმა მძღოლმა შეძლო. მათ შორის ყველაზე მეტი მძღოლი, რომელსაც ჯერ არცერთი ქულა არ დაუკარგავს, თბილისშია — დაახლოებით 364,3 ათასი. მეორე ადგილზეა იმერეთის რეგიონი, სადაც 100 ქულა თითქმის 163,4 ათასმა ადამიანმა შეინარჩუნა, ხოლო მესამეზე — ქვემო ქართლის რეგიონი (111,7 ათასი).
აღსანიშნავია, რომ ქულათა გამოკლების სისტემა მხოლოდ პატრულის მიერ პირისპირ დაჯარიმების შემთხვევაში მოქმედებს.