რამდენი აბიტურიენტი ჩაირიცხა უმაღლეს სასწავლებლებში და რამდენი ჩაიჭრა - ახალი ინფორმაცია

© Naecაბიტურიენტები გამოცდებზე
აბიტურიენტები გამოცდებზე - Sputnik საქართველო, 1920, 25.08.2026
გამოწერა
8.150-ზე მეტმა აბიტურიენტმა მინიმალური კომპეტენციის ზღვარი ვერ გადალახა.
თბილისი, 25 აგვისტო — Sputnik. 2026 წელს ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგების საფუძველზე უმაღლეს და პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებებში სწავლის უფლება 34.150-მა აბიტურიენტმა მოიპოვა. ინფორმაციას შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი ავრცელებს.
აღსანიშნავია, რომ ერთიან ეროვნულ გამოცდების ჩასაბარებლად დარეგისტრირდა 45 ათასზე მეტი აბიტურიენტი. აქედან გამოცდებზე 94%-მდე გამოცხადდა. შესაბამისად, 8.150-ზე მეტმა აბიტურიენტმა მინიმალური კომპეტენციის ზღვარი ვერ გადალახა.
საბაკალავრო საფეხურზე ისწავლის 29.481 აბიტურიენტი. მათგან, სახელმწიფოს მიერ დაფუძნებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში ჩაირიცხა 17.862 აბიტურიენტი, ხოლო კერძო უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში 11.619 აბიტურიენტი.
პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე სწავლის გაგრძელების უფლება მოიპოვა 3.141-მა აბიტურიენტმა (1.322 - სახელმწიფო პროფესიულ სასწავლებელში, 1.819 - კერძო პროფესიულ სასწავლებელში).
ქართულ ენაში მომზადების პროგრამაზე ჩაირიცხა 1.528 გამოსაცდელი (სახელმწიფო უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში - 1.495, კერძო უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში - 33).
შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი შეახსენებს აბიტურიენტებს, რომ ხელშეკრულების გასაფორმებლად აუცილებლად დაუკავშირდნენ იმ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებას, სადაც მოიპოვეს სწავლის უფლება.
იმის გასაგებად, მოიპოვა თუ არა სწავლის უფლება შესაბამის საგანმანათლებლო პროგრამაზე, გამოსაცდელი უნდა შევიდეს ვებგვერდზე online.naec.ge, შესაბამის ველში კი მიუთითოს პირადი ნომერი და პაროლი.
უმაღლესი განათლების რეფორმის ფარგლებში, წელს აბიტურიენტებს მიეცათ შესაძლებლობა, მათთვის სასურველი რაოდენობის უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამებთან ერთად პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამებიც აერჩიათ.
ამასთანავე, სახელმწიფო უზრუნველყოფს იმ აბიტურიენტების სრულ დაფინანსებას, რომელთაც სწავლის უფლება მოიპოვეს სახელმწიფოს მიერ დაფუძნებულ უმაღლეს და პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებებში.
ყველა ახალი ამბავი
0