მშობლები სასკოლო ფორმის შეძენას ონლაინ შეძლებენ - განათლების სამინისტრო

© photo: Sputnik / Stringerგანათლების სამინისტრო
განათლების სამინისტრო - Sputnik საქართველო, 1920, 25.08.2026
გამოწერა
1-14 სექტემბერს ფორმები ონლაინ მხოლოდ პირველკლასელებისთვის გაიყიდება.
თბილისი, 25 აგვისტო - Sputnik.პირველკლასელების მშობლები სარეალიზაციო პუნქტების გარდა სასკოლო ფორმების შეძენას შეძლებენ სპეციალიზებულ ელექტრონულ ონლაინ-პლატფორმაზე formebi.emis.ge, ნათქვამია განათლების სამინისტროს განცხადებაში.
I–VI კლასების სასკოლო ფორმები ჩინეთში შეიკერა. 1,8 მლნ კომპლექტის წარმოება 45,6 მლნ ლარი დაჯდა.
1-14 სექტემბერს ფორმები ონლაინ მხოლოდ პირველკლასელებისთვის გაიყიდება.
განათლების სამინისტროს ინფორმაციით, ონლაინ შენაძენის სახლამდე მიტანას „საქართველოს ფოსტა“ უზრუნველყოფს.
რამდენიმე ბანკს პირველკლასელებისთვის სასკოლო ბარათის გაფორმებისას აქვს ფასდაკლება სასკოლო ფორმაზე. ყველა შეთავაზება ონლაინ-პლატფორმაზეა ხელმისაწვდომი.
გარკვეული კატეგორიის მოსწავლეები სასკოლო ფორმას უფასოდ მიიღებენ.
სასკოლო ფორმის ფასი:
პიჯაკი (გოგონებისა და ბიჭებისთვის) – 45 ლარი
შარვალი - 25 ლარი
ქვედაბოლო - 25 ლარი
საქართველოში სასკოლო ფორმა ლურჯი ფერის იქნება (პიჯაკი და შარვალი — ბიჭებისთვის, პიჯაკი და ქვედაბოლო ან შარვალი — გოგონებისთვის). ამასთან, ქვედაბოლოს არჩევა შესაძლებელი იქნება როგორც მოკლე, ისე გრძელი.
ფორმა ხელმისაწვდომია სამ ზომაში, გათვლილი არის სხვადასხვა სიმაღლეზე და დამზადებულია პოლიესტერისგან, სუნთქვადი, ჰიპოალერგიული სარჩულით.
ყველა ახალი ამბავი
0