კობახიძე: სტაჟირების პროგრამა ახალგაზრდებს საჯარო სამსახურში კარიერის დაწყებაში დაეხმარება

© Courtesy of Irakli Kobakhidzeირაკლი კობახიძე
ირაკლი კობახიძე - Sputnik საქართველო, 1920, 28.08.2026
გამოწერა
1-დან 10 სექტემბრამდე საქართველოში დაახლოებით 3000 ანაზღაურებად სტაჟირების პოზიციაზე განაცხადების მიღება გაიხსნება
თბილისი, 28 აგვისტო - Sputnik. ანაზღაურებადი სტაჟირების პროგრამა საჯარო სამსახურში კვალიფიციური კადრების მოსაზიდად მნიშვნელოვანი ინსტრუმენტია, განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ.
მისი თქმით, მთავრობა დაინტერესებულია მაქსიმალურად წაახალისოს ახალგაზრდებისა და კურსდამთავრებულების დასაქმება, მათ შორის საჯარო სექტორში.
„ჩვენ გვჭირდება მუდმივად განახლება კვალიფიციური რესურსის საჯარო სამსახურში და ამ კუთხით სტაჟირების პროგრამა არის ძალიან მნიშვნელოვანი ინსტრუმენტი“, - განუცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს.
როგორც პრემიერმა აღნიშნა, ეს პროგრამა რამდენიმე წელია მოქმედებს. თავიდან დაიწყო საპილოტე რეჟიმში და ახლა ის წარმატებით გრძელდება.
„დარწმუნებული ვარ, ეს პროგრამა ძალიან ბევრ ახალგაზრდა კურსდამთავრებულს მისცემს იმის საშუალებას, რომ წარმატებით დაიწყოს კარიერა და განავითაროს საკუთარი კარიერა საჯარო სამსახურში“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
საჯარო დაწესებულებებში, ასევე, საჯარო დაწესებულებების სისტემაში შემავალ საჯარო და კერძო სამართლის იურიდიულ პირებში ანაზღაურებადი სტაჟირება 2026 წლის 1 ოქტომბრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით იქნება შესაძლებელი.
სტაჟიორის კონკურსზე განაცხადის წარდგენა 2026 წლის 1 სექტემბრიდან 2026 წლის 10 სექტემბრის ჩათვლით პერიოდში იქნება შესაძლებელი, სტაჟირებაზე განაცხადის წარდგენა განხორციელდება საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის მიერ ადმინისტრირებულ ვებგვერდზე.
სტაჟირების გავლა შეეძლება პირს, თუ ის სწავლობს უმაღლესი განათლების პირველ საფეხურზე (დამამთავრებელი სასწავლო წლის შემთხვევაში) ან მეორე საფეხურზე ან დასრულებული აქვს უმაღლესი განათლების პირველი ან მე-2 საფეხური 2025-2026 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრში.
სახელმწიფო უწყებებში სტაჟირების პროგრამის ინიციატორია საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე. მისი თქმით, ეს ახალგაზრდებს დასაქმების უნიკალურ შესაძლებლობას მისცემს. პროგრამა 2024 წლიდან მოქმედებს.
ყველა ახალი ამბავი
0