„კრედო“ ბანკის თანამშრომლებსა და კლიენტს შორის ხელჩართული ჩხუბი მოხდა - დაიწყო გამოძიება

© photo: Sputnik / Stringerსაპატრულო პოლიცია
საპატრულო პოლიცია - Sputnik საქართველო, 1920, 29.08.2026
გამოწერა
დაზარალებულის თქმით, სესხის პროცენტის არგადახდის გამო კონფლიქტი თავდაპირველად სიტყვიერ დაპირისპირებაში, შემდეგ კი ბანკის თანამშრომლებთან ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა.
თბილისი, 29 აგვისტო - Sputnik. Credo Bank-ის თანამშრომლებსა და კლიენტს შორის ჩხუბი სისხლის სამართლის საქმის აღძვრით დასრულდა, იუწყება ქართული მედია.
შემთხვევა რამდენიმე დღის წინ მოხდა. შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სსკ-ის 126-ე მუხლით დაიწყო, რაც ძალადობას გულისხმობს.
მოქალაქის განცხადებით, ბანკის თანამშრომლებმა მენეჯერის კაბინეტში მასზე ფიზიკურად იძალადეს. მომხმარებლის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, მას სესხის თანხის გადახდა დაავიწყდა, რასთან დაკავშირებითაც თავდაპირველად „კრედო ბანკის“ კრედიტ-ოფიცერს ტელეფონზე ესაუბრა, უხეში საუბრის შემდეგ კი ბანკის ფილიალში თავად მივიდა.
მისივე ინფორმაციით, ბანკში მისულს კრედიტ-ოფიცერმა სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა, რასაც თავად გინებით უპასუხა, შემდეგ კი სიტყვიერი დაპირისპირება ფიზიკურში გადაიზარდა. მომხმარებლის თქმით, მას თავს დაესხნენ ბანკის სხვა თანამშრომლებიც, შემდეგ კლიენტების თვალწინ ათრიეს და ქუჩაში გააგდეს.
ბანკში განაცხადეს, რომ მიმდინარეობს შემთხვევის დეტალური გადამოწმება, ვინაიდან მოკვლევა ჯერ არ დასრულებულა, შეფასებების გაკეთება ნაადრევია. „ბანკის მთავარი პრიორიტეტი როგორც მომხმარებლების, ისე თანამშრომლების უსაფრთხოებისა და ღირსების დაცვაა“, - ნათქვამია „კრედოს“ განცხადებაში.
მათი თქმით, ფაქტობრივი გარემოებების დადგენის შემდეგ, ბანკი მიიღებს შესაბამის გადაწყვეტილებას მოქმედი პროცედურებისა და კანონმდებლობის სრული დაცვით.
ყველა ახალი ამბავი
0