გამოცდა ჩააბარა მაგრამ ვერ ჩაირიცხა - რა მოხდა

© courtesy of NAEC Georgiaერთიანი ეროვნული გამოცდები
ერთიანი ეროვნული გამოცდები - Sputnik საქართველო, 1920, 28.08.2026
გამოწერა
გამოცდების ცენტრში აბიტურიენტებს სამომავლოდ ურჩიეს, განაცხადში მიუთითონ მეტი უნივერსიტეტი და პროგრამა, რათა ჩარიცხვის შანსები გაეზარდოთ
თბილისი, 28 აგვისტო — Sputnik. პროგრამების არასწორი შერჩევისა და მაღალი კონკურსის გამო, 1795 აბიტურიენტი, რომლებმაც გამოცდები წარმატებით ჩააბარეს, ვერ ჩაირიცხნენ უნივერსიტეტებში, ნათქვამია გამოცდებისა და შეფასების ეროვნული ცენტრის განცხადებაში.
საქართველოში აბიტურიენტები არ აბარებენ კონკრეტულ უნივერსიტეტში. რეგისტრაციისას ისინი ირჩევენ სასურველ სპეციალობას და მიუთითებენ რამდენიმე უნივერსიტეტს, სადაც ამ პროგრამის გავლა სურთ. გამოცდების შედეგების საფუძველზე, აბიტურიენტები ირიცხებიან მათ მიერ არჩეულ ერთ-ერთ უნივერსიტეტში.
შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის მონაცემებით, 1.795 აბიტურიენტმა გადალახა მინიმალური კომპეტენციის ზღვარი, თუმცა ვერ ჩაირიცხა ვერცერთ საგანმანათლებლო პროგრამაზე, რადგან აირჩია მხოლოდ ერთი, ორი ან რამდენიმე პროგრამა, რომელზე ჩარიცხვისათვისაც მიღებული ქულები არ აღმოჩნდა საკმარისი, მის მიერ შერჩეულ პროგრამებზე მაღალი კონკურსის გამო.
2026 წელს ერთიან ეროვნულ გამოცდებზე გამოცხადდა 39.689 აბიტურიენტი.
აქედან:
3.744-მა აბიტურიენტმა ერთ ან რამდენიმე საგანში ვერ გადალახა მინიმალური კომპეტენციის ზღვარი,
1.795 ვერ ჩაირიცხა მაღალი კონკურსის გამო,
17862-მა აბიტურიენტმა ჩააბარა საბაკალავრო პროგრამებზე სახელმწიფო უნივერსიტეტებში,
1322-მა - პროფესიულ პროგრამებზე სახელმწიფო პროფესიულ სასწავლებლებში,
1495-მა - ქართულ ენაში მომზადების სახელმწიფო პროგრამაზე.
დანარჩენები ჩაირიცხნენ კერძო უმაღლესებში და სწავლის საფასურის გადახდა მოუწევთ.
NAEC-ის რეკომენდაციაა, რომ აბიტურიენტებმა ეროვნულ გამოცდებზე მიღებული ქულების გათვალისწინებით მიიღონ გადაწყვეტილება – როდესაც მათი შედეგები, კონკრეტულ პროგრამაზე არსებული კონკურსის გამო, არასაკმარისია ჩარიცხვისთვის, მათ უნდა მიუთითონ სხვა პროგრამები, რაც ზრდის ჩარიცხვის შანსებს.
ეს შეიძლება გაკეთდეს აპელაციის ფარგლებში, და აბიტურიენტს შეუძლია აირჩიოს არა მხოლოდ სხვა უნივერსიტეტი, არამედ სხვა სპეციალობა, რომელიც შეესაბამება მის მიერ ჩაბარებულ გამოცდებს.
ყველა ახალი ამბავი
0