https://sputnik-georgia.com/20260827/mamuka-mdinarazem-tanamdeboba-datova-300318994.html
მამუკა მდინარაძე პოლიტიკიდან მიდის
მამუკა მდინარაძე პოლიტიკიდან მიდის
Sputnik საქართველო
თბილისი, 27 აგვისტო - Sputnik. ვიცე-პრემიერი მამუკა მდინარაძე რეგიონული განვითარების მინისტრის პოსტს ტოვებს და პოლიტიკიდან მიდის, ამის შესახებ მან ბრიფინგზე... 27.08.2026-ს, Sputnik საქართველო
2026-08-27T14:34+0400
2026-08-27T14:34+0400
2026-08-27T16:00+0400
ახალი ამბები
საქართველო
საქართველოს მთავრობა
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/0c/1d/291590134_0:0:1280:721_1920x0_80_0_0_e86c9c8affcb7cfd9bd81604b1d956ca.jpg
თბილისი, 27 აგვისტო - Sputnik. ვიცე-პრემიერი მამუკა მდინარაძე რეგიონული განვითარების მინისტრის პოსტს ტოვებს და პოლიტიკიდან მიდის, ამის შესახებ მან ბრიფინგზე განაცხადა.„მივიღე გადაწყვეტილება, დავტოვო თანამდებობა, პოლიტიკაც. ბევრი საუბარი რომ არ გავაგრძელო, ჩემთვის ეს 10 წელი იყო შრომის, სამშობლოს ერთგულების და მეგობრებთან ერთად, დიდი საქვეყნო საქმის კეთების ათი წელი. მინდა, ძალიან დიდი მადლობა გადავუხადო „ქართული ოცნების“ თითოეულ ჯარისკაცს, წევრს და ლიდერს“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ. მამუკა მდინარაძის შესახებგანათლებით იურისტმა მამუკა მდინარაძემ კარიერა პოლიციაში დაიწყო და თბილისის ერთ-ერთ რაიონში გამომძიებლად მუშაობდა. ადვოკატის ლიცენზიის მიღების შემდეგ, 2007-დან 2014 წლამდე პერიოდში იყო „თბილისის იურიდიული ცენტრის“ მმართველი პარტნიორი და ადვოკატი, შემდეგ მან დააფუძნა საკუთარი კომპანია – „მდინარაძე და პარტნიორები“.2016 წელს მდინარაძე საქართველოს პარლამენტის დეპუტატი გახდა: 2025 წლის სექტემბრამდე იგი პოლიტიკურ მოღვაწეობას ეწეოდა და მმართველი პარტიის ერთ-ერთი მთავარი სპიკერი იყო.მამუკა მდინარაძე პოლიტიკიდან მას შემდეგ წავიდა, რაც სუს-ის (სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის) ხელმძღვანელის პოსტი დაიკავა. სამართალდამცავი ორგანოების კოორდინაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის თანამდებობაზე მდინარაძე ამ უწყების შექმნის შემდეგ, 2026 წლის 30 აპრილს დაინიშნა.30 ივლისს მდინარაძე რეგიონული განვითარების მინისტრად დაინიშნა.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2026
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/0c/1d/291590134_81:0:1220:854_1920x0_80_0_0_033f92790d7bc0a26cd9795a8caaae8a.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, საქართველოს მთავრობა
ახალი ამბები, საქართველო, საქართველოს მთავრობა
თბილისი, 27 აგვისტო - Sputnik. ვიცე-პრემიერი მამუკა მდინარაძე რეგიონული განვითარების მინისტრის პოსტს ტოვებს და პოლიტიკიდან მიდის, ამის შესახებ მან ბრიფინგზე განაცხადა.
„მივიღე გადაწყვეტილება, დავტოვო თანამდებობა, პოლიტიკაც. ბევრი საუბარი რომ არ გავაგრძელო, ჩემთვის ეს 10 წელი იყო შრომის, სამშობლოს ერთგულების და მეგობრებთან ერთად, დიდი საქვეყნო საქმის კეთების ათი წელი. მინდა, ძალიან დიდი მადლობა გადავუხადო „ქართული ოცნების“ თითოეულ ჯარისკაცს, წევრს და ლიდერს“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
მამუკა მდინარაძის შესახებ
განათლებით იურისტმა მამუკა მდინარაძემ კარიერა პოლიციაში დაიწყო და თბილისის ერთ-ერთ რაიონში გამომძიებლად მუშაობდა. ადვოკატის ლიცენზიის მიღების შემდეგ, 2007-დან 2014 წლამდე პერიოდში იყო „თბილისის იურიდიული ცენტრის“ მმართველი პარტნიორი და ადვოკატი, შემდეგ მან დააფუძნა საკუთარი კომპანია – „მდინარაძე და პარტნიორები“.
2016 წელს მდინარაძე საქართველოს პარლამენტის დეპუტატი გახდა: 2025 წლის სექტემბრამდე იგი პოლიტიკურ მოღვაწეობას ეწეოდა და მმართველი პარტიის ერთ-ერთი მთავარი სპიკერი იყო.
მამუკა მდინარაძე პოლიტიკიდან მას შემდეგ წავიდა, რაც სუს-ის (სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის) ხელმძღვანელის პოსტი დაიკავა. სამართალდამცავი ორგანოების კოორდინაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის თანამდებობაზე მდინარაძე ამ უწყების შექმნის შემდეგ, 2026 წლის 30 აპრილს დაინიშნა.
30 ივლისს მდინარაძე რეგიონული განვითარების მინისტრად დაინიშნა.