მრავალშვილიან ოჯახებზეც იზრუნეს: გაფართოვდა უფასო სასკოლო ფორმების მიმღებთა სია

ახალი სასკოლო ფორმა
ახალი სასკოლო ფორმა - Sputnik საქართველო, 1920, 23.08.2026
გამოწერა
საქართველოს განათლების სამინისტრო მიიჩნევს, რომ სასკოლო ფორმები შექმნის უფრო თანასწორ და ორგანიზებულ სასწავლო გარემოს და შეამცირებს მოსწავლეებს შორის სოციალურ უთანასწორობას.
თბილისი, 23 აგვისტო - Sputnik. საქართველოს მთავრობამ გააფართოვა იმ მოსწავლეთა სია, რომლებიც სასწავლო წლის დასაწყისში უფასოდ მიიღებენ სასკოლო ფორმებს.
სავალდებულო სასკოლო ფორმები ახალი სასწავლო წლიდან დაწყებითი კლასების მოსწავლეებისთვის შემოდის. კომპლექტი - პიჯაკი და ქვედაბოლო ან პიჯაკი და შარვალი - წინასწარ არის განსაზღვრული და მშობლებს 70 ლარიდან დაუჯდებათ. დამატებითი შარვლის ან ქვედაბოლოს ფასი 25 ლარი იქნება, ხოლო დამატებითი პიჯაკის - 45 ლარი.
კერძოდ, პროგრამაში მოხვდებიან ასევე ბავშვები, რომელთა მშობელს მინიჭებული აქვს მრავალშვილიანი მშობლის სტატუსი — ოთხი ან მეტი შვილის მშობელს, ხოლო ოჯახის სარეიტინგო ქულა 65.000-ზე მეტია და 120.001-ზე ნაკლებია.
მანამდე ცნობილი გახდა, რომ სასკოლო ფორმები (პიჯაკი და ორი წყვილი შარვალი ან პიჯაკი, შარვალი და ქვედაბოლო) უსასყიდლოდ გადაეცემათ შემდეგი კატეგორიის მოსწავლეებს:
რეგისტრირებულნი არიან სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში და მათი ოჯახების სარეიტინგო ქულა 65.001 ქულაზე ნაკლებია.
იმყოფებიან სახელმწიფო ზრუნვაში, მათ შორის, ჩართულნი არიან მინდობით აღზრდის სახელმწიფო პროგრამაში,
განთავსებულნი არიან მცირე საოჯახო ტიპის სახლებში,
ჩართულნი არიან მიუსაფარ ბავშვთა თავშესაფრების მომსახურებაში
განთავსებულნი არიან თბილისის ბავშვთა სახლში.
2022 წლის 24 თებერვლის შემდეგ უკრაინიდან საქართველოში სწავლის გასაგრძელებლად ჩამოსული მოსწავლეები.
საქართველოში სასკოლო ფორმა ლურჯი ფერის იქნება (პიჯაკი და შარვალი — ბიჭებისთვის, პიჯაკი და ქვედაბოლო ან შარვალი — გოგონებისთვის). ამასთან, ქვედაბოლოს არჩევა შესაძლებელი იქნება როგორც მოკლე, ისე გრძელი.
ფორმა ხელმისაწვდომია სამ ზომაში, გათვლილი არის სხვადასხვა სიმაღლეზე და დამზადებულია პოლიესტერისგან, სუნთქვადი, ჰიპოალერგიული სარჩულით.
I–VI კლასების სასკოლო ფორმები ჩინეთში შეიკერა. 1,8 მლნ კომპლექტის წარმოება 45,6 მლნ ლარი დაჯდა.
საქართველოს განათლების სამინისტრო მიიჩნევს, რომ სასკოლო ფორმები შექმნის უფრო თანასწორ და ორგანიზებულ სასწავლო გარემოს და შეამცირებს მოსწავლეებს შორის სოციალურ უთანასწორობას.
ყველა ახალი ამბავი
0