https://sputnik-georgia.com/20260830/daur-buavas-gardacvalebis-saqme-tbilissi-kidev-ori-piri-daakaves-300357460.html
დაურ ბუავას გარდაცვალების საქმე: თბილისში კიდევ ორი პირი დააკავეს
დაურ ბუავას გარდაცვალების საქმე: თბილისში კიდევ ორი პირი დააკავეს
Sputnik საქართველო
გამოძიების ინფორმაციით, ორივე დაკავებულს დაურ ბუავასთან და მის მეგობარ ქალთან, რომელიც პოლიციამ გუშინ დააკავა, ნაცნობობა აკავშირებდა. 30.08.2026-ს, Sputnik საქართველო
2026-08-30T12:49+0400
2026-08-30T12:49+0400
2026-08-30T12:50+0400
ახალი ამბები
საქართველო
შემთხვევები საქართველოში
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო
თბილისი დღეს
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/02/08/250824813_0:45:2501:1451_1920x0_80_0_0_9405d8e8b09b017a80f102021def2027.jpg
თბილისი, 30 აგვისტო — Sputnik. თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვაკე-საბურთალოს მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, დაურ ბუავას გარდაცვალების ფაქტზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში გამოკვეთილი გარემოებებიდან გამომდინარე, თბილისში მდებარე ორ საცხოვრებელ სახლში ჩხრეკა ჩაატარეს და ნარკოტიკული საშუალების შეძენა-შენახვის ბრალდებით ორი პირი დააკავეს, ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.ცნობილი აფხაზი ბლოგერი, 32 წლის დაურ ბუავა გარდაცვლილი ნაქირავებ ბინაში 28 აგვისტოს ნახეს.ჩატარებული ჩხრეკის შედეგად, ნივთმტკიცების სახით ამოღებულია 10 შეკვრად დაფასოებული სხვადასხვა სახის ნარკოტიკული საშუალება - ,,მარიხუანა" და ,,მეთადონი".სისხლის სამართლის საქმეზე მიმდინარე გამოძიებით, მათ შორის გამოკითხვებით დასტურდება, რომ ორივე დაკავებულს დაურ ბუავასთან და მის მეგობარ ქალთან, რომელიც პოლიციამ გუშინ დააკავა, ნაცნობობა აკავშირებდა.გამოძიების ფარგლებში, ასევე დგინდება, რომ ნარკოდანაშაულის ბრალდებით დაკავებულმა ერთ-ერთმა პირმა ბუავას მეგობარ ქალს ნარკოტიკული საშუალება უსასყიდლოდ გადასცა. აღნიშნული ნარკოტიკული საშუალება მან დაურ ბუავასთან ერთად მოიხმარა, შემდეგ კი იგი სიცოცხლისთვის საშიშ მდგომარეობაში დატოვა ისე, რომ დასახმარებლად არავისთვის მიუმართავს.სამართალდამცველებმა დაურ ბუავას საქმეზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, უცხო ქვეყნის მოქალაქე 29 აგვისტოს განსაცდელში მიტოვების ბრალდებით დააკავეს.სისხლის სამართლის საქმეზე შესაბამისი საგამოძიებო მოქმედებები გრძელდება.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2026
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/02/08/250824813_119:0:2344:1669_1920x0_80_0_0_3494d514a5d1d78ccbe18731f0967818.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, შემთხვევები საქართველოში, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო , თბილისი დღეს
ახალი ამბები, საქართველო, შემთხვევები საქართველოში, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო , თბილისი დღეს
დაურ ბუავას გარდაცვალების საქმე: თბილისში კიდევ ორი პირი დააკავეს
12:49 30.08.2026 (განახლებულია: 12:50 30.08.2026) გამოძიების ინფორმაციით, ორივე დაკავებულს დაურ ბუავასთან და მის მეგობარ ქალთან, რომელიც პოლიციამ გუშინ დააკავა, ნაცნობობა აკავშირებდა.
თბილისი, 30 აგვისტო — Sputnik. თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვაკე-საბურთალოს მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, დაურ ბუავას გარდაცვალების ფაქტზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში გამოკვეთილი გარემოებებიდან გამომდინარე, თბილისში მდებარე ორ საცხოვრებელ სახლში ჩხრეკა ჩაატარეს და ნარკოტიკული საშუალების შეძენა-შენახვის ბრალდებით ორი პირი დააკავეს, ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
ცნობილი აფხაზი ბლოგერი, 32 წლის დაურ ბუავა გარდაცვლილი ნაქირავებ ბინაში 28 აგვისტოს ნახეს.
ჩატარებული ჩხრეკის შედეგად, ნივთმტკიცების სახით ამოღებულია 10 შეკვრად დაფასოებული სხვადასხვა სახის ნარკოტიკული საშუალება - ,,მარიხუანა" და ,,მეთადონი".
სისხლის სამართლის საქმეზე მიმდინარე გამოძიებით, მათ შორის გამოკითხვებით დასტურდება, რომ ორივე დაკავებულს დაურ ბუავასთან და მის მეგობარ ქალთან, რომელიც პოლიციამ გუშინ დააკავა, ნაცნობობა აკავშირებდა.
გამოძიების ფარგლებში, ასევე დგინდება, რომ ნარკოდანაშაულის ბრალდებით დაკავებულმა ერთ-ერთმა პირმა ბუავას მეგობარ ქალს ნარკოტიკული საშუალება უსასყიდლოდ გადასცა. აღნიშნული ნარკოტიკული საშუალება მან დაურ ბუავასთან ერთად მოიხმარა, შემდეგ კი იგი სიცოცხლისთვის საშიშ მდგომარეობაში დატოვა ისე, რომ დასახმარებლად არავისთვის მიუმართავს.
სამართალდამცველებმა დაურ ბუავას საქმეზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, უცხო ქვეყნის მოქალაქე 29 აგვისტოს განსაცდელში მიტოვების ბრალდებით დააკავეს.
სისხლის სამართლის საქმეზე შესაბამისი საგამოძიებო მოქმედებები გრძელდება.