საქართველოში ნარკოდანაშაულზე სამი უცხოელი დააკავეს

© photo: Sputnik / Stringerდაკავება
დაკავება - Sputnik საქართველო, 1920, 22.08.2026
გამოწერა
სამართალდამცველებმა ბრალდებულების ავტომობილიდან განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება „მეთადონი“ ნივთმტკიცებად ამოიღეს.
თბილისი, 22 აგვისტო — Sputnik. მცხეთის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების ჯგუფურად უკანონო შეძენა-შენახვისა და რეალიზაციის ხელშეწყობის ბრალდებით უცხო ქვეყნის სამი მოქალაქე დააკავეს, იუწყება შინაგან საქმეთა სამინისტრო.
სამართალდამცველებმა, გადამოწმების მიზნით შეჩერებული ავტომობილის ჩხრეკისას, სადაც ბრალდებულები იმყოფებოდნენ, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება „მეთადონი“ ნივთმტკიცებად ამოიღეს.
პოლიციამ დაკავებულების დროებითი საცხოვრებელი სახლის ჩხრეკის შედეგად ასევე ნარკოტიკების დაფასოებისთვის საჭირო მასალები ამოიღო.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე და 260-ე კვარტა მუხლებით მიმდინარეობს, რაც 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
ყველა ახალი ამბავი
0