https://sputnik-georgia.com/20260825/saqartvelosi-erovnuli-gamocdebis-casabareblad-moswavleebis-momzadebas-gaazliereben-300298642.html
საქართველოში ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩასაბარებლად მოსწავლეების მომზადებას გააძლიერებენ
საქართველოში ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩასაბარებლად მოსწავლეების მომზადებას გააძლიერებენ
Sputnik საქართველო
სასკოლო განათლების რეფორმის ფარგლებში, განათლების სამინისტრო უშუალოდ სკოლებში ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის მოსამზადებლად ახალ სისტემას ამზადებს 25.08.2026-ს, Sputnik საქართველო
2026-08-25T22:29+0400
2026-08-25T22:29+0400
2026-08-25T22:29+0400
ახალი ამბები
საქართველო
განათლება საქართველოში
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო
საზოგადოება
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/02/01/250765097_0:160:3073:1888_1920x0_80_0_0_50ba0f6c7fc830df54f982308e34491e.jpg
თბილისი, 25 აგვისტო - Sputnik. საქართველოს განათლების სამინისტრომ დაიწყო სასწავლო მასალების შემუშავება და მასწავლებლების მომზადება რეპეტიტორიუმის პროგრამისთვის, რომელიც უშუალოდ სკოლებში დამამთავრებელი კლასის მოსწავლეებს სპეციალურად ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის მოამზადებს, განაცხადა მინისტრმა გივი მიქანაძემ.2026 წლის თებერვალში საქართველოს პარლამენტმა მიიღო ცვლილებები კანონში „ზოგადი განათლების შესახებ“, რომელიც სასკოლო სისტემის მასშტაბურ რეფორმას ითვალისწინებს. სკოლის საშუალო საფეხურის ხანგრძლივობა განისაზღვრება X-XI კლასებით, ხოლო მე-12 კლასი იქნება არჩევითი და მსურველებს წინასწარი რეგისტრაციის საფუძველზე შესაძლებლობა ექნებათ სწავლა გააგრძელონ მე-12 კლასში.2027-2028 სასწავლო წლიდან მე-11 კლასელებისთვის სკოლებში იქნება ორგანიზებული რეპეტიტორიუმი, რაც საშუალებას მისცემს მოსწავლეებს მოემზადონ ეროვნული გამოცდებისთვის.“ინტენსიურად იწყება მუშაობა იმ სახელმძღვანელოებისთვის, რომელიც რეპეტიტორიუმისთვის უნდა იყოს გამოყენებული. ასევე, უახლოეს პერიოდში მოხდება პედაგოგების შერჩევა რეპეტიტორიუმისთვის, მათი გადამზადება და მათი მომზადება იმისთვის, რომ შემდეგი სასწავლო წლის დასაწყისში, უკვე რეპეტიტორიუმი ოფიციალურად ჩაეშვას“, - აღნიშნა მიქანაძემ.როგორც მიქანაძემ აღნიშნა, სამინისტრო მუშაობს იმაზე რომ პროდუქტიულობის გაზრდის მიზნით, რეპეტიტორიუმის ფარგლებში შექმნილ ჯგუფებში ათ-ათი მოსწავლე იყოს.„რეპეტიტორიუმში ვერ იქნება 29-ბავშვიანი ჯგუფები, აქ იქნება ბევრად უფრო შემცირებული რაოდენობის ჯგუფები, მინიმუმ ნახევარი. თუმცა ვცდილობთ გამოვნახოთ შესაძლებლობა, რომ იქნებ 10-ბავშვიანი ჯგუფები გავაკეთოთ, იმისთვის, რომ ეს გადამზადება 3-4 საგანში, რომელიც მათ ეროვნულ გამოცდებზე უნდა ჩააბარონ, მაქსიმალურად ეფექტიანი იყოს“, - აღნიშნა მინისტრმა.მიქანაძის თქმით, სიახლის მიზანია მოსწავლემ ისე დაამთავროს სკოლა, რომ მას თავისუფლად შეეძლოს ეროვნული გამოცდების ბარიერის დაძლევა და შესაბამის უნივერსიტეტში სწავლის გაგრძელება.საქართველოში ზოგადი განათლების რეფორმა ასევე მოიცავს საჯარო სკოლებისთვის სტანდარტიზებულ სახელმძღვანელოებსა და სასწავლო გეგმებს, 1-6 კლასების მოსწავლეებისთვის სავალდებულო სასკოლო ფორმებს და გაჯეტების გამოყენების ახალ რეგულაციებს.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2026
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/02/01/250765097_170:0:2901:2048_1920x0_80_0_0_f36a7e6895dca83ec14d332f41fe2446.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, განათლება საქართველოში , საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო , საზოგადოება
ახალი ამბები, საქართველო, განათლება საქართველოში , საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო , საზოგადოება
საქართველოში ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩასაბარებლად მოსწავლეების მომზადებას გააძლიერებენ
სასკოლო განათლების რეფორმის ფარგლებში, განათლების სამინისტრო უშუალოდ სკოლებში ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის მოსამზადებლად ახალ სისტემას ამზადებს
თბილისი, 25 აგვისტო - Sputnik. საქართველოს განათლების სამინისტრომ დაიწყო სასწავლო მასალების შემუშავება და მასწავლებლების მომზადება რეპეტიტორიუმის პროგრამისთვის, რომელიც უშუალოდ სკოლებში დამამთავრებელი კლასის მოსწავლეებს სპეციალურად ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის მოამზადებს, განაცხადა მინისტრმა გივი მიქანაძემ.
2026 წლის თებერვალში საქართველოს პარლამენტმა მიიღო ცვლილებები კანონში „ზოგადი განათლების შესახებ“, რომელიც სასკოლო სისტემის მასშტაბურ რეფორმას ითვალისწინებს. სკოლის საშუალო საფეხურის ხანგრძლივობა განისაზღვრება X-XI კლასებით, ხოლო მე-12 კლასი იქნება არჩევითი და მსურველებს წინასწარი რეგისტრაციის საფუძველზე შესაძლებლობა ექნებათ სწავლა გააგრძელონ მე-12 კლასში.
2027-2028 სასწავლო წლიდან მე-11 კლასელებისთვის სკოლებში იქნება ორგანიზებული რეპეტიტორიუმი, რაც საშუალებას მისცემს მოსწავლეებს მოემზადონ ეროვნული გამოცდებისთვის.
“ინტენსიურად იწყება მუშაობა იმ სახელმძღვანელოებისთვის, რომელიც რეპეტიტორიუმისთვის უნდა იყოს გამოყენებული. ასევე, უახლოეს პერიოდში მოხდება პედაგოგების შერჩევა რეპეტიტორიუმისთვის, მათი გადამზადება და მათი მომზადება იმისთვის, რომ შემდეგი სასწავლო წლის დასაწყისში, უკვე რეპეტიტორიუმი ოფიციალურად ჩაეშვას“, - აღნიშნა მიქანაძემ.
როგორც მიქანაძემ აღნიშნა, სამინისტრო მუშაობს იმაზე რომ პროდუქტიულობის გაზრდის მიზნით, რეპეტიტორიუმის ფარგლებში შექმნილ ჯგუფებში ათ-ათი მოსწავლე იყოს.
„რეპეტიტორიუმში ვერ იქნება 29-ბავშვიანი ჯგუფები, აქ იქნება ბევრად უფრო შემცირებული რაოდენობის ჯგუფები, მინიმუმ ნახევარი. თუმცა ვცდილობთ გამოვნახოთ შესაძლებლობა, რომ იქნებ 10-ბავშვიანი ჯგუფები გავაკეთოთ, იმისთვის, რომ ეს გადამზადება 3-4 საგანში, რომელიც მათ ეროვნულ გამოცდებზე უნდა ჩააბარონ, მაქსიმალურად ეფექტიანი იყოს“, - აღნიშნა მინისტრმა.
მიქანაძის თქმით, სიახლის მიზანია მოსწავლემ ისე დაამთავროს სკოლა, რომ მას თავისუფლად შეეძლოს ეროვნული გამოცდების ბარიერის დაძლევა და შესაბამის უნივერსიტეტში სწავლის გაგრძელება.
საქართველოში ზოგადი განათლების რეფორმა ასევე მოიცავს საჯარო სკოლებისთვის სტანდარტიზებულ სახელმძღვანელოებსა და სასწავლო გეგმებს, 1-6 კლასების მოსწავლეებისთვის სავალდებულო სასკოლო ფორმებს და გაჯეტების გამოყენების ახალ რეგულაციებს.