პოლიციამ თბილისში დიდი ოდენობით ნარკოტიკი ამოიღო: დაკავებულია ნარკორეალიზატორი

© photo: Sputnik / Alexander Imedashviliშსს-ს შენობა
შსს-ს შენობა - Sputnik საქართველო, 1920, 28.08.2026
გამოწერა
დაკავებულს 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.
თბილისი, 28 აგვისტო - Sputnik. პოლიციამ თბილისში განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების არაერთგზის უკანონო შეძენა-შენახვისა და რეალიზაციის ხელშეწყობის ბრალდებით ერთი პირი დააკავა, იუწყება შინაგან საქმეთა სამინისტრო.
არსებული ინფორმაციით, ბრალდებულის პირადი და საცხოვრებელი ბინის ჩხრეკის შედეგად, ასევე, საგამოძიებო ექსპერიმენტის დროს მის მიერ მითითებული ადგილებიდან ნივთმტკიცებად ამოიღეს სარეალიზაციოდ გამზადებული, 23 შეკვრად დაფასოებული ნარკოტიკული საშუალებები, მათ შორის განსაკუთრებით დიდი ოდენობით „მეთადონი“ და დიდი ოდენობით „ალფა პვპ“.
პოლიციის მიერ ასევე ამოღებულია ნარკოტიკული საშუალებების დაფასოებისთვის საჭირო მასალები.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე და 260-ე კვარტა მუხლებით მიმდინარეობს, რაც 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
ყველა ახალი ამბავი
0