საქართველოში ახალგაზრდებისთვის ათასობით ანაზღაურებადი სტაჟირება გაიხსნება

© photo: Sputnik / Stringerმთავრობის ადმინისტრაცია
მთავრობის ადმინისტრაცია - Sputnik საქართველო, 1920, 27.08.2026
გამოწერა
საქართველოში ახალგაზრდებისთვის ათასობით ანაზღაურებადი სტაჟირება გაიხსნება
თბილისი, 27 აგვისტო - Sputnik. საჯარო სტრუქტურებში ანაზღაურებადი სტაჟირების პროგრამა მონაწილეებს საშუალებას მისცემს, გაიღრმავონ თეორიული ცოდნა და ამავდროულად მიიღონ პრაქტიკული გამოცდილება, რაც აუცილებელია შემდგომი პროფესიული განვითარებისთვის, განაცხადა მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა ლევან ჟორჟოლიანმა.
სახელმწიფო უწყებებში სტაჟირების პროგრამის ინიციატორია საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე. მისი თქმით, ეს ახალგაზრდებს დასაქმების უნიკალურ შესაძლებლობას მისცემს. პროგრამა 2024 წლიდან მოქმედებს.
„ეს ძალიან მნიშვნელოვანი პროგრამაა, ვინაიდან სტუდენტებს და კურსდამთავრებულებს ექნებათ საშუალება, გაიღრმავონ როგორც თეორიული ცოდნა, ასევე მიიღონ პრაქტიკული გამოცდილება, რაც ასევე მნიშვნელოვანია მათ შემდგომ პროფესიულ განვითარებაში“, - განაცხადა ლევან ჟორჟოლიანმა.
მისი თქმით, პროგრამაში მოხვდა არამხოლოდ საჯარო დაწესებულებების, არამედ რეგიონების მუნიციპალიტეტების ვაკანსიები.
ჟორჟოლიანმა აღნიშნა, რომ მთავრობის თხოვნით რეგიონებში მუნიციპალიტეტებმა დაამატეს ვაკანსიები სტაჟიორებისთვის, კურსდამთავრებულებისთვის, მაგისტრატურის სტუდენტებისა და მაგისტრატურის კურსდამთავრებულებისთვის.
„რათა ახალგაზრდებს ჰქონდეთ საშუალება, საკუთარ რეგიონში, საკუთარ მუნიციპალიტეტში გაიარონ სტაჟირება და მიიღონ გამოცდილება“, - განაცხადა ჟორჟოლიანმა.
საჯარო დაწესებულებებში, ასევე, საჯარო დაწესებულებების სისტემაში შემავალ საჯარო და კერძო სამართლის იურიდიულ პირებში ანაზღაურებადი სტაჟირება 2026 წლის 1 ოქტომბრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით იქნება შესაძლებელი.
სტაჟიორის კონკურსზე განაცხადის წარდგენა 2026 წლის 1 სექტემბრიდან 2026 წლის 10 სექტემბრის ჩათვლით პერიოდში იქნება შესაძლებელი, სტაჟირებაზე განაცხადის წარდგენა განხორციელდება საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის მიერ ადმინისტრირებულ ვებგვერდზე − www.vacancy.hr.gov.ge.
სტაჟირების გავლა შეეძლება პირს, თუ ის სწავლობს უმაღლესი განათლების პირველ საფეხურზე (დამამთავრებელი სასწავლო წლის შემთხვევაში) ან მეორე საფეხურზე ან დასრულებული აქვს უმაღლესი განათლების პირველი ან მე-2 საფეხური 2025-2026 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრში.
ყველა ახალი ამბავი
0