https://sputnik-georgia.com/20260831/papuashvili-saministroebi-gaertiandeba-300368008.html
სახელმწიფო მინისტრის თანამდებობა არ შეიქმნება, სამინისტროები კი, სავარაუდოდ, გაერთიანდება
სახელმწიფო მინისტრის თანამდებობა არ შეიქმნება, სამინისტროები კი, სავარაუდოდ, გაერთიანდება
Sputnik საქართველო
ივლისის ბოლოს რეგიონული პოლიტიკის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის პოსტის შექმნა დაანონსდა, რა თანამდებობაც მამუკა მდინარაძეს უნდა დაეკავებინა, თუმცა მდინარაძემ... 31.08.2026-ს, Sputnik საქართველო
2026-08-31T12:29+0400
2026-08-31T12:29+0400
2026-08-31T12:29+0400
საქართველო
საქართველოს მთავრობა
პოლიტიკა საქართველოში
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07ea/06/10/299167246_0:67:1280:787_1920x0_80_0_0_8ade1cd7de0961136d9db1327c56a964.jpg
თბილისი, 31აგვისტო - Sputnik. რეგიონული პოლიტიკის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის თანამდებობა აღარ შეიქმნება, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროები კი, სავარაუდოდ, ისევ გაერთიანდება, განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებთან.29 ივლისს მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადეს, რომ საქართველოს მთავრობის სტრუქტურაში შეიქმნებოდა რეგიონული პოლიტიკის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის თანამდებობა, რომელსაც მამუკა მდინარაძე დაიკავებდა. სახელმწიფო მინისტრის თანამდებობის შექმნამდე მამუკა მდინარაძე რეგიონული განვითარების მინისტრის თანამდებობას იკავებდა. თუმცა, 27 აგვისტოს მამუკა მდინარაძემ რეგიონული განვითარების მინისტრის თანამდებობა დატოვა და პოლიტიკიდან წასვლის შესახებ განაცხადა.პაპუაშვილის განცხადებით, მთავრობა ახალი პოსტის შექმნის თაობაზე საკანონმდებლო ცვლილებებს პარლამენტიდან გაიწვევს და მის ნაცვლად, ახალ ცვლილებებს წარადგენს, რომელსაც პარლამენტი მომავალ სასესიო კვირაში განიხილავს.პარლამენტის სპიკერის თქმით, იმის გათვალისწინებით, რომ მამუკა მდინარაძე პოლიტიკიდან წავიდა, ახალი პოსტის შექმნის საჭიროება აღარ არსებობს.რაც შეეხება რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროებს, აღნიშნული უწყებები, რომლებიც წლების განმავლობაში ერთიან სამინისტროდ ფუნქციონირებდა, 2025 წლის აპრილში გაიყო, მიმდინარე წლის სექტემბერში კი რეგიონული განვითარების სამინისტროს მთლიანად გაუქმება იყო გადაწყვეტილი.მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლის გადაწყვეტილებას წინ უძღოდა ყოფილი პრემიერ-მინისტრის, მსჯავრდებული ირაკლი ღარიბაშვილის რამდენიმე წერილი. ერთ-ერთ მათგანში ღარიბაშვილმა ახსენა გზავნილი, რომელიც, მისი თქმით, 2026 წლის ივლისში მიიღო მდინარაძისგან, რომელსაც მმართველ პარტიაში გავლენიანი თანამდებობა ეკავა. წერილში ნათქვამი იყო, რომ ღარიბაშვილის წინააღმდეგ ახალი სისხლის სამართლის საქმე მზადდებოდა, რათა თავიდან აეცილებინათ მისი პოლიტიკაში დაბრუნება. თავად მდინარაძემ ღარიბაშვილის ბრალდებებს აბსურდული უწოდა.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2026
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07ea/06/10/299167246_72:0:1209:853_1920x0_80_0_0_290bfd09a8f1e37aae8e07f173f4f374.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, საქართველოს მთავრობა , პოლიტიკა საქართველოში, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე , ახალი ამბები
საქართველო, საქართველოს მთავრობა , პოლიტიკა საქართველოში, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე , ახალი ამბები
სახელმწიფო მინისტრის თანამდებობა არ შეიქმნება, სამინისტროები კი, სავარაუდოდ, გაერთიანდება
ივლისის ბოლოს რეგიონული პოლიტიკის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის პოსტის შექმნა დაანონსდა, რა თანამდებობაც მამუკა მდინარაძეს უნდა დაეკავებინა, თუმცა მდინარაძემ რამდენიმე დღის წინ პოლიტიკიდან წასვლის შესახებ განაცხადა.
თბილისი, 31აგვისტო - Sputnik. რეგიონული პოლიტიკის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის თანამდებობა აღარ შეიქმნება, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროები კი, სავარაუდოდ, ისევ გაერთიანდება, განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებთან.
29 ივლისს მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადეს, რომ საქართველოს მთავრობის სტრუქტურაში შეიქმნებოდა რეგიონული პოლიტიკის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის თანამდებობა, რომელსაც მამუკა მდინარაძე დაიკავებდა. სახელმწიფო მინისტრის თანამდებობის შექმნამდე მამუკა მდინარაძე რეგიონული განვითარების მინისტრის თანამდებობას იკავებდა. თუმცა, 27 აგვისტოს მამუკა მდინარაძემ რეგიონული განვითარების მინისტრის თანამდებობა დატოვა და პოლიტიკიდან წასვლის შესახებ განაცხადა.
პაპუაშვილის განცხადებით, მთავრობა ახალი პოსტის შექმნის თაობაზე საკანონმდებლო ცვლილებებს პარლამენტიდან გაიწვევს და მის ნაცვლად, ახალ ცვლილებებს წარადგენს, რომელსაც პარლამენტი მომავალ სასესიო კვირაში განიხილავს.
„რაც შეეხება მთავრობის სტრუქტურაში ცვლილებასთან დაკავშირებით პროექტს, ჩვენ ამ საკითხზე მომდევნო სასესიო კვირაში გვექნება მსჯელობა. სახელმწიფო მინისტრის ეს პოზიცია აღარ შეიქმნება. მსჯელობა მიდის და სავარაუდოდ, მოხდება რეგიონული განვითარების სამინისტროსა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს გაერთიანება”, - განაცხადა პაპუაშვილმა.
პარლამენტის სპიკერის თქმით, იმის გათვალისწინებით, რომ მამუკა მდინარაძე პოლიტიკიდან წავიდა, ახალი პოსტის შექმნის საჭიროება აღარ არსებობს.
რაც შეეხება რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროებს, აღნიშნული უწყებები, რომლებიც წლების განმავლობაში ერთიან სამინისტროდ ფუნქციონირებდა, 2025 წლის აპრილში გაიყო, მიმდინარე წლის სექტემბერში კი რეგიონული განვითარების სამინისტროს მთლიანად გაუქმება იყო გადაწყვეტილი.
მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლის გადაწყვეტილებას წინ უძღოდა ყოფილი პრემიერ-მინისტრის, მსჯავრდებული ირაკლი ღარიბაშვილის რამდენიმე წერილი. ერთ-ერთ მათგანში ღარიბაშვილმა ახსენა გზავნილი, რომელიც, მისი თქმით, 2026 წლის ივლისში მიიღო მდინარაძისგან, რომელსაც მმართველ პარტიაში გავლენიანი თანამდებობა ეკავა. წერილში ნათქვამი იყო, რომ ღარიბაშვილის წინააღმდეგ ახალი სისხლის სამართლის საქმე მზადდებოდა, რათა თავიდან აეცილებინათ მისი პოლიტიკაში დაბრუნება. თავად მდინარაძემ ღარიბაშვილის ბრალდებებს აბსურდული უწოდა.