https://sputnik-georgia.com/20260827/saqartvelosi-profesiuli-ganatlebis-mirebis-msurvelta-registracia-21-seqtembridan-daiwyeba-300315363.html
საქართველოში პროფესიული განათლების მიღების მსურველთა რეგისტრაცია 21 სექტემბრიდან იწყება
საქართველოში პროფესიული განათლების მიღების მსურველთა რეგისტრაცია 21 სექტემბრიდან იწყება
Sputnik საქართველო
მონაწილეობის მიღება შეეძლებათ მათ, ვინც უნივერსიტეტში ვერ მოხვდა ან არასწორი პროგრამა აირჩია 27.08.2026-ს, Sputnik საქართველო
2026-08-27T10:43+0400
2026-08-27T10:43+0400
2026-08-27T10:43+0400
ახალი ამბები
საქართველო
განათლება საქართველოში
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო
საზოგადოება
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24010/10/240101037_0:97:2000:1222_1920x0_80_0_0_386742494fbda9d13f49e9ce07aa2c82.jpg
თბილისი, 27 აგვისტო - Sputnik. პროფესიულ სასწავლებლებში რეგისტრაცია 21 სექტემბრიდან დაიწყება, იუწყება განათლების სამინისტრო.პროფესიული განათლება საქართველოში დაყოფილია რამდენიმე დონედ და ეტაპად ეროვნული კვალიფიკაციის ჩარჩოს შესაბამისად, რომელიც ჰარმონიზებულია ევროპულ სტანდარტებთან: მესამე დონე არის საბაზისო კვალიფიკაცია, მეოთხე - პროფესიული კვალიფიკაცია და მეხუთე - უმაღლესი პროფესიული კვალიფიკაცია, რომელიც იძლევა უნივერსიტეტებში ჩაბარების უფლებას.მეხუთე დონის პროფესიული პროგრამებისთვის NAEC-ის ტესტირების გავლა იქნება საჭირო, ხოლო მესამე და მეოთხე დონის პროგრამებისთვის დაწესებულებებს შიდა შერჩევა ექნებათ.კონკურსში მონაწილეობა შეუძლიათ იმ აბიტურიენტებს, რომლებმაც ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგების საფუძველზე ვერ მოიპოვეს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში სწავლის უფლება, ასევე იმათ, ვისაც გადალახული ჰქონდა ბარიერი, მაგრამ მაინც არ აირჩია პროფესიული პროგრამა და დარჩა პროფესიული განათლების მიღმა.2026 წელს ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგების საფუძველზე პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე სწავლის გაგრძელების უფლება მოიპოვა 3141-მა აბიტურიენტმა. მათგან 1322 სახელმწიფო პროფესიულ სასწავლებელში ჩაირიცხა, ხოლო 1819 კერძო პროფესიულ სასწავლებელში.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2026
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24010/10/240101037_120:0:1880:1320_1920x0_80_0_0_f27ff9dab34ebaa777e95e57e558264c.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, განათლება საქართველოში , საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო , საზოგადოება
ახალი ამბები, საქართველო, განათლება საქართველოში , საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო , საზოგადოება
საქართველოში პროფესიული განათლების მიღების მსურველთა რეგისტრაცია 21 სექტემბრიდან იწყება
მონაწილეობის მიღება შეეძლებათ მათ, ვინც უნივერსიტეტში ვერ მოხვდა ან არასწორი პროგრამა აირჩია
თბილისი, 27 აგვისტო - Sputnik. პროფესიულ სასწავლებლებში რეგისტრაცია 21 სექტემბრიდან დაიწყება, იუწყება განათლების სამინისტრო.
პროფესიული განათლება საქართველოში დაყოფილია რამდენიმე დონედ და ეტაპად ეროვნული კვალიფიკაციის ჩარჩოს შესაბამისად, რომელიც ჰარმონიზებულია ევროპულ სტანდარტებთან: მესამე დონე არის საბაზისო კვალიფიკაცია, მეოთხე - პროფესიული კვალიფიკაცია და მეხუთე - უმაღლესი პროფესიული კვალიფიკაცია, რომელიც იძლევა უნივერსიტეტებში ჩაბარების უფლებას.
მეხუთე დონის პროფესიული პროგრამებისთვის NAEC-ის ტესტირების გავლა იქნება საჭირო, ხოლო მესამე და მეოთხე დონის პროგრამებისთვის დაწესებულებებს შიდა შერჩევა ექნებათ.
კონკურსში მონაწილეობა შეუძლიათ იმ აბიტურიენტებს, რომლებმაც ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგების საფუძველზე ვერ მოიპოვეს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში სწავლის უფლება, ასევე იმათ, ვისაც გადალახული ჰქონდა ბარიერი, მაგრამ მაინც არ აირჩია პროფესიული პროგრამა და დარჩა პროფესიული განათლების მიღმა.
2026 წელს ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგების საფუძველზე პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე სწავლის გაგრძელების უფლება მოიპოვა 3141-მა აბიტურიენტმა. მათგან 1322 სახელმწიფო პროფესიულ სასწავლებელში ჩაირიცხა, ხოლო 1819 კერძო პროფესიულ სასწავლებელში.