ქობულეთში მუნიციპალიტეტის დასუფთავების ავტომობილიმა ამავე სამსახურის თანამშრომელი გაიტანა

© Sputnik / Alexander Imedashviliნაგვის მანქანა
ნაგვის მანქანა - Sputnik საქართველო, 1920, 26.08.2026
გამოწერა
მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც სატრანსპორტო მოძრაობისას წესების დარღვევას გულისხმობს
.თბილისი, 26 აგვისტო - Sputnik. ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ბუკნარში დასუფთავების ავტომობილი ამავე სამსახურის თანამშრომელს შეეჯახა, შედეგად ახალგაზრდა მამაკაცი გარდაიცვალა, იუწყება ქართული მედია.
ადგილობრივების ინფორმაციით, ავტომობილი თანამშრომელს მაშინ შეეჯახა, როდესაც უკუსვლით მოძრაობდა.
მომხდართან დაკავშირებით საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო გამოძიებას სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით აწარმოებს, რაც სატრანსპორტო მოძრაობისას წესების დარღვევას გულისხმობს.
ყველა ახალი ამბავი
0