https://sputnik-georgia.com/20260827/ra-semtvevasi-xdeba-ucxoelis-gazeveba-wesebi-aralegalurad-momusave-pirebzec-gavrceldeba-300325347.html
რა შემთხვევაში ხდება უცხოელის გაძევება: წესები არალეგალურად მომუშავე პირებზეც გავრცელდება
რა შემთხვევაში ხდება უცხოელის გაძევება: წესები არალეგალურად მომუშავე პირებზეც გავრცელდება
Sputnik საქართველო
რა შემთხვევაში ხდება უცხოელის საქართველოდან დეპორტაცია - წესები არალეგალურად მომუშავე პირებზეც გავრცელდება 27.08.2026-ს, Sputnik საქართველო
2026-08-27T19:48+0400
2026-08-27T19:48+0400
2026-08-27T19:48+0400
ახალი ამბები
საქართველო
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e9/06/1e/293976947_0:0:1280:720_1920x0_80_0_0_6ae09f2b0f43d657ed5519f73931ceff.jpg
თბილისი, 27 აგვისტო - Sputnik. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ განაახლა მონაცემები ქვეყნიდან უცხოელი მოქალაქეების დეპორტაციის მიზეზების შესახებ. ეს მოიცავს ქვეყნის კანონმდებლობის სისტემატურ დარღვევებს და ნებართვის გარეშე მუშაობას.მოქმედი წესებით, უცხოელი შესაძლოა დაექვემდებაროს დეპორტაციას შემდეგ შემთხვევებში:უნებართვო მუშაობის, ქვეყნისთვის უსაფრთხოებისთვის საფრთხის შექმნის, მოქალაქეთა უფლებებისთვის საფრთხის შექმნის, ყალბი დოკუმენტების აღმოჩენის, ციხიდან გათავისუფლების ან განაჩენის გამოტანის შემდეგ მიგრაციის დეპარტამენტი 10 დღის ვადაში განიხილავს უცხოელის საქმეს და შემდეგ მიმართავს სასამართლოს დეპორტაციის შესახებ გადაწყვეტილების მისაღებად.საქმის განხილვის დროს უცხოელს ეკრძალება საქართველოში საცხოვრებელი ადგილის შეცვლა შინაგან საქმეთა სამინისტროსთვის შეტყობინების გარეშე, მათ შორის, თუ მისი საქმე განიხილება ქვეყანაში არალეგალური დასაქმების გამო. უცხოელი ასევე ექვემდებარება დაკავებას, თუ ის არ გამოცხადდება თავსი საქმის განხილვაზე შინაგან საქმეთა სამინისტროს ან მიგრაციის სამსახურის მოთხოვნით.საქმის განხილვის დროს მიგრაციის დეპარტამენტთან და სასამართლოსთან თანამშრომლობა სავალდებულოა.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2026
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e9/06/1e/293976947_161:0:1121:720_1920x0_80_0_0_d8e29027b245e760abc5b98ed413a8db.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო
ახალი ამბები, საქართველო, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო
რა შემთხვევაში ხდება უცხოელის გაძევება: წესები არალეგალურად მომუშავე პირებზეც გავრცელდება
რა შემთხვევაში ხდება უცხოელის საქართველოდან დეპორტაცია - წესები არალეგალურად მომუშავე პირებზეც გავრცელდება
თბილისი, 27 აგვისტო - Sputnik. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ განაახლა მონაცემები ქვეყნიდან უცხოელი მოქალაქეების დეპორტაციის მიზეზების შესახებ. ეს მოიცავს ქვეყნის კანონმდებლობის სისტემატურ დარღვევებს და ნებართვის გარეშე მუშაობას.
მოქმედი წესებით, უცხოელი შესაძლოა დაექვემდებაროს დეპორტაციას შემდეგ შემთხვევებში:
საზღვრის უკანონო გადმოკვეთა
ქვეყანაში უვიზოდ ან უნებართვოდ (კანონიერი საფუძვლის გარეშე) დარჩენა:
თუ არსებობს საფუძვლიანი ეჭვი ან კომპეტენტური ორგანოების დასკვნა, რომ უცხოელის ქვეყანაში ყოფნა საფრთხეს უქმნის საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოებას ან საზოგადოებრივ წესრიგს
დეპორტაციის აუცილებლობა საქართველოს მოქალაქეების და კანონიერ საფუძველზე მყოფ პირთა ჯანმრთელობის, უფლებების და კანონიერი ინტერესების დაცვის მიზნით
საქართველოს კანონმდებლობის სისტემატური დარღვევა
უცხოელისთვის ქვეყანაში ლეგალურად ცხოვრების უფლების (ბინადრობის) მოპოვება ყალბი ან ძალადაკარგული დოკუმენტების მეშვეობით
ციხიდან გათავისუფლება სისხლის სამართლის დანაშაულისთვის სასჯელის მოხდის შემდეგ
განაჩენის გამოტანა, რომელიც თავისუფლების აღკვეთას არ უკავშირდება
შრომითი საქმიანობა ნებართვის გარეშე
უნებართვო მუშაობის, ქვეყნისთვის უსაფრთხოებისთვის საფრთხის შექმნის, მოქალაქეთა უფლებებისთვის საფრთხის შექმნის, ყალბი დოკუმენტების აღმოჩენის, ციხიდან გათავისუფლების ან განაჩენის გამოტანის შემდეგ მიგრაციის დეპარტამენტი 10 დღის ვადაში განიხილავს უცხოელის საქმეს და შემდეგ მიმართავს სასამართლოს დეპორტაციის შესახებ გადაწყვეტილების მისაღებად.
საქმის განხილვის დროს უცხოელს ეკრძალება საქართველოში საცხოვრებელი ადგილის შეცვლა შინაგან საქმეთა სამინისტროსთვის შეტყობინების გარეშე, მათ შორის, თუ მისი საქმე განიხილება ქვეყანაში არალეგალური დასაქმების გამო. უცხოელი ასევე ექვემდებარება დაკავებას, თუ ის არ გამოცხადდება თავსი საქმის განხილვაზე შინაგან საქმეთა სამინისტროს ან მიგრაციის სამსახურის მოთხოვნით.
საქმის განხილვის დროს მიგრაციის დეპარტამენტთან და სასამართლოსთან თანამშრომლობა სავალდებულოა.