ირაკლი ღარიბაშვილი ციხიდან ხელისუფლებას ემუქრება

© Government of Georgiaირაკლი ღარიბაშვილი
ირაკლი ღარიბაშვილი - Sputnik საქართველო, 1920, 25.08.2026
გამოწერა
ირაკლი ღარიბაშვილს მიაჩნია, რომ ის პოლიტიკური პროცესის ფიგურანტია
თბილისი, 25 აგვისტო - Sputnik. საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრმა, მსჯავრდებულმა ირაკლი ღარიბაშვილმა, რომელსაც ახალი კორუფციული ბრალდებები აქვს წაყენებული, ხელისუფლებას დაიმუქრა, რომ სიმართლეს იტყვის.
ირაკლი ღარიბაშვილს, რომელსაც 2026 წლის დასაწყისში ფულის გათეთრებისთვის ხუთი წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა, ორშაბათს, 24 აგვისტოს, ახალი ბრალი წაუყენეს - ამჟამად ქრთამის აღება.
„მოსახდენი უკვე მოხდა, ამიტომ, ჩემი ერთადერთი გზა და ბრძოლის იარაღი ჩემი სიმართლეა. ვაპირებ, საჯაროდ ვესაუბრო საზოგადოებას და ვუთხრა ჩემი სიმართლე. დაე, ხალხმა განსაჯოს!“ - წერს ღარიბაშვილი.
მან ასევე განაცხადა, რომ აღარ დაესწრება ახალ ბრალდებასთან დაკავშირებულ სასამართლო სხდომებს, ერთ-ერთი მათგანი კი 19 ოქტომბერს ჩაინიშნა.
„მე აღარ ვაპირებ ამ სამარცხვინო და ჩვენი ქვეყნისთვის შეურაცხმყოფელ პოლიტიკურ მასკარადში მონაწილეობას. შესაბამისად, არც სასამართლო პროცესში მივიღებ მონაწილეობას. ჩემს ინტერესებს მხოლოდ ჩემი ადვოკატები წარმოადგენენ და დაიცავენ“, - დაწერა ღარიბაშვილმა.
ექს-პრემიერის თქმით, მას მიაჩნია, რომ ეს სასამართლო პოლიტიკური პროცესია.
„აქვე ვაცხადებ, რომ ჩემი ამ გადაწყვეტილებით არავის შეურაცხყოფას არ ვაყენებ — არც პროკურორებს და არც მოსამართლეებს. უბრალოდ, მხოლოდ იმიტომ, რომ ეს არის პოლიტიკური პროცესი და ვიცი, რა და როგორ მართავს პოლიტიკურ პროცესს სისტემა“, - დაწერა მან.
გასულ კვირაში საქართველოს ექს-პრემიერმა ირაკლი ღარიბაშვილმა რამდენიმე წერილი გამოაქვეყნა, მათ შორის ერთ-ერთი, რომელიც მას 2026 წლის ივლისში გაეგზავნა, სავარაუდოდ, რეგიონების მინისტრის, მამუკა მდინარაძისგან იყო. წერილში იყო ნათქვამი, რომ მის წინააღმდეგ ახალი სისხლის სამართლის საქმე მზადდება, რათა თავიდან იქნას აცილებული მისი პოლიტიკაში დაბრუნება. მდინარაძემ ღარიბაშვილის ბრალდებებს აბსურდი უწოდა.
მმართველი პარტიის წარმომადგენლები დარწმუნებულები არიან, რომ ღარიბაშვილი ციხიდან გამოგზავნილი წერილებით საზოგადოებრივი აზრის თავის მხარეს გადაბირებას ცდილობს.
საქართველოს პროკურატურამ ღარიბაშვილის წინააღმდეგ ახალი სისხლის სამართლის საქმის გამოძიება 12 აგვისტოს, პირველი წერილის გამოქვეყნებამდე დაიწყო.
პროკურატურის ცნობით, პრემიერ-მინისტრობის დროს ღარიბაშვილმა 750.000 ლარის ოდენობის ქრთამი აიღო თავდაცვის სამინისტროს მიერ სამედიცინო აღჭურვილობის შესაძენად კორუფციული სქემისა და თაღლითური ტენდერების ხელშეწყობისთვის.
ღარიბაშვილის წინააღმდეგ ჩვენება მისცეს ამ საქმეში დამნაშავედ ცნობილმა თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა ჯუანშერ ბურჭულაძემ და მისმა ნათესავმა, ალექსანდრე მხეიძემ.
ყველა ახალი ამბავი
0