მსოფლიო დღეს
მსოფლიოში მიმდინარე უახლესი ახალი ამბები, მსოფლიოს წინაშე მდგარი გამოწვევები, აქტუალური თემები, მიმოხილვა და ანალიზი იხილეთ Sputnik საქართველოს ვებგვერდზე.

ნეპალში წყალდიდობის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 626-მდე გაიზარდა

© AP Photo / Niranjan Shresthaსაზარელი მეწყერი ნეპალში
საზარელი მეწყერი ნეპალში - Sputnik საქართველო, 1920, 29.08.2026
გამოწერა
ნეპალის ხელისუფლების ინფორმაციით, დაკარგულთა რაოდენობა 2426-მდე გაიზარდა, მათ შორის დაკარგულია 517 უცხოელი.
თბილისი, 29 აგვისტო — Sputnik. ნეპალის ჩრდილოეთით წყალდიდობის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 626-მდე გაიზარდა, იუწყება ნეპალის კატასტროფების რისკის შემცირებისა და მართვის ეროვნული სამმართველო.
დაკარგულთა რაოდენობა 2426-მდე გაიზარდა, მათ შორის დაკარგულია 517 უცხოელი.
ადრე ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ დაკარგულთა შორის არიან რუსეთის, ბელარუსის მოქალაქეები.
ჩინური მედიის ინფორმაციით, ტიბეტში სტიქიამ 7 ადამიანი იმსხვერპლა, ხოლო მაშველები 554 ადამიანს ეძებენ.
26 აგვისტოს, ჩინეთისა და ნეპალის საზღვარზე, ტიბეტის ავტონომიურ რეგიონში, ძლიერი მეწყერი ჩამოწვა, რის შედეგადაც ნეპალის მხარეს, მდინარე ბჰოტე კოშიში წყლის უზარმაზარი მასა ჩაიღვარა.
პარასკევს გავრცელდა ინფორმაცია ნეპალში მეწყრის შედეგად წარმოქმნილი ტბის ნაპირების გარღვევის შესახებ: მდინარის წყლის დონე კვლავ იმატებს და ყველა სამაშველო ოპერაცია შეჩერებულია. ხელისუფლება განმეორებითი მეწყერის მოლოდინშია.
ყველა ახალი ამბავი
0