https://sputnik-georgia.com/20260826/sarjvelaze-efeqturi-jandacva-zlieri-pirveladi-rgolit-iwyeba-300312331.html
სარჯველაძე: ეფექტური ჯანდაცვა ძლიერი პირველადი რგოლით იწყება
სარჯველაძე: ეფექტური ჯანდაცვა ძლიერი პირველადი რგოლით იწყება
Sputnik საქართველო
პირველადი ჯანდაცვის დაფინანსების ახალ მოდელს უკვე 49 სამედიცინო დაწესებულება შეუერთდა. 26.08.2026-ს, Sputnik საქართველო
2026-08-26T19:57+0400
2026-08-26T19:57+0400
2026-08-26T19:57+0400
ახალი ამბები
საქართველო
საზოგადოება
ჯანდაცვა საქართველოში
დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e4/0c/15/250409011_0:0:1776:999_1920x0_80_0_0_eaa96e44434347a7cbd06a315d14e09a.jpg
თბილისი, 26 აგვისტო – Sputnik. ეფექტიანი ჯანდაცვის სისტემა სწორედ ძლიერ პირველად ჯანდაცვაზე უნდა იყოს დაფუძნებული, განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა მიხეილ სარჯველაძემ.საქართველოში ჯანდაცვის პირველადი რგოლის რეფორმა გრძელდება. მის სტრუქტურაში შედიან პოლიკლინიკები, ამბულატორიები, დღის სტაციონარები, ქალთა კონსულტაციები, სასწრაფო და გადაუდებელი დახმარების სამსახურები, ასევე ფელდშერ-პუნქტები (სოფლის ექიმი).მინისტრის განცხადებით, აუცილებელია პირველადი ჯანდაცვის როლის კიდევ უფრო გაძლიერება, რათა ამ რგოლმა სრულფასოვნად შეასრულოს თავისი ფუნქციები ისეთი მნიშვნელოვანი მიმართულებებით, როგორიცაა დაავადებების პრევენცია, ვაქცინაცია, სკრინინგი და მოსახლეობისთვის საჭირო სერვისების დროული მიწოდება.რეფორმა მოიცავს მოქალაქეებისთვის სერვისების გაფართოებულ პაკეტს, მათ შორის დამატებითი ინსტრუმენტული და ლაბორატორიული კვლევების ხელმისაწვდომობას, ასევე დაფინანსების ახალი მოდელის დანერგვას, რომელიც ითვალისწინებს პაციენტების საჭიროებებს ასაკის მიხედვით და აფასებს სამედიცინო დაწესებულებების მიერ მიღწეულ შედეგებს.როგორც მინისტრმა აღნიშნა, აღნიშნული ცვლილებები ხელს შეუწყობს მომსახურების ხარისხის გაუმჯობესებას და პირველადი ჯანდაცვის პროფესიონალების როლის გაძლიერებას.რეფორმის საპილოტე ეტაპი 6 პირველადი ჯანდაცვის დაწესებულებაში დაიწყო, ხოლო შემდგომ ეტაპზე, შესაბამისობის შეფასების შედეგად, განახლებულ დაფინანსების მოდელში 43 დაწესებულება ჩაერთო.პირველადი ჯანდაცვის სერვისის მიმწოდებლების განახლებულ მოდელში ჩართვის პროცესი ეტაპობრივად გაგრძელდება. დაწესებულებებს განაცხადების წარდგენა ჯანმრთელობის ეროვნულ სააგენტოში 2026 წლის 1 ოქტომბრამდე შეუძლიათ. წარმოდგენილი განაცხადების განხილვის შემდეგ, კრიტერიუმების დაკმაყოფილების შემთხვევაში, დაწესებულებები განახლებულ დაფინანსების მოდელში 2027 წლის 1 მარტიდან ჩაერთვებიან.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2026
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e4/0c/15/250409011_61:0:1578:1138_1920x0_80_0_0_f2819b54a9003b291ff0ad19e760e3bf.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, საზოგადოება, ჯანდაცვა საქართველოში, დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო
ახალი ამბები, საქართველო, საზოგადოება, ჯანდაცვა საქართველოში, დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო
სარჯველაძე: ეფექტური ჯანდაცვა ძლიერი პირველადი რგოლით იწყება
პირველადი ჯანდაცვის დაფინანსების ახალ მოდელს უკვე 49 სამედიცინო დაწესებულება შეუერთდა.
თბილისი, 26 აგვისტო – Sputnik. ეფექტიანი ჯანდაცვის სისტემა სწორედ ძლიერ პირველად ჯანდაცვაზე უნდა იყოს დაფუძნებული, განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა მიხეილ სარჯველაძემ.
საქართველოში ჯანდაცვის პირველადი რგოლის რეფორმა გრძელდება. მის სტრუქტურაში შედიან პოლიკლინიკები, ამბულატორიები, დღის სტაციონარები, ქალთა კონსულტაციები, სასწრაფო და გადაუდებელი დახმარების სამსახურები, ასევე ფელდშერ-პუნქტები (სოფლის ექიმი).
მინისტრის განცხადებით, აუცილებელია პირველადი ჯანდაცვის როლის კიდევ უფრო გაძლიერება, რათა ამ რგოლმა სრულფასოვნად შეასრულოს თავისი ფუნქციები ისეთი მნიშვნელოვანი მიმართულებებით, როგორიცაა დაავადებების პრევენცია, ვაქცინაცია, სკრინინგი და მოსახლეობისთვის საჭირო სერვისების დროული მიწოდება.
რეფორმა მოიცავს მოქალაქეებისთვის სერვისების გაფართოებულ პაკეტს, მათ შორის დამატებითი ინსტრუმენტული და ლაბორატორიული კვლევების ხელმისაწვდომობას, ასევე დაფინანსების ახალი მოდელის დანერგვას, რომელიც ითვალისწინებს პაციენტების საჭიროებებს ასაკის მიხედვით და აფასებს სამედიცინო დაწესებულებების მიერ მიღწეულ შედეგებს.
როგორც მინისტრმა აღნიშნა, აღნიშნული ცვლილებები ხელს შეუწყობს მომსახურების ხარისხის გაუმჯობესებას და პირველადი ჯანდაცვის პროფესიონალების როლის გაძლიერებას.
რეფორმის საპილოტე ეტაპი 6 პირველადი ჯანდაცვის დაწესებულებაში დაიწყო, ხოლო შემდგომ ეტაპზე, შესაბამისობის შეფასების შედეგად, განახლებულ დაფინანსების მოდელში 43 დაწესებულება ჩაერთო.
პირველადი ჯანდაცვის სერვისის მიმწოდებლების განახლებულ მოდელში ჩართვის პროცესი ეტაპობრივად გაგრძელდება. დაწესებულებებს განაცხადების წარდგენა ჯანმრთელობის ეროვნულ სააგენტოში 2026 წლის 1 ოქტომბრამდე შეუძლიათ. წარმოდგენილი განაცხადების განხილვის შემდეგ, კრიტერიუმების დაკმაყოფილების შემთხვევაში, დაწესებულებები განახლებულ დაფინანსების მოდელში 2027 წლის 1 მარტიდან ჩაერთვებიან.