https://sputnik-georgia.com/20260825/vwer-caabares-gamocda-ratom-gadaiwia-maswavlebelta-reforma-saqartvelosi-300276647.html
ვერ ჩააბარეს გამოცდა - რატომ გადაიწია მასწავლებელთა რეფორმა საქართველოში
ვერ ჩააბარეს გამოცდა - რატომ გადაიწია მასწავლებელთა რეფორმა საქართველოში
Sputnik საქართველო
სამინისტრომ უკვე დაიწყო პროგრამის მომზადების პროცესი იმ მასწავლებლებისთვის, ვისაც ქულა დააკლდა. 25.08.2026-ს, Sputnik საქართველო
2026-08-25T11:04+0400
2026-08-25T11:04+0400
2026-08-25T11:04+0400
ახალი ამბები
საქართველო
განათლება საქართველოში
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო
საზოგადოება
სოციალური სფერო საქართველოში
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24217/96/242179638_0:105:2000:1230_1920x0_80_0_0_91b76a3d452d910c1eed1bfe04f944d9.jpg
თბილისი, 25 აგვისტო - Sputnik. მასწავლებელთა ნაწილმა გამოცდები ვერ ჩააბარა და სამინისტრო ახლა ამ პრობლემის მოგვარებაზე იმუშავებს, განაცხადა განათლების მინისტრმა გივი მიქანაძემ.2026-2027 სასწავლო წლიდან მასწავლებლებს გაზრდილი საათობრივი ანაზღაურების მისაღებად საგანში კომპეტენციის დადასტურება მოუწევთ. ეს მოთხოვნა შემოღებულ იქნა მასწავლებლების კვალიფიკაციის შესაბამისობაში მოსაყვანად მათ საგნობრივ დატვირთვასთან. ეს მოთხოვნა ახლა ერთი წლით გადაიდო.მისი თქმით, სამინისტრომ უკვე დაიწყო პროგრამის მომზადების პროცესი იმ მასწავლებლებისთვის, ვისაც ქულა დააკლდა.„ჩვენ უკვე ვგეგმავთ, რომ უახლოესი თვეების განმავლობაში არაერთი გადამზადება ჩავუტაროთ მათ. მათ ექნებათ ამ გადავადების საფუძველზე, დეკემბერში შესაძლებლობა, რომ კიდევ ერთხელ გავიდნენ გამოცდაზე და შემდგომში, გაზაფხულზე იქნება გადამზადების პროცესი. ივნისში კი კიდევ ერთი შესაძლებლობა ექნებათ“, - აღნიშნა მიქანაძემ.მისი თქმით, სამინისტრო დაინტერესებულია რომ საქართველოში არსად არ იყოს მასწავლებლების არასაკმარისი რაოდენობა, ამიტომაც ხელს უწყობს მათ.„თითოეული მასწავლებელი, არ აქვს მნიშვნელობა ეს მათემატიკაა, ქართული თუ ინგლისური და რომელი საგანი, არის მნიშვნელოვანი. ამ ყველაფრის ანალიზი მიმდინარეობს და სწორედ ამ ანალიზზე დაყრდნობით მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი დაგეგმავს და განახორციელებს შესაბამის აქტივობებს“, - განაცხადა გივი მიქანაძემ.2024 წლის 15 სექტემბრიდან საქართველოს ზოგადსაგანმანათლებლო სკოლების მასწავლებლების ხელფასები დამოკიდებულია მათ კვალიფიკაციაზე, პედაგოგიურ სტაჟზე, მასწავლებლის სტატუსსა და სასწავლო საათების რაოდენობაზე.ბოლო კვლევის მონაცემების თანახმად, საქართველოში 66,3 ათასი მასწავლებელი მუშაობს, რომელთაგან 36,2 ათასი - 50 წელს ზემოთ პირია.კიდევ 16,5 ათასი პედაგოგი 41-დან 50 წლამდე ასაკობრივ ჯგუფს მიეკუთვნება, ხოლო 9,8 ათასი — 31-დან 40 წლამდე. 30 წლამდე მასწავლებლების რაოდენობა კი სულ რაღაც 3,9 ათას ადამიანს შეადგენს.კვლევა აჩვენებს, რომ საქართველოში პედაგოგის პროფესიის მიმზიდველობის მთავარ პრობლემას დაბალი ხელფასები წარმოადგენს. საჯარო სკოლის მასწავლებლის საშუალო ხელფასი 1,2 ათას ლარს შეადგენს, ხოლო კერძო სკოლაში – 1,6 ათას ლარს.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2026
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24217/96/242179638_111:0:1891:1335_1920x0_80_0_0_2f82d92a1f0099862672af1aac176c5c.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, განათლება საქართველოში , საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო , საზოგადოება, სოციალური სფერო საქართველოში
ახალი ამბები, საქართველო, განათლება საქართველოში , საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო , საზოგადოება, სოციალური სფერო საქართველოში
ვერ ჩააბარეს გამოცდა - რატომ გადაიწია მასწავლებელთა რეფორმა საქართველოში
სამინისტრომ უკვე დაიწყო პროგრამის მომზადების პროცესი იმ მასწავლებლებისთვის, ვისაც ქულა დააკლდა.
თბილისი, 25 აგვისტო - Sputnik. მასწავლებელთა ნაწილმა გამოცდები ვერ ჩააბარა და სამინისტრო ახლა ამ პრობლემის მოგვარებაზე იმუშავებს, განაცხადა განათლების მინისტრმა გივი მიქანაძემ.
2026-2027 სასწავლო წლიდან მასწავლებლებს გაზრდილი საათობრივი ანაზღაურების მისაღებად საგანში კომპეტენციის დადასტურება მოუწევთ. ეს მოთხოვნა შემოღებულ იქნა მასწავლებლების კვალიფიკაციის შესაბამისობაში მოსაყვანად მათ საგნობრივ დატვირთვასთან. ეს მოთხოვნა ახლა ერთი წლით გადაიდო.
„ჩვენ პირველ რიგში, გამოვდივართ მოსწავლეების საუკეთესო ინტერესებიდან და იმ პროცესიდან, რომ სწავლა - სწავლების პროცესი უნდა მიმდინარეობდეს უწყვეტ რეჟიმში. მათ ივლისში ჩააბარეს გამოცდები. მათმა ნაწილმა კომპეტენცია დაიდასტურა, მაგრამ ნაწილმა ეს ბარიერი ვერ გადალახა, რაც ჩვენ გვაძლევს მოცემულობას, რომ მათთვის კიდევ უფრო მეტი ხელშეწყობა გავაკეთოთ“, - განაცხადა მიქანაძემ.
მისი თქმით, სამინისტრომ უკვე დაიწყო პროგრამის მომზადების პროცესი იმ მასწავლებლებისთვის, ვისაც ქულა დააკლდა.
„ჩვენ უკვე ვგეგმავთ, რომ უახლოესი თვეების განმავლობაში არაერთი გადამზადება ჩავუტაროთ მათ. მათ ექნებათ ამ გადავადების საფუძველზე, დეკემბერში შესაძლებლობა, რომ კიდევ ერთხელ გავიდნენ გამოცდაზე და შემდგომში, გაზაფხულზე იქნება გადამზადების პროცესი. ივნისში კი კიდევ ერთი შესაძლებლობა ექნებათ“, - აღნიშნა მიქანაძემ.
მისი თქმით, სამინისტრო დაინტერესებულია რომ საქართველოში არსად არ იყოს მასწავლებლების არასაკმარისი რაოდენობა, ამიტომაც ხელს უწყობს მათ.
„თითოეული მასწავლებელი, არ აქვს მნიშვნელობა ეს მათემატიკაა, ქართული თუ ინგლისური და რომელი საგანი, არის მნიშვნელოვანი. ამ ყველაფრის ანალიზი მიმდინარეობს და სწორედ ამ ანალიზზე დაყრდნობით მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი დაგეგმავს და განახორციელებს შესაბამის აქტივობებს“, - განაცხადა გივი მიქანაძემ.
2024 წლის 15 სექტემბრიდან საქართველოს ზოგადსაგანმანათლებლო სკოლების მასწავლებლების ხელფასები დამოკიდებულია მათ კვალიფიკაციაზე, პედაგოგიურ სტაჟზე, მასწავლებლის სტატუსსა და სასწავლო საათების რაოდენობაზე.
ბოლო კვლევის მონაცემების თანახმად, საქართველოში 66,3 ათასი მასწავლებელი მუშაობს, რომელთაგან 36,2 ათასი - 50 წელს ზემოთ პირია.
კიდევ 16,5 ათასი პედაგოგი 41-დან 50 წლამდე ასაკობრივ ჯგუფს მიეკუთვნება, ხოლო 9,8 ათასი — 31-დან 40 წლამდე. 30 წლამდე მასწავლებლების რაოდენობა კი სულ რაღაც 3,9 ათას ადამიანს შეადგენს.
კვლევა აჩვენებს, რომ საქართველოში პედაგოგის პროფესიის მიმზიდველობის მთავარ პრობლემას დაბალი ხელფასები წარმოადგენს. საჯარო სკოლის მასწავლებლის საშუალო ხელფასი 1,2 ათას ლარს შეადგენს, ხოლო კერძო სკოლაში – 1,6 ათას ლარს.