https://sputnik-georgia.com/20260826/rusetsi-gasul-pirta-raodenoba-semosulta-ricxvs-aremateba-sss-300313775.html
რუსეთში გასულ პირთა რაოდენობა შემოსულთა რიცხვს აღემატება - შსს
რუსეთში გასულ პირთა რაოდენობა შემოსულთა რიცხვს აღემატება - შსს
Sputnik საქართველო
შსს-ში სპეკულაცია უწოდეს ოპოზიციის შეშფოთებას რუსეთის მოქალაქეთა შემოდინების გამო 26.08.2026-ს, Sputnik საქართველო
2026-08-26T21:22+0400
2026-08-26T21:22+0400
2026-08-26T21:22+0400
ახალი ამბები
საქართველო
რუსეთი
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/09/1a/259899879_0:214:2048:1366_1920x0_80_0_0_7ed2e93a5984218076b8266ec9bd0b60.jpg
თბილისი, 26 აგვისტო - Sputnik. საქართველო-რუსეთის საზღვარზე ზემო ლარსის საბაჟო-გამშვები პუნქტის გავლით რუსეთში გასული ადამიანების რაოდენობა ქვეყანაში შემოსულთა რაოდენობას აღემატება, განაცხადა საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ ალექსანდრე დარახველიძემ.ბოლო დღეებში საქართველოში აქტიურად განიხილება ქვეყანაში შემოსული რუსეთის მოქალაქეების რაოდენობის ზრდა. ოპოზიციონერმა პოლიტიკოსებმა გამოთქვეს მოსაზრება, რომ ამან შეიძლება საქართველოს უსაფრთხოების პრობლემები შეუქმნას შემოსულ პირთა დიდი ნაკადის კონტროლის სირთულეების გამო.საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ოფიციალური მონაცემებით, 17-დან 24 აგვისტომდე საქართველო 61.691 ადამიანმა დატოვა, ხოლო შემოვიდა 52.953 ადამიანი.„მონაცემი შეიცვას როგორც რუსეთის ფედერაციის, ასევე საქართველოს, ასევე აზერბაიჯანის, სომხეთის, ყაზახეთის და სხვადასხვა ქვეყნის მოქალაქეების ჯამურ მაჩვენებელს“, - განმარტა დარახველიძემ.მან ასევე აღნიშნა, რომ შემოსულთა რაოდენობა საქართველოს უსაფრთხოებას არანაირ საფრთხეს არ უქმნის.„მსურს საზოგადოება დავამშვიდო და ვუთხრათ, რომ მონაცემები, რომელიც სპეკულაციურად ვრცელდება, არაა დაკავშირებული რაიმე ტიპის საფრთხესთან. შინაგან საქმეთა სამინისტრო და თითოეული სახელმწიფო უწყება აკეთებს მაქსიმუმს იმისათვის, რომ ქვეყანაში ხელი შეეწყოს როგორც ტურისტების შემოსვლას, ამავე დროს დაცული იყოს ჩვენი ქვეყნის საზღვრების უსაფრთხოება“, - აღნიშნა დარახველიძემ.ამ დროისთვის „ზემო ლარსის“ სასაზღვრო-გამშვები პუნქტი ერთადერთი სახმელეთო მარშრუტია, რომელიც რუსეთს საქართველოსთან და შემდეგ — სომხეთთან აკავშირებს.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2026
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/09/1a/259899879_0:135:1641:1366_1920x0_80_0_0_6d9afed90b2399972be1b1ecf017bc2d.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, რუსეთი, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო
ახალი ამბები, საქართველო, რუსეთი, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო
რუსეთში გასულ პირთა რაოდენობა შემოსულთა რიცხვს აღემატება - შსს
შსს-ში სპეკულაცია უწოდეს ოპოზიციის შეშფოთებას რუსეთის მოქალაქეთა შემოდინების გამო
თბილისი, 26 აგვისტო - Sputnik. საქართველო-რუსეთის საზღვარზე ზემო ლარსის საბაჟო-გამშვები პუნქტის გავლით რუსეთში გასული ადამიანების რაოდენობა ქვეყანაში შემოსულთა რაოდენობას აღემატება, განაცხადა საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ ალექსანდრე დარახველიძემ.
ბოლო დღეებში საქართველოში აქტიურად განიხილება ქვეყანაში შემოსული რუსეთის მოქალაქეების რაოდენობის ზრდა. ოპოზიციონერმა პოლიტიკოსებმა გამოთქვეს მოსაზრება, რომ ამან შეიძლება საქართველოს უსაფრთხოების პრობლემები შეუქმნას შემოსულ პირთა დიდი ნაკადის კონტროლის სირთულეების გამო.
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ოფიციალური მონაცემებით, 17-დან 24 აგვისტომდე საქართველო 61.691 ადამიანმა დატოვა, ხოლო შემოვიდა 52.953 ადამიანი.
„მონაცემი შეიცვას როგორც რუსეთის ფედერაციის, ასევე საქართველოს, ასევე აზერბაიჯანის, სომხეთის, ყაზახეთის და სხვადასხვა ქვეყნის მოქალაქეების ჯამურ მაჩვენებელს“, - განმარტა დარახველიძემ.
მან ასევე აღნიშნა, რომ შემოსულთა რაოდენობა საქართველოს უსაფრთხოებას არანაირ საფრთხეს არ უქმნის.
„მსურს საზოგადოება დავამშვიდო და ვუთხრათ, რომ მონაცემები, რომელიც სპეკულაციურად ვრცელდება, არაა დაკავშირებული რაიმე ტიპის საფრთხესთან. შინაგან საქმეთა სამინისტრო და თითოეული სახელმწიფო უწყება აკეთებს მაქსიმუმს იმისათვის, რომ ქვეყანაში ხელი შეეწყოს როგორც ტურისტების შემოსვლას, ამავე დროს დაცული იყოს ჩვენი ქვეყნის საზღვრების უსაფრთხოება“, - აღნიშნა დარახველიძემ.
ამ დროისთვის „ზემო ლარსის“ სასაზღვრო-გამშვები პუნქტი ერთადერთი სახმელეთო მარშრუტია, რომელიც რუსეთს საქართველოსთან და შემდეგ — სომხეთთან აკავშირებს.