მეორე შანსი: თითქმის 2 ათასი აბიტურიენტი უნივერსიტეტში ჩაბარებას განმეორებით შეძლებს

© National Assessment and Examinations Centerერთიანი ეროვნული გამოცდები საქართველოში
ერთიანი ეროვნული გამოცდები საქართველოში - Sputnik საქართველო, 1920, 30.08.2026
გამოწერა
უახლოეს დღეებში გამოცხადდება რეგისტრაცია სახელმწიფო და კერძო უმაღლეს და პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებებში დარჩენილ ვაკანტურ ადგილებზე
თბილისი, 30 აგვისტო — Sputnik. პრემიერ-მინიტრ ირაკლი კობახიძის განკარგულებით, 1795 აბიტურიენტს ე.წ. მეორადი ჩარიცხვის შესაძლებლობა მიეცემათ, განაცხადა განათლების მინისტრმა გივი მიქანაძემ.
პროგრამის არასწორი არჩევანის და მაღალი კონკურსის გამო 1795 აბიტურიენტი, რომლებმაც გამოცდები წარმატებით ჩააბარეს და მინიმალური კომპეტენციის ზღვარი გადალახეს, უმაღლესებში მაინც ვერ ჩაირიცხნენ.
„საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის ინიციატივით, 1795 აბიტურიენტს, რომლებმაც ერთიან ეროვნულ გამოცდებზე განსაზღვრული მინიმალური კომპეტენციის ზღვარი გადალახეს, ე.წ. მეორადი ჩარიცხვის შესაძლებლობას ვაძლევთ“, - განაცხადა მიქანაძემ.
მინისტრის თქმით, ეს გადაწყვეტილება საგამონაკლისო წესით, ერთჯერად იქნა მიღებული.
მისივე თქმით, უახლოეს დღეებში გამოცხადდება რეგისტრაცია სახელმწიფო და კერძო უმაღლეს და პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებებში დარჩენილ ვაკანტურ ადგილებზე, რის შემდეგაც აბიტურიენტებს, რომლებმაც ეროვნულ გამოცდებზე გადალახეს მინიმალური ზღვარი, მიეცემათ შესაძლებლობა დარეგისტრირდნენ აღნიშნულ პროგრამებზე.
„თითოეული ახალგაზრდისთვის ხარისხიან განათლებაზე ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა ჩვენი უმთავრესი მიზანია. სწორედ ამას ემსახურება უმაღლესი განათლების რეფორმის ფარგლებში განხორციელებული უპრეცედენტო გადაწყვეტილებები“, - განაცხადა მიქანაძემ.
როგორც მინისტრმა აღნიშნა, სახელმწიფო კვლავ გააგრძელებს მნიშვნელოვანი ნაბიჯების გადადგმას განათლების ხარისხისა და ხელმისაწვდომობის გაუმჯობესების მიმართულებით.
მიმდინარე სასწავლო წელს სახელმწიფო სრულად დააფინანსებს თითოეულ სტუდენტის სწავლის საფასურს, რომელიც სახელმწიფო უნივერსიტეტში ჩაირიცხა.
2026 წელს ერთიან ეროვნულ გამოცდებზე გამოცხადდა 39.689 აბიტურიენტი.
აქედან:
3.744-მა აბიტურიენტმა ერთ ან რამდენიმე საგანში ვერ გადალახა მინიმალური კომპეტენციის ზღვარი,
1.795 ვერ ჩაირიცხა მაღალი კონკურსის გამო,
17862-მა აბიტურიენტმა ჩააბარა საბაკალავრო პროგრამებზე სახელმწიფო უნივერსიტეტებში,
1322-მა - პროფესიულ პროგრამებზე სახელმწიფო პროფესიულ სასწავლებლებში,
1495-მა - ქართულ ენაში მომზადების სახელმწიფო პროგრამაზე.
დანარჩენები ჩაირიცხნენ კერძო უმაღლესებში და სწავლის საფასურის გადახდა მოუწევთ.
ყველა ახალი ამბავი
0