ხელყუმბარა, ტროტილი, ავტომატები - პოლიციამ თბილისში ცეცხლსასროლი იარაღები ამოიღო

© photo: Sputnik / Stringerშსს-ს შენობა
შსს-ს შენობა - Sputnik საქართველო, 1920, 27.08.2026
გამოწერა
მამაკაცს ბრალის დამტკიცების შემთხვევაში 7 წლამდე პატიმრობა ემუქრება.
თბილისი, 27 აგვისტო — Sputnik. პოლიციამ თბილისში ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის, ასევე, ფეთქებადი ნივთიერების მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის ბრალდებით ერთი პირი დააკავა, იუწყება შინაგან საქმეთა სამინისტრო.
სამართალდამცველებმა ბრალდებულის საცხოვრებელი სახლის ჩხრეკის შედეგად, ნივთმტკიცებად ამოიღეს სხვადასხვა მოდელის უკანონო ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა, მათ შორის: ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი, სხვადასხვა მოდელის ოთხი პისტოლეტი, რევოლვერი, სანადირო თოფი, მცირე კალიბრის ორი შაშხანა.
ამოღებულია ასევე ფეთქებადი ნივთიერება ტროტილი, ხელყუმბარა, ცეცხლსასროლი იარაღისთვის განკუთვნილი სამი ე.წ. მაყუჩი, ასევე, სხვადასხვა კალიბრის საბრძოლო ვაზნები და მჭიდები.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის პირველი და მესამე ნაწილებით მიმდინარეობს, რაც 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
ყველა ახალი ამბავი
0