https://sputnik-georgia.com/20260827/urtiertobebi-dazabulobis-fonze-germaniis-axalma-elcma-saqartvelosi-musaobas-seudga-300319739.html
ურთიერთობები დაძაბულობის ფონზე: გერმანიის ახალი ელჩი საქართველოში მუშაობას შეუდგა
ურთიერთობები დაძაბულობის ფონზე: გერმანიის ახალი ელჩი საქართველოში მუშაობას შეუდგა
Sputnik საქართველო
თბილისსა და ბერლინს შორის არსებული დაძაბულობის ფონზე, ბარბარა ფოსმა პიტერ ფიშერი შეცვალა. 27.08.2026-ს, Sputnik საქართველო
2026-08-27T15:26+0400
2026-08-27T15:26+0400
2026-08-27T15:26+0400
ახალი ამბები
საქართველო
საქართველოს საგარეო პოლიტიკა
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო
გერმანია
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07ea/08/1b/300317814_0:0:2048:1153_1920x0_80_0_0_bde0cc9b50533392bda14444188e809c.jpg
თბილისი, 27 აგვისტო - Sputnik. საქართველოში გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ახლადდანიშნულმა ელჩმა, ბარბარა ფოსმა, რწმუნებათა სიგელების ასლები გადასცა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს დიპლომატიური პროტოკოლის დირექტორატის დირექტორს, ზურაბ დარჩიაშვილს, ნათქვამია საგარეოპოლიტიკური უწყების ვებგვერდზე.ცერემონია თბილისში 26 აგვისტოს შედგა. ზურაბ დარჩიაშვილმა ელჩს თანამდებობაზე დანიშვნა მიულოცა და წარმატებები უსურვა მომავალ საქმიანობაში.გერმანიამ ბარბარა ფოსი საქართველოში ახალ ელჩად 2026 წლის აგვისტოში დანიშნა. ბარბარა ფოსმა გერმანიის ელჩის თანამდებობაზე პეტერ ფიშერი შეცვალა, რომელიც ამ თანამდებობას 2022 წლიდან იკავებდა და დიპლომატიური მისია 2026 წლის ივნისში დაასრულა.დანიშვნისთანავე ფოსმა განაცხადა, რომ არსებული დაძაბულობა ართულებს გერმანიისა და ევროკავშირის ურთიერთობას საქართველოსთან; მიუხედავად ამისა, გერმანიის აქტიური მხარდაჭერა ქვეყნის დემოკრატიული და პროევროპული კურსის მიმართ ურყევი რჩება.გერმანელი დიპლომატი და „ქართული ოცნება“ბოლო პერიოდში ურთიერთობები საქართველოსა და გერმანიას შორის საკმაოდ გართულდა. საქართველოს ხელისუფლებამ გერმანიის ელჩი, პეტერ ფიშერი, არაერთხელ დაადანაშაულა ქვეყნის შიდა საქმეებში ჩარევაში, ექსტრემიზმისა და რადიკალიზმის მხარდაჭერასა და წახალისებაში.ამის ფონზე, გერმანიის მთავრობა და საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობა ყოველთვის მხარს უჭერდნენ საკუთარ დიპლომატს.2025 წლის ოქტომბერში გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტრომ საქართველოში გერმანიის ელჩი პეტერ ფიშერი კონსულტაციებისთვის დაიბარა, ხოლო პარტიამ „ალტერნატივა გერმანიისთვის“ ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტროს კითხვებით მიმართა. ამას წინ უძღოდა ფიშერის დაბარება საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში, სადაც მას განემარტა, რომ ვენის კონვენციის თანახმად, დიპლომატიური მისიის თანამშრომელი ვალდებულია პატივი სცეს ადგილსამყოფელი სახელმწიფოს კანონებსა და რეგულაციებს, ამასთან, აქვს ვალდებულება, არ ჩაერიოს მასპინძელი სახელმწიფოს შიდა საქმეებში.საქართველო და გერმანიაჯერ კიდევ 2024 წლის ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებამდე, გერმანიის ბუნდესტაგმა მხარი დაუჭირა რეზოლუციას "საქართველოს ევროპული მომავლისთვის". დოკუმენტში აღნიშნულია, რომ "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონის მიღების პირობებში საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესში შემდგომი პროგრესი ვერ იქნება.გერმანიის მმართველი პარტიების დეპუტატებმა ასევე მოითხოვეს სექსუალური უმცირესობების უფლებების შემზღუდავი კანონების გაუქმება, რაც საქართველოს ევროინტეგრაციის შემდგომი პროგრესისთვის აუცილებელ პირობად მიიჩნიეს.2024 წლის დეკემბრის დასაწყისში გერმანიის ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების სამინისტრომ ორმხრივი თანამშრომლობის გადახედვის დაწყება გამოაცხადა და აღნიშნა, რომ ბერლინი არ განახორციელებდა ახალ პროექტებს და არ დადებდა სასესხო ხელშეკრულებებს საქართველოსთან.გასული წლის დეკემბრის ბოლოს საქართველოში გერმანიის ელჩმა პიტერ ფიშერმა განაცხადა, რომ ევროინტეგრაციის გზიდან გადახვევისა და პროევროპული პროტესტის ჩახშობის საპასუხოდ გერმანიამ საქართველოსთან 237 მლნ ევროს ღირებულების პროექტები შეაჩერა.2024 წლის 31 დეკემბერს კი გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა განცხადება, რომ საქართველოს ცხრა მოქალაქეს, რომლებიც "პასუხისმგებელი არიან საქართველოში მომიტინგეებისა და ოპოზიციის წარმომადგენლების მიმართ ძალადობაზე", ქვეყანაში შესვლა აუკრძალა. უწყებაში აღნიშნეს, რომ მშვიდობიანი პროტესტის უფლება ადამიანის ერთ-ერთი უნივერსალური უფლებაა და „ჩვენი მოვალეობაა მისი დაცვა“.გარდა ამისა, 2025 წლის თებერვალში გერმანიის განათლებისა და კვლევის ფედერალურმა სამინისტრომ გერმანულ-ქართული სამეცნიერო თანამშრომლობის განვითარება შეაჩერა. 2025 წლის მარტში გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტრომ დამატებითი აკრძალვები დააწესა იმ ქართველი ოფიციალური პირების ქვეყანაში შესვლაზე, რომლებიც საპროტესტო აქციების "ჩახშობაზე არიან პასუხისმგებლები".
საქართველო
გერმანია
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2026
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07ea/08/1b/300317814_208:158:1819:1366_1920x0_80_0_0_1f50bd83fccd2c8f05e293c987d0125d.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, საქართველოს საგარეო პოლიტიკა, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო , გერმანია
ახალი ამბები, საქართველო, საქართველოს საგარეო პოლიტიკა, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო , გერმანია
ურთიერთობები დაძაბულობის ფონზე: გერმანიის ახალი ელჩი საქართველოში მუშაობას შეუდგა
თბილისსა და ბერლინს შორის არსებული დაძაბულობის ფონზე, ბარბარა ფოსმა პიტერ ფიშერი შეცვალა.
თბილისი, 27 აგვისტო - Sputnik. საქართველოში გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ახლადდანიშნულმა ელჩმა, ბარბარა ფოსმა, რწმუნებათა სიგელების ასლები გადასცა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს დიპლომატიური პროტოკოლის დირექტორატის დირექტორს, ზურაბ დარჩიაშვილს, ნათქვამია საგარეოპოლიტიკური უწყების ვებგვერდზე.
ცერემონია თბილისში 26 აგვისტოს შედგა. ზურაბ დარჩიაშვილმა ელჩს თანამდებობაზე დანიშვნა მიულოცა და წარმატებები უსურვა მომავალ საქმიანობაში.
„ასლების გადაცემის ცერემონიის ფარგლებში გამართულ შეხვედრაზე, მხარეებმა ხაზი გაუსვეს საქართველოსა და გერმანიას შორის არსებული ურთიერთობების მნიშვნელობას და დაადასტურეს მათი გაღრმავების მზაობა“, - ნათქვამია სამინისტროს განცხადებაში.
გერმანიამ ბარბარა ფოსი საქართველოში ახალ ელჩად 2026 წლის აგვისტოში დანიშნა. ბარბარა ფოსმა გერმანიის ელჩის თანამდებობაზე პეტერ ფიშერი შეცვალა, რომელიც ამ თანამდებობას 2022 წლიდან იკავებდა და დიპლომატიური მისია 2026 წლის ივნისში დაასრულა.
დანიშვნისთანავე ფოსმა განაცხადა, რომ არსებული დაძაბულობა ართულებს გერმანიისა და ევროკავშირის ურთიერთობას საქართველოსთან; მიუხედავად ამისა, გერმანიის აქტიური მხარდაჭერა ქვეყნის დემოკრატიული და პროევროპული კურსის მიმართ ურყევი რჩება.
გერმანელი დიპლომატი და „ქართული ოცნება“
ბოლო პერიოდში ურთიერთობები საქართველოსა და გერმანიას შორის საკმაოდ გართულდა. საქართველოს ხელისუფლებამ გერმანიის ელჩი, პეტერ ფიშერი, არაერთხელ დაადანაშაულა ქვეყნის შიდა საქმეებში ჩარევაში, ექსტრემიზმისა და რადიკალიზმის მხარდაჭერასა და წახალისებაში.
ამის ფონზე, გერმანიის მთავრობა და საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობა ყოველთვის მხარს უჭერდნენ საკუთარ დიპლომატს.
2025 წლის ოქტომბერში გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტრომ საქართველოში გერმანიის ელჩი პეტერ ფიშერი კონსულტაციებისთვის დაიბარა, ხოლო პარტიამ „ალტერნატივა გერმანიისთვის“ ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტროს კითხვებით მიმართა. ამას წინ უძღოდა ფიშერის დაბარება საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში, სადაც მას განემარტა, რომ ვენის კონვენციის თანახმად, დიპლომატიური მისიის თანამშრომელი ვალდებულია პატივი სცეს ადგილსამყოფელი სახელმწიფოს კანონებსა და რეგულაციებს, ამასთან, აქვს ვალდებულება, არ ჩაერიოს მასპინძელი სახელმწიფოს შიდა საქმეებში.
ჯერ კიდევ 2024 წლის ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებამდე, გერმანიის ბუნდესტაგმა მხარი დაუჭირა რეზოლუციას "საქართველოს ევროპული მომავლისთვის". დოკუმენტში აღნიშნულია, რომ "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონის მიღების პირობებში საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესში შემდგომი პროგრესი ვერ იქნება.
გერმანიის მმართველი პარტიების დეპუტატებმა ასევე მოითხოვეს სექსუალური უმცირესობების უფლებების შემზღუდავი კანონების გაუქმება, რაც საქართველოს ევროინტეგრაციის შემდგომი პროგრესისთვის აუცილებელ პირობად მიიჩნიეს.
2024 წლის დეკემბრის დასაწყისში გერმანიის ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების სამინისტრომ ორმხრივი თანამშრომლობის გადახედვის დაწყება გამოაცხადა და აღნიშნა, რომ ბერლინი არ განახორციელებდა ახალ პროექტებს და არ დადებდა სასესხო ხელშეკრულებებს საქართველოსთან.
გასული წლის დეკემბრის ბოლოს საქართველოში გერმანიის ელჩმა პიტერ ფიშერმა განაცხადა, რომ ევროინტეგრაციის გზიდან გადახვევისა და პროევროპული პროტესტის ჩახშობის საპასუხოდ გერმანიამ საქართველოსთან 237 მლნ ევროს ღირებულების პროექტები შეაჩერა.
2024 წლის 31 დეკემბერს კი გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა განცხადება, რომ საქართველოს ცხრა მოქალაქეს, რომლებიც "პასუხისმგებელი არიან საქართველოში მომიტინგეებისა და ოპოზიციის წარმომადგენლების მიმართ ძალადობაზე", ქვეყანაში შესვლა აუკრძალა. უწყებაში აღნიშნეს, რომ მშვიდობიანი პროტესტის უფლება ადამიანის ერთ-ერთი უნივერსალური უფლებაა და „ჩვენი მოვალეობაა მისი დაცვა“.
გარდა ამისა, 2025 წლის თებერვალში გერმანიის განათლებისა და კვლევის ფედერალურმა სამინისტრომ გერმანულ-ქართული სამეცნიერო თანამშრომლობის განვითარება შეაჩერა. 2025 წლის მარტში გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტრომ დამატებითი აკრძალვები დააწესა იმ ქართველი ოფიციალური პირების ქვეყანაში შესვლაზე, რომლებიც საპროტესტო აქციების "ჩახშობაზე არიან პასუხისმგებლები".