პოლიციამ თბილისში განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკი ამოიღო

© photo: Sputnik / Stringerსაპატრულო პოლიცია
საპატრულო პოლიცია - Sputnik საქართველო, 1920, 31.08.2026
გამოწერა
დანაშაული 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს
თბილისი, 31 აგვისტო — Sputnik. პოლიციამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებებისა და ფსიქოტროპული ნივთიერებების უკანონო შეძენა-შენახვის, შეძენის მცდელობისა და რეალიზაციის ხელშეწყობის ბრალდებით თბილისში ორი პირი დააკავა, იუწყება შინაგან საქმეთა სამინისტრო.
სამართალდამცველებმა შორის ბრალდებულების პირადი და საცხოვრებელი ბინების ჩხრეკისას განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებები და ფსიქოტროპული ნივთიერებები: „მეთადონი“, „მეფედრონი“, „მდმა”, „კლეფედრონი” და „კეტამინი“ ნივთმტკიცებად ამოიღეს.
პოლიციის მიერ ასევე ამოღებულია ნარკოტიკების დაფასოებისთვის საჭირო მასალები.
გამოძიება სსკ-ის 260-ე, 19-260-ე, 260-ე კვარტა და 261-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
ყველა ახალი ამბავი
0