უგზოუკვლოდ დაკარგული პირები: შინაგან საქმეთა სამინისტროს სტატისტიკა – ვიდეო

გამოწერა
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს 2026 წლის 1-ელი ივლისის მონაცემებით, წინა წლებისა და 1973 წლიდან დაგროვილი სტატისტიკის გათვალისწინებით, ქვეყანაში უგზოუკვლოდ დაკარგულად 1.017 ადამიანი ითვლება.
დაკარგულთა უმრავლესობა საქართველოს მოქალაქეები არიან (დაახლოებით 98%) -
ძირითადად მამაკაცები. მხოლოდ მიმდინარე წლის პირველ ექვს თვეში საქართველოში 16 ადამიანი დაიკარგა.
1-ელი იანვრიდან ძებნა გამოცხადდა 41 ადამიანზე, აქედან ცოცხალი 25 იპოვეს, მათ შორის ოთხი უცხოელი, ერთი ადამიანი გარდაცვლილი იპოვეს. დაკარგულთა ყველაზე დიდი რაოდენობა თბილისში, ასევე იმერეთის და შიდა ქართლის რეგიონებში.
ყველა ახალი ამბავი
0