https://sputnik-georgia.com/20260831/acharashi-amerikul-tetr-pepelas-ebrzvian-300369817.html
აჭარაში ამერიკულ თეთრ პეპელას ებრძვიან
აჭარაში ამერიკულ თეთრ პეპელას ებრძვიან
Sputnik საქართველო
სურსათის ეროვნული სააგენტო, სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, ამერიკული თეთრი პეპლის საწინააღმდეგოდ კომპლექსურ ღონისძიებებს სისტემატურად ახორციელებს. 31.08.2026-ს, Sputnik საქართველო
2026-08-31T16:00+0400
2026-08-31T16:00+0400
2026-08-31T16:00+0400
საქართველო
აჭარა
სურსათის ეროვნული სააგენტო
საზოგადოება
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24156/54/241565456_0:0:1826:1027_1920x0_80_0_0_4ae902fceb08430ab48961335670da2b.jpg
თბილისი, 31 აგვისტო - Sputnik. სურსათის ეროვნული სააგენტოს მცენარეთა დაცვის სპეციალისტებმა, მონიტორინგის შედეგების გათვალისწინებით, ქალაქ ბათუმში, იმ ტერიტორიებზე, სადაც ამერიკული თეთრი პეპლის გავრცელების კერები აღინიშნებოდა, მცენარეები სპეციალიზებული ტექნიკის გამოყენებით დაამუშავეს, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.ამერიკული თეთრი პეპელა (Hyphantria cunea) მსოფლიოს თითქმის ყველა ქვეყანაშია გავრცელებული. იგი საქართველოში პირველად 1976 წელს, იმერეთში დაფიქსირდა. მავნებელი აზიანებს 300-ზე მეტი სახეობის მცენარეს და სოფლის მეურნეობისათვის მნიშვნელოვანი ზიანის მიყენება შეუძლია. სურსათის ეროვნული სააგენტო, სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, ამერიკული თეთრი პეპლის საწინააღმდეგოდ კომპლექსურ ღონისძიებებს (მონიტორინგი, მცენარეული საფარის დამუშავება) სისტემატურად ახორციელებს. მავნებელი დასავლეთ და აღმოსავლეთ საქართველოში შეინიშნება. მიმდინარე წელს მთელი ქვეყნის მასშტაბით, უკვე დამუშავებულია 4000-მდე ჰექტარი ფართობი.„სააგენტოს მიერ გატარებული მასშტაბური ღონისძიებების შედეგად, ამერიკული თეთრი პეპლის პოპულაციის გავრცელების არეალი მინიმუმამდეა შემცირებული და გვხვდება მხოლოდ მოსახლეობის საკარმიდამო ნაკვეთებში ცალკეულ ხეებზე", - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.უწყებაში ასევე აღნიშნავენ, რომ მავნებლის ლოკალიზაციისა და ეფექტიანი ლიკვიდაციისთვის, აუცილებელია ადგილობრივი მოსახლეობის აქტიური ჩართულობა. სააგენტო მოუწოდებს მოქალაქეებს, საკუთრებაში არსებულ ფართობებზე განახორციელონ ბრძოლის მექანიკური ღონისძიებები: აგროტექნიკური წესების დაცვით, მექანიკური გზით მოჭრან მავნებლით დაზიანებული ტოტები. მავნებლის შემდგომი გავრცელების თავიდან ასაცილებლად, დაუყოვნებლივ დაწვან მოჭრილი მასა.
საქართველო
აჭარა
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2026
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24156/54/241565456_228:0:1597:1027_1920x0_80_0_0_f059fa1ed0c2660e91b05c6d64ddf681.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, აჭარა , სურსათის ეროვნული სააგენტო, საზოგადოება, ახალი ამბები
საქართველო, აჭარა , სურსათის ეროვნული სააგენტო, საზოგადოება, ახალი ამბები
აჭარაში ამერიკულ თეთრ პეპელას ებრძვიან
სურსათის ეროვნული სააგენტო, სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, ამერიკული თეთრი პეპლის საწინააღმდეგოდ კომპლექსურ ღონისძიებებს სისტემატურად ახორციელებს.
თბილისი, 31 აგვისტო - Sputnik. სურსათის ეროვნული სააგენტოს მცენარეთა დაცვის სპეციალისტებმა, მონიტორინგის შედეგების გათვალისწინებით, ქალაქ ბათუმში, იმ ტერიტორიებზე, სადაც ამერიკული თეთრი პეპლის გავრცელების კერები აღინიშნებოდა, მცენარეები სპეციალიზებული ტექნიკის გამოყენებით დაამუშავეს, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
ამერიკული თეთრი პეპელა (Hyphantria cunea) მსოფლიოს თითქმის ყველა ქვეყანაშია გავრცელებული. იგი საქართველოში პირველად 1976 წელს, იმერეთში დაფიქსირდა. მავნებელი აზიანებს 300-ზე მეტი სახეობის მცენარეს და სოფლის მეურნეობისათვის მნიშვნელოვანი ზიანის მიყენება შეუძლია.
„წამლობა მავნებლის გავრცელების კერებში, ბიოლოგიური ინსექტიციდის (მოქმედი ნივთიერება Bacillus thuringiensis) გამოყენებით და უსაფრთხოების წესების სრული დაცვით ჩატარდა“, -აღნიშულია ინფორმაციაში.
სურსათის ეროვნული სააგენტო, სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, ამერიკული თეთრი პეპლის საწინააღმდეგოდ კომპლექსურ ღონისძიებებს (მონიტორინგი, მცენარეული საფარის დამუშავება) სისტემატურად ახორციელებს. მავნებელი დასავლეთ და აღმოსავლეთ საქართველოში შეინიშნება. მიმდინარე წელს მთელი ქვეყნის მასშტაბით, უკვე დამუშავებულია 4000-მდე ჰექტარი ფართობი.
„სააგენტოს მიერ გატარებული მასშტაბური ღონისძიებების შედეგად, ამერიკული თეთრი პეპლის პოპულაციის გავრცელების არეალი მინიმუმამდეა შემცირებული და გვხვდება მხოლოდ მოსახლეობის საკარმიდამო ნაკვეთებში ცალკეულ ხეებზე", - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.
უწყებაში ასევე აღნიშნავენ, რომ მავნებლის ლოკალიზაციისა და ეფექტიანი ლიკვიდაციისთვის, აუცილებელია ადგილობრივი მოსახლეობის აქტიური ჩართულობა. სააგენტო მოუწოდებს მოქალაქეებს, საკუთრებაში არსებულ ფართობებზე განახორციელონ ბრძოლის მექანიკური ღონისძიებები: აგროტექნიკური წესების დაცვით, მექანიკური გზით მოჭრან მავნებლით დაზიანებული ტოტები. მავნებლის შემდგომი გავრცელების თავიდან ასაცილებლად, დაუყოვნებლივ დაწვან მოჭრილი მასა.