ჰილარისა და ნორგეის მარშრუტით: გზა ევერესტისკენ ფოტოებში
ჰილარისა და ნორგეის მარშრუტით: გზა ევერესტისკენ ფოტოებში
Sputnik საქართველო
ათწლეულების განმავლობაში ეს ბილიკები, რომლებიც ხანდახან ისეთი ვიწროა, რომ ორ ადამიანსაც კი გაუჭირდება გვერდის აქცევა, წარმოადგენს ერთადერთ სახმელეთო მარშრუტს... 24.08.2026-ს, Sputnik საქართველო
ევერესტის პირველი დამპყრობლები – ბრიტანელები ჯორჯ მელორი და სენდი ირვინი, რომელთა სავარაუდო წარმატების შესახებ დავა უკვე ას წელზე მეტია გრძელდება – პლანეტის უმაღლეს მწვერვალზე ტიბეტის მხრიდან ადიოდნენ. მათი მარშრუტი დღეს ისეთი პოპულარული არ არის, როგორც ის გზა, რომლითაც ახალზელანდიელი ედმუნდ ჰილარი და ნეპალელი შერპა ტენცინგ ნორგეი ავიდნენ. ამ უკანასკნელთა ასვლა ევერესტზე 1953 წლის 29 მაისს მწვერვალის პირველ დადასტურებულ დაპყრობად ითვლება.
ათწლეულების განმავლობაში ეს ბილიკები, რომლებიც ხანდახან ისეთი ვიწროა, რომ ორ ადამიანსაც კი გაუჭირდება გვერდის აქცევა, წარმოადგენს ერთადერთ სახმელეთო მარშრუტს ალპინისტების მთავარი საწყისი პუნქტისკენ – ევერესტის საბაზო ბანაკისკენ
ევერესტის პირველი დამპყრობლები – ბრიტანელები ჯორჯ მელორი და სენდი ირვინი, რომელთა სავარაუდო წარმატების შესახებ დავა უკვე ას წელზე მეტია გრძელდება – პლანეტის უმაღლეს მწვერვალზე ტიბეტის მხრიდან ადიოდნენ. მათი მარშრუტი დღეს ისეთი პოპულარული არ არის, როგორც ის გზა, რომლითაც ახალზელანდიელი ედმუნდ ჰილარი და ნეპალელი შერპა ტენცინგ ნორგეი ავიდნენ. ამ უკანასკნელთა ასვლა ევერესტზე 1953 წლის 29 მაისს მწვერვალის პირველ დადასტურებულ დაპყრობად ითვლება.
1/29
თანამედროვე მარშრუტი ნეპალის დედაქალაქ კატმანდუდან იწყება.
ეს არის უნიკალური ატმოსფეროს მქონე ქალაქი, რომელმაც შეიძლება ქაოსის შთაბეჭდილება დატოვოს – ქუჩის დაუსრულებელი ხმაურისა და გზებზე ქაოსური მოძრაობის გამო...
3/29
...ასევე აღფრთოვანებაც [გამოიწვიოს] – თავისი განუმეორებელი არქიტექტურული ავთენტურობით: ბუდას სტუპებით, ტაძრებით, ვიწრო ქუჩებითა და მოვაჭრეების მრავალრიცხოვანი დუქნებით.
კატმანდუდან, მრავალდღიანი საფეხმავლო გადასვლის ნაცვლად (როგორც ეს 1950-იან წლებში იყო), ალპინისტები და თრექინგის მოყვარულები დაახლოებით ერთ საათში თვითმფრინავით ან ვერტმფრენით მიფრინავენ ლუკლაში – მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე სახიფათო აეროპორტში.
რაც თავისებურად ლამაზია არა მხოლოდ დღისით, არამედ ღამითაც.
19/29
კლასიკური თრექინგ-მარშრუტიდან გადახვევას გოკიოს ტბებისკენ მივყავართ; სულ ექვსი ასეთი ტბაა და ისინი ზღვის დონიდან ოთხნახევარ ათას მეტრზე მეტ სიმაღლეზე მდებარეობს.
და ის მოგზაურები, რომლებიც არ გეგმავენ მაღალმთიან ასვლას, არამედ უბრალოდ ტკბებიან ჰიმალაის თვალწარმტაცი პეიზაჟებით, სამუდამოდ დაიმახსოვრებენ, რომ ვარსკვლავები ყველაზე უკეთ მთებში მოჩანს...