როგორ წარიმართება სასწავლო პროცესი რუსთაველის გამზირზე მდებარე სკოლებში

© photo: Sputnik / Stringerრუსთაველის გამზირის რემონტი
რუსთაველის გამზირის რემონტი - Sputnik საქართველო, 1920, 26.08.2026
გამოწერა
რუსთაველის გამზირის რეაბილიტაციის დასრულებისთანავე ორივე სკოლაში სასწავლო პროცესი ჩვეულ რეჟიმს დაუბრუნდება, აღნიშნავენ განათლების სამინისტროში.
თბილისი, 26 აგვისტო — Sputnik. რუსთაველის გამზირზე მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოების გათვალისწინებით, თბილისის N47 საჯარო სკოლა და თბილისის კლასიკური გიმნაზია 15 სექტემბერს სასწავლო პროცესს ჰიბრიდულ ფორმატში დაიწყებენ, იუწყება განათლების მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო.
რუსთაველის გამზირის რეაბილიტაცია 23 ივლისს დაიწყო. ხელშეკრულების მიხედვით, სამუშაოების დასრულების ვადა 100 დღეს შეადგენს. ვადების სიმცირის გამო სარეაბილიტაციო სამუშაოები 24-საათიან რეჟიმში მიმდინარეობს.
„რუსთაველის გამზირის რეაბილიტაციის დასრულებისთანავე ორივე სკოლაში სასწავლო პროცესი ჩვეულ რეჟიმს დაუბრუნდება. ბოდიშს ვუხდით სასკოლო საზოგადოებას ამ დროებითი დისკომფორტის გამო და მადლობას ვუხდით მოთმინებისთვის“, – ნათქვამია სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
უწყების განცხადებით, ორივე სკოლაში სასწავლო პროცესის დაწყების დროები ისეა გადანაწილებული, რომ სკოლაში მოსწავლეთა ნაკადები ერთმანეთს არ დაემთხვეს და სასწავლო პროცესი ორგანიზებულად წარიმართოს.
კერძოდ, ახალი სასწავლო წლიდან თბილისის N47 საჯარო სკოლის სასწავლო პროცესის განრიგი:
I-VI კლასების მოსწავლეებისთვის - სწავლა დაიწყება 09:00 საათზე
VII-X კლასები - 12:00 საათზე
XI-XII კლასები - სწავლა დისტანციურად დაიწყება
თბილისის კლასიკურ გიმნაზიაში სასწავლო პროცესი:
V-IX კლასების მოსწავლეებისთვის - სწავლა დაიწყება 10:00 საათზე
I-IV კლასები - 14:00 საათზე
X-XII კლასების მოსწავლეებისთვის - სწავლა დისტანციურად დაიწყება
2026-2027 სასწავლო წელი საქართველოს საჯარო სკოლებში ოფიციალურად 15 სექტემბერს დაიწყება.
ყველა ახალი ამბავი
0