https://sputnik-georgia.com/20260824/raribasvilis-werilebi-mis-braldebas-ukavsirdeba-qartuli-ocneba-eqs-premierze-300269462.html
ღარიბაშვილის წერილები მის ბრალდებას უკავშირდება - „ქართული ოცნება“ ექს-პრემიერზე
ღარიბაშვილის წერილები მის ბრალდებას უკავშირდება - „ქართული ოცნება“ ექს-პრემიერზე
Sputnik საქართველო
საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ ღარიბაშვილის წინააღმდეგ ახალი სისხლის სამართლის საქმის გამოძიება 12 აგვისტოს, პირველი წერილის გამოქვეყნებამდე დაიწყო. 24.08.2026-ს, Sputnik საქართველო
2026-08-24T15:43+0400
2026-08-24T15:43+0400
2026-08-24T15:43+0400
ახალი ამბები
საქართველო
პოლიტიკა საქართველოში
ირაკლი ღარიბაშვილი
ქართული ოცნება
ჯუანშერ ბურჭულაძე
საქართველო კორუფციის წინააღმდეგ
საქართველოს პროკურატურა
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/09/05/259328510_0:97:3067:1822_1920x0_80_0_0_11f2d1cecae08ef5c35f4237ff547a76.jpg
თბილისი, 24 აგვისტო - Sputnik. მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებმა საქართველოს ექს-პრემიერ ირაკლი ღარიბაშვილის მიერ ციხიდან გამოქვეყნებული წერილები მის ახალ ბრალდებას დაუკავშირეს.ორშაბათს, 24 აგვისტოს, პროკურატურამ განაცხადა, რომ ფულის გათეთრებისთვის უკვე გასამართლებულ ღარიბაშვილს თავდაცვის სამინისტროსთან დაკავშირებულ კორუფციულ საქმეში ქრთამის აღების ფაქტზე ბრალი წაუყენეს.მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ კიდევ ერთმა წარმომადგენელმა, ლევან მაჭავარიანმა, განაცხადა, რომ ღარიბაშვილი ცდილობდა საკითხის ხელოვნურად პოლიტიზირებას, რადგან იცოდა მის წინააღმდეგ წაყენებული კონკრეტული ბრალდებების შესახებ.„ვიდრე გამოძიება არ დასრულდება და სასამართლო განაჩენს არ გამოიტანს, მე ვერ ვიტყვი მას დანაშაული ჩადენილი აქვს თუ არა აქვს ჩადენილი, თუმცა ლოგიკა იმას გვკარნახობს, რომ ყველაფრისგან თავის დაზღვევა უნდოდა. ძალიან ცუდია, რომ მან ამ მეთოდებით რაღაც ტიპის პოლიტიზება დაიწყო, რასაც ბრძოლასაც ვერ დავარქმევ და რაც მას ნამდვილად არ ეკადრება“, - განაცხადა მაჭავარიანმა.ხოლო პარლამენტის იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარე არჩილ გორდულაძე თავის გამონათქვამებში უფრო ხისტი იყო და ღარიბაშვილის წერილებს „ეპისტოლარული მასკარადის დადგმის მცდელობა“ უწოდა.„როგორც ჩანს, ეპისტოლარული მასკარადის დადგმის მცდელობა ირაკლი ღარიბაშვილის მხრიდან მიზანმიმართული საკუთარი თავის დაცვის მცდელობა იყო. ჩვენ ვიცით რომ, პოლიტიკაში ჩართულ ადამიანებს, ყოფილ თანამდებობის პირებს, საქართველოში იქნება თუ სხვა ქვეყნებში, ხშირად სჩვევიათ ხოლმე საკუთარი დანაშაულის გადასაფარად სხვადასხვა პოლიტიკური ინსინუაციების წარმოება, რაც ვნახეთ კიდეც“, - განაცხადა გორდულაძემ.მისი თქმით, ის წერილებს საკუთარი თავის გადასარჩენად წერდა.გასულ კვირაში საქართველოს ექს-პრემიერმა ირაკლი ღარიბაშვილმა რამდენიმე წერილი გამოაქვეყნა, მათ შორის ერთ-ერთი, რომელიც მას 2026 წლის ივლისში გაეგზავნა, სავარაუდოდ, რეგიონების მინისტრის, მამუკა მდინარაძისგან იყო. წერილში იყო ნათქვამი, რომ მის წინააღმდეგ ახალი სისხლის სამართლის საქმე მზადდება, რათა თავიდან იქნას აცილებული მისი პოლიტიკაში დაბრუნება.საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ ღარიბაშვილის წინააღმდეგ ახალი სისხლის სამართლის საქმის გამოძიება 12 აგვისტოს, პირველი წერილის გამოქვეყნებამდე დაიწყო.პროკურატურის ცნობით, პრემიერ-მინისტრობის დროს ღარიბაშვილმა 750.000 ლარის ოდენობის ქრთამი აიღო თავდაცვის სამინისტროს მიერ სამედიცინო აღჭურვილობის შესაძენად კორუფციული სქემისა და თაღლითური ტენდერების ხელშეწყობისთვის.ღარიბაშვილის წინააღმდეგ ჩვენება მისცეს ამ საქმეში დამნაშავედ ცნობილმა თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა ჯუანშერ ბურჭულაძემ და მისმა ნათესავმა, ალექსანდრე მხეიძემ.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2026
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/09/05/259328510_254:0:2983:2047_1920x0_80_0_0_1558715574a691ae1b0f4048d787dd88.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, პოლიტიკა საქართველოში, ირაკლი ღარიბაშვილი , ქართული ოცნება , ჯუანშერ ბურჭულაძე, საქართველო კორუფციის წინააღმდეგ, საქართველოს პროკურატურა
ახალი ამბები, საქართველო, პოლიტიკა საქართველოში, ირაკლი ღარიბაშვილი , ქართული ოცნება , ჯუანშერ ბურჭულაძე, საქართველო კორუფციის წინააღმდეგ, საქართველოს პროკურატურა
ღარიბაშვილის წერილები მის ბრალდებას უკავშირდება - „ქართული ოცნება“ ექს-პრემიერზე
საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ ღარიბაშვილის წინააღმდეგ ახალი სისხლის სამართლის საქმის გამოძიება 12 აგვისტოს, პირველი წერილის გამოქვეყნებამდე დაიწყო.
თბილისი, 24 აგვისტო - Sputnik. მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებმა საქართველოს ექს-პრემიერ ირაკლი ღარიბაშვილის მიერ ციხიდან გამოქვეყნებული წერილები მის ახალ ბრალდებას დაუკავშირეს.
ორშაბათს, 24 აგვისტოს, პროკურატურამ განაცხადა, რომ ფულის გათეთრებისთვის უკვე გასამართლებულ ღარიბაშვილს თავდაცვის სამინისტროსთან დაკავშირებულ კორუფციულ საქმეში ქრთამის აღების ფაქტზე ბრალი წაუყენეს.
„სავარაუდოდ მას ჰქონდა ინფორმაცია იმ სხვადასხვა საკითხზე, რომელზეც მიმდინარეობდა გამოძიება და ალბათ პრევენციული სახის განცხადება ჰქონდა. ყოფილი პოლიტიკოსები ზოგადად ხშირად იყენებენ აღნიშნულ მეთოდს და სამართლებრივი საკითხების პოლიტიკურ ჭრილი გადაყვანა ხდება ხოლმე“, - განაცხადა კახა კალაძემ.
მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ კიდევ ერთმა წარმომადგენელმა, ლევან მაჭავარიანმა, განაცხადა, რომ ღარიბაშვილი ცდილობდა საკითხის ხელოვნურად პოლიტიზირებას, რადგან იცოდა მის წინააღმდეგ წაყენებული კონკრეტული ბრალდებების შესახებ.
„ვიდრე გამოძიება არ დასრულდება და სასამართლო განაჩენს არ გამოიტანს, მე ვერ ვიტყვი მას დანაშაული ჩადენილი აქვს თუ არა აქვს ჩადენილი, თუმცა ლოგიკა იმას გვკარნახობს, რომ ყველაფრისგან თავის დაზღვევა უნდოდა. ძალიან ცუდია, რომ მან ამ მეთოდებით რაღაც ტიპის პოლიტიზება დაიწყო, რასაც ბრძოლასაც ვერ დავარქმევ და რაც მას ნამდვილად არ ეკადრება“, - განაცხადა მაჭავარიანმა.
ხოლო პარლამენტის იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარე არჩილ გორდულაძე თავის გამონათქვამებში უფრო ხისტი იყო და ღარიბაშვილის წერილებს „ეპისტოლარული მასკარადის დადგმის მცდელობა“ უწოდა.
„როგორც ჩანს, ეპისტოლარული მასკარადის დადგმის მცდელობა ირაკლი ღარიბაშვილის მხრიდან მიზანმიმართული საკუთარი თავის დაცვის მცდელობა იყო. ჩვენ ვიცით რომ, პოლიტიკაში ჩართულ ადამიანებს, ყოფილ თანამდებობის პირებს, საქართველოში იქნება თუ სხვა ქვეყნებში, ხშირად სჩვევიათ ხოლმე საკუთარი დანაშაულის გადასაფარად სხვადასხვა პოლიტიკური ინსინუაციების წარმოება, რაც ვნახეთ კიდეც“, - განაცხადა გორდულაძემ.
მისი თქმით, ის წერილებს საკუთარი თავის გადასარჩენად წერდა.
გასულ კვირაში საქართველოს ექს-პრემიერმა ირაკლი ღარიბაშვილმა რამდენიმე წერილი გამოაქვეყნა, მათ შორის ერთ-ერთი, რომელიც მას 2026 წლის ივლისში გაეგზავნა, სავარაუდოდ, რეგიონების მინისტრის, მამუკა მდინარაძისგან იყო. წერილში იყო ნათქვამი, რომ მის წინააღმდეგ ახალი სისხლის სამართლის საქმე მზადდება, რათა თავიდან იქნას აცილებული მისი პოლიტიკაში დაბრუნება.
საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ ღარიბაშვილის წინააღმდეგ ახალი სისხლის სამართლის საქმის გამოძიება 12 აგვისტოს, პირველი წერილის გამოქვეყნებამდე დაიწყო.
პროკურატურის ცნობით, პრემიერ-მინისტრობის დროს ღარიბაშვილმა 750.000 ლარის ოდენობის ქრთამი აიღო თავდაცვის სამინისტროს მიერ სამედიცინო აღჭურვილობის შესაძენად კორუფციული სქემისა და თაღლითური ტენდერების ხელშეწყობისთვის.
ღარიბაშვილის წინააღმდეგ ჩვენება მისცეს ამ საქმეში დამნაშავედ ცნობილმა თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა ჯუანშერ ბურჭულაძემ და მისმა ნათესავმა, ალექსანდრე მხეიძემ.