ყაჩაღობისთვის თბილისში ორი პირი დააკავეს, ერთ-ერთი არასრულწლოვანია

© photo: Sputnik / Stringerსაპატრულო პოლიცია
საპატრულო პოლიცია - Sputnik საქართველო, 1920, 24.08.2026
გამოწერა
ბრალდებულებმა თბილისში მძიმე ფიზიკური დაზიანებები მიაყენეს მოქალაქეს, პირად ნივთები და თანხა წაართვეს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ.
თბილისი, 24 აგვისტო — Sputnik. პოლიციამ ჯგუფურად ჩადენილი ყაჩაღობისა და ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ბრალდებით ორი პირი დააკავა, მათ შორის, ერთი არასრულწლოვანია, იუწყება შინაგან საქმეთა სამინისტრო.
გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა თბილისში მძიმე ფიზიკური დაზიანებები მიაყენეს მოქალაქეს, პირადი ნივთები და თანხა წაართვეს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ.
დაშავებულს სამედიცინო დახმარება კლინიკაში გაეწია.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე და 179-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც 9 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
ყველა ახალი ამბავი
0