https://sputnik-georgia.com/20260824/irakli-raribasvils-axali-brali-warudgines-300254159.html
ირაკლი ღარიბაშვილს ახალი ბრალი წარუდგინეს
ირაკლი ღარიბაშვილს ახალი ბრალი წარუდგინეს
Sputnik საქართველო
გამოძიების ვერსიით, ღარიბაშვილმა 750 ათასი ლარი ქრთამი აიღო სამედიცინო აღჭურვილობის გაბერილ ფასებში თაღლითური შესყიდვების სქემის მფარველობის სანაცვლოდ 24.08.2026-ს, Sputnik საქართველო
2026-08-24T11:28+0400
2026-08-24T11:28+0400
2026-08-24T11:33+0400
ახალი ამბები
საქართველო
საქართველო კორუფციის წინააღმდეგ
ირაკლი ღარიბაშვილი
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/01/1a/285923534_0:0:1024:576_1920x0_80_0_0_e7e4e72c3d09c6067d102468653d1a54.jpg
თბილისი, 24 აგვისტო — Sputnik. საქართველოს ყოფილ პრემიერ-მინისტრ, ფულის გათეთრებისთვის პატიმრობაში მყოფ ირაკლი ღარიბაშვილს ახალი ბრალი - ქრთამის აღება - წარუდგინეს.გამოძიების თანახმად, საუბარია თავდაცვის სამინისტროს მიერ სამედიცინო აღჭურვილობის თაღლითური შესყიდვების სქემას გაბერილ ფასებში და ღარიბაშვილის მიერ, რომელიც იმ დროს პრემიერ-მინისტრის პოსტს იკავებდა, მფარველობის სანაცვლოდ 750.000 ლარის ქრთამის აღებას.პროკურატურამ ირაკლი ღარიბაშვილს ბრალდება წარუდგინა საქართველოს სსკ-ის 338-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ა“, ,,გ“ ქვეპუნქტებითა და მესამე ნაწილის ,,ე“ ქვეპუნქტით, რაც გულისხმობს სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის მქონე პირის მიერ, ჯგუფურად განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღებას და სასჯელის სახით 11-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.ღარიბაშვილის ძველი საქმესაქართველოს ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა აღიარა გამოძიებასთან, რომ 2019-დან 2024 წლამდე, თავდაცვის მინისტრისა და პრემიერ-მინისტრის თანამდებობებზე მუშაობისას, იგი ფარულად ეწეოდა სხვადასხვა ბიზნეს საქმიანობას და განსაკუთრებით დიდი რაოდენობით უკანონო შემოსავალი მიიღო. საუბარია დაახლოებით 5 მილიონი ლარის უკანონო შემოსავლის გათეთრებაზე.ჩხრეკის დროს ამოიღეს ნაღდი ფული, ოქროს სამკაულები და ძვირადღირებული ნახატები.ღარიბაშვილის საქმე სასამართლომდე არ მოსულა. 2026 წლის იანვარში, დაკავებიდან ორი თვის შემდეგ, მან პროკურატურასთან საპროცესო გარიგება დადო, აღიარა ფულის გათეთრების ბრალდება და დათანხმდა ხუთწლიან თავისუფლების აღკვეთას და 1 მილიონი ლარის ოდენობის ჯარიმას.გარდა ამისა, ღარიბაშვილს ჩამოერთვა დანაშაულებრივი საქმიანობით მიღებული შემოსავალი, ხოლო მისი სახლის ჩხრეკის დროს ამოღებული თანხა სახელმწიფოს შემოსავალში აისახა.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2026
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/01/1a/285923534_128:0:896:576_1920x0_80_0_0_b0b7eb59223ccae698808263833b428a.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, საქართველო კორუფციის წინააღმდეგ, ირაკლი ღარიბაშვილი
ახალი ამბები, საქართველო, საქართველო კორუფციის წინააღმდეგ, ირაკლი ღარიბაშვილი
ირაკლი ღარიბაშვილს ახალი ბრალი წარუდგინეს
11:28 24.08.2026 (განახლებულია: 11:33 24.08.2026) გამოძიების ვერსიით, ღარიბაშვილმა 750 ათასი ლარი ქრთამი აიღო სამედიცინო აღჭურვილობის გაბერილ ფასებში თაღლითური შესყიდვების სქემის მფარველობის სანაცვლოდ
თბილისი, 24 აგვისტო — Sputnik. საქართველოს ყოფილ პრემიერ-მინისტრ, ფულის გათეთრებისთვის პატიმრობაში მყოფ ირაკლი ღარიბაშვილს ახალი ბრალი - ქრთამის აღება - წარუდგინეს.
გამოძიების თანახმად, საუბარია თავდაცვის სამინისტროს მიერ სამედიცინო აღჭურვილობის თაღლითური შესყიდვების სქემას გაბერილ ფასებში და ღარიბაშვილის მიერ, რომელიც იმ დროს პრემიერ-მინისტრის პოსტს იკავებდა, მფარველობის სანაცვლოდ 750.000 ლარის ქრთამის აღებას.
პროკურატურამ ირაკლი ღარიბაშვილს ბრალდება წარუდგინა საქართველოს სსკ-ის 338-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ა“, ,,გ“ ქვეპუნქტებითა და მესამე ნაწილის ,,ე“ ქვეპუნქტით, რაც გულისხმობს სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის მქონე პირის მიერ, ჯგუფურად განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღებას და სასჯელის სახით 11-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
საქართველოს ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა აღიარა გამოძიებასთან, რომ 2019-დან 2024 წლამდე, თავდაცვის მინისტრისა და პრემიერ-მინისტრის თანამდებობებზე მუშაობისას, იგი ფარულად ეწეოდა სხვადასხვა ბიზნეს საქმიანობას და განსაკუთრებით დიდი რაოდენობით უკანონო შემოსავალი მიიღო. საუბარია დაახლოებით 5 მილიონი ლარის უკანონო შემოსავლის გათეთრებაზე.
ჩხრეკის დროს ამოიღეს ნაღდი ფული, ოქროს სამკაულები და ძვირადღირებული ნახატები.
ღარიბაშვილის საქმე სასამართლომდე არ მოსულა. 2026 წლის იანვარში, დაკავებიდან ორი თვის შემდეგ, მან პროკურატურასთან საპროცესო გარიგება დადო, აღიარა ფულის გათეთრების ბრალდება და დათანხმდა ხუთწლიან თავისუფლების აღკვეთას და 1 მილიონი ლარის ოდენობის ჯარიმას.
გარდა ამისა, ღარიბაშვილს ჩამოერთვა დანაშაულებრივი საქმიანობით მიღებული შემოსავალი, ხოლო მისი სახლის ჩხრეკის დროს ამოღებული თანხა სახელმწიფოს შემოსავალში აისახა.