არამხოლოდ თხილამურებით სრიალი: გოდერძიზე ორივე სეზონის განვითარებას გეგმავენ

© photo: courtesy of Goderdziგოდერძი
გოდერძი - Sputnik საქართველო, 1920, 24.08.2026
გამოწერა
ალპურ ზონაში სტუმრებისთვის ქართველმა შეფ-მზარეულებმა აჭარული სამზარეულოს გამორჩეული კერძების კულინარიული მასტერკლასები ჩაატარეს.
თბილისი, 24 აგვისტო — Sputnik.საქართველოს მთის ტრასების სააგენტოს (MTA) ერთ-ერთი მთავარი მიზანია როგორც ზამთრის, ისე ზაფხულის სეზონის განვითარება, განაცხადა სააგენტოს დირექტორის მოვალეობის შემსრულებელმა ლევან დარსალიამ კურორტ გოდერძიზე ზაფხულის სეზონისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე.
მთის ტრასების სააგენტოს ორგანიზებით, ალპურ ზონაში სტუმრებისთვის მრავალფეროვანი აქტივობები ჩატარდა. ქართველმა შეფ-მზარეულებმა აჭარული სამზარეულოს გამორჩეული კერძების კულინარიული მასტერკლასები ჩაატარეს. სტუმრებს შესაძლებლობა ჰქონდათ, დაეგემოვნებინათ ადგილობრივი კერძები და ჩართულიყვნენ აქტივობებში.
„ემ თი ეის“ ერთ-ერთი მთავარი მიზანია როგორც ზამთრის, ისე ზაფხულის სეზონის განვითარება. შესაბამისად, ჩვენ ვგეგმავთ ანალოგიური ღონისძიებების ჩატარებას არა მხოლოდ გოდერძიზე, არამედ ჩვენს მიერ ოპერირებად სხვა კურორტებზეც“ - განაცხადა ლევან დარსალიამ.
გოდერძიზე საბაგირო ინფრასტრუქტურა ზაფხულის სეზონისთვის 21 ივლისიდან ფუნქციონირებს.
დღეისათვის საქართველოში ექვსი ზამთრის კურორტი ფუნქციონირებს.
საქართველოში ზამთრის კურორტები ოთხ რეგიონშია: გუდაური (მცხეთა-მთიანეთი), თეთნულდი და ჰაწვალი (სვანეთი), ბაკურიანი და კოხტა მიტარბი (სამცხე-ჯავახეთი), გოდერძი (აჭარა). ოთხივე კურორტზე ზამთრის ტურისტული სეზონი ჩვეულებრივ იხსნება დეკემბრის მეორე ნახევრიდან და გრძელდება მარტის ბოლომდე.
ყველა ახალი ამბავი
0