https://sputnik-georgia.com/20260824/duseldorfsi-qartuli-rvino-daagemovnes-300260814.html
დუსელდორფში ქართული ღვინო დააგემოვნეს
დუსელდორფში ქართული ღვინო დააგემოვნეს
Sputnik საქართველო
უცხოეთში ქართული ღვინის საექსპორტო პოტენციალის ზრდის მიზნით, ღვინის ეროვნული სააგენტო მარკეტინგულ კომპანიებს პერიოდულად ატარებს. 24.08.2026-ს, Sputnik საქართველო
2026-08-24T15:09+0400
2026-08-24T15:09+0400
2026-08-24T15:09+0400
ახალი ამბები
საქართველო
ღვინის ეროვნული სააგენტო
ქართული ღვინო
გერმანია
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/05/11/266709354_0:360:2048:1512_1920x0_80_0_0_1216bf29e8ea7c1fc4cb5a0d52c08a5e.jpg
თბილისი, 24 აგვისტო — Sputnik. გერმანიის ქალაქ დუსელდორფში ქართული ღვინის მასტერკლასი და დეგუსტაცია გაიმართა, იუწყება ღვინის ეროვნული სააგენტო. ქართული ღვინის წარდგენას ცნობილი გერმანელი ინფლუენსერი და სომელიე ტონი ასკიტისი (Toni Askitis) უძღვებოდა ორი ქართველი მეღვინის, ანა მირიანაშვილის (მეღვინეობა „ჩელთი“) და შოთა ნატროშვილის („თელიანი ველი“) თანამონაწილეობით. ღონისძიების სტუმრებს შესაძლებლობა ჰქონდათ გაცნობოდნენ 12 სახეობის ქართულ ღვინოს. ღონისძიება ღვინის ეროვნული სააგენტოს ფინანსური მხარდაჭერითა და სააგენტოს კონტრაქტორი მარკეტინგული კომპანიის "ff.k Public Relations" ორგანიზებით ჩატარდა. გერმანიის ბაზარზე ქართული ღვინის საექსპორტო პოტენციალის ზრდის მიზნით, ღვინის ეროვნული სააგენტო მარკეტინგულ კომპანიასთან "ff.k Public Relations" 2021 წლიდან თანამშრომლობს. კამპანიის ფარგლებში, გერმანიის სხვადასხვა ქალაქში ტარდება დეგუსტაცია-სემინარები ღვინის პროფესიონალებისთვის, სავაჭრო სექტორის წარმომადგენლებისა და მომხმარებლებისთვის; ქართული ღვინო წარმოდგენილია საერთაშორისო გამოფენებზე; ხორციელდება მიზნობრივი სარეკლამო და მედია კამპანიები; ასევე, მედიის, ღვინის პროფესიონალებისა და გაყიდვების სფეროს წარმომადგენლებისთვის საქართველოში ღვინის ტურები ეწყობა. გერმანია ქართული ღვინის ექსპორტიორი ქვეყნების ხუთეულში შედის და გაყიდვების მზარდი დინამიკით გამოირჩევა. მიმდინარე წლის იანვარ-ივლისში საქართველოდან გერმანიაში ექსპორტირებულია 935 ათას ლიტრამდე ღვინო, რაც გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 29%-ით მეტია.
საქართველო
გერმანია
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2026
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/05/11/266709354_0:0:2048:1536_1920x0_80_0_0_3a761ba34e6e786ba930979c8a53aca7.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, ღვინის ეროვნული სააგენტო, ქართული ღვინო, გერმანია
ახალი ამბები, საქართველო, ღვინის ეროვნული სააგენტო, ქართული ღვინო, გერმანია
დუსელდორფში ქართული ღვინო დააგემოვნეს
უცხოეთში ქართული ღვინის საექსპორტო პოტენციალის ზრდის მიზნით, ღვინის ეროვნული სააგენტო მარკეტინგულ კომპანიებს პერიოდულად ატარებს.
თბილისი, 24 აგვისტო — Sputnik. გერმანიის ქალაქ დუსელდორფში ქართული ღვინის მასტერკლასი და დეგუსტაცია გაიმართა, იუწყება ღვინის ეროვნული სააგენტო.
ქართული ღვინის წარდგენას ცნობილი გერმანელი ინფლუენსერი და სომელიე ტონი ასკიტისი (Toni Askitis) უძღვებოდა ორი ქართველი მეღვინის, ანა მირიანაშვილის (მეღვინეობა „ჩელთი“) და შოთა ნატროშვილის („თელიანი ველი“) თანამონაწილეობით. ღონისძიების სტუმრებს შესაძლებლობა ჰქონდათ გაცნობოდნენ 12 სახეობის ქართულ ღვინოს.
ღონისძიება ღვინის ეროვნული სააგენტოს ფინანსური მხარდაჭერითა და სააგენტოს კონტრაქტორი მარკეტინგული კომპანიის "ff.k Public Relations" ორგანიზებით ჩატარდა.
გერმანიის ბაზარზე ქართული ღვინის საექსპორტო პოტენციალის ზრდის მიზნით, ღვინის ეროვნული სააგენტო მარკეტინგულ კომპანიასთან "ff.k Public Relations" 2021 წლიდან თანამშრომლობს.
კამპანიის ფარგლებში, გერმანიის სხვადასხვა ქალაქში ტარდება დეგუსტაცია-სემინარები ღვინის პროფესიონალებისთვის, სავაჭრო სექტორის წარმომადგენლებისა და მომხმარებლებისთვის; ქართული ღვინო წარმოდგენილია საერთაშორისო გამოფენებზე; ხორციელდება მიზნობრივი სარეკლამო და მედია კამპანიები; ასევე, მედიის, ღვინის პროფესიონალებისა და გაყიდვების სფეროს წარმომადგენლებისთვის საქართველოში ღვინის ტურები ეწყობა.
გერმანია ქართული ღვინის ექსპორტიორი ქვეყნების ხუთეულში შედის და გაყიდვების მზარდი დინამიკით გამოირჩევა. მიმდინარე წლის იანვარ-ივლისში საქართველოდან გერმანიაში ექსპორტირებულია 935 ათას ლიტრამდე ღვინო, რაც გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 29%-ით მეტია.