სამართალდამცველებმა დააკავეს მამა, რომელიც შვილებს მათხოვრობას აიძულებდა

© photo: Sputnik / Stringerმოწყალების მთხოვნელი ბავშვი
მოწყალების მთხოვნელი ბავშვი - Sputnik საქართველო, 1920, 24.08.2026
გამოწერა
დაკავებულს ბრალის დამტკიცების შემთხვვეაში 17 წლამდე პატიმრობა ემუქრება.
თბილისი, 24 აგვისტო — Sputnik. სამართალდამცველებმა არასრულწლოვნების მიმართ განხორციელებული ტრეფიკინგის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს, იუწყება შინაგან საქმეთა სამინისტრო.
გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული მამაკაცი არასრულწლოვან შვილებს ფსიქოლოგიური და ფიზიკური ძალადობის გამოყენებით, თბილისში მოწყალების თხოვნას აიძულებდა, მათ მიერ შეგროვებულ თანხას კი თავად ისაკუთრებდა.
"ამ ეტაპზე, დაზარალებულები სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოს სერვისცენტრში არიან განთავსებულნი, მათ ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება", - აღნიშულია ინფორმაციაში.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე სეკუნდა მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით მიმდინარეობს, რაც 17 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
ყველა ახალი ამბავი
0