https://sputnik-georgia.com/20260822/saqartvelo-harvardsi--qartvelologiis-programas-arar-daafinansebs-300234171.html
საქართველო ჰარვარდში ქართველოლოგიის პროგრამას აღარ დააფინანსებს - მიზეზები
საქართველო ჰარვარდში ქართველოლოგიის პროგრამას აღარ დააფინანსებს - მიზეზები
Sputnik საქართველო
საქართველოს მთავრობა ქართველოლოგიის პროგრამას 2022 წლიდან საქართველოს პოპულარიზაციის მიზნით აფინანსებდა. 22.08.2026-ს, Sputnik საქართველო
2026-08-22T14:53+0400
2026-08-22T14:53+0400
2026-08-22T14:53+0400
აშშ
საქართველო
განათლება საქართველოში
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/0a/12/260663188_0:317:2992:2000_1920x0_80_0_0_2264b8c406135f0facbc96486e6598fc.jpg
თბილისი, 22 აგვისტო — Sputnik. საქართველოს მთავრობა აღარ დააფინანსებს ჰარვარდის დევისის ცენტრის ქართველოლოგიის პროგრამას, ნათქვამია საქართველოს განათლების სამინისტროს განცხადებაში.საქართველოს მთავრობა ქართველოლოგიის პროგრამას 2022 წლიდან საქართველოს პოპულარიზაციის მიზნით აფინანსებდა.სამინისტროს ინფორმაციით, პროგრამის მიმდინარეობის პერიოდში სამინისტრომ ხელშეკრულების მოქმედების ვადა რამდენჯერმე გააგრძელა, მათ შორის 2026 წლის 31 მარტამდე, რათა პროგრამას, დარჩენილი აქტივობების დასრულებისა და შესაბამისი ანგარიშგების წარმოდგენის შესაძლებლობა ჰქონოდა.პროგრამის დასრულების შემდგომ, სამინისტრომ, ჰარვარდის პოზიციის გათვალისწინებისა და შემდგომი თანამშრომლობის ხელშეწყობის მიზნით, კვლავ გამოხატა მზადყოფნა, ხელშეკრულებით განსაზღვრულ მიზნებთან და დანიშნულებასთან შესაბამისი ერთობლივი აქტივობების განსახორციელებლად.შესაბამისად, ჰარვარდს აქვს შესაძლებლობა, გამოყოფილი ფინანსური რესურსი კვლავ პროგრამის მიზნებისთვის მიმართოს, ფინანსური ანგარიშგებისა და დოკუმენტაციის წარმოდგენის საფუძველზე.„საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო კვლავ მზად არის განიხილოს ჰარვარდთან მომავალი თანამშრომლობა - მკაფიოდ განსაზღვრული მიზნების, შეთანხმებული ბიუჯეტის, განხორციელების ვადებისა და გაზომვადი შედეგების საფუძველზე“, - ნათქვამია განცხადებაში.ამასთან განათლების სამინისტროში აღნიშნეს, რომ სამინისტროს გადაწყვეტილება პროგრამის გაგრძელებასთან დაკავშირებით ჰარვარდთან აკადემიურ თანამშრომლობაზე უარს არ ნიშნავს.დევისის ცენტრის პროგრამა შეიქმნა საქართველოს მთავრობის მხარდაჭერით, როგორც ამერიკის შეერთებულ შტატებში ქართველოლოგიური კვლევების პირველი დიდი ცენტრი. პროგრამა ისწავლებოდა ქართული ენა, ტარდებოდა კვლევები სამხრეთ კავკასიის ისტორიაზე, კულტურასა და პოლიტიკაზე და ეწყობოდა აკადემიური გაცვლები.
აშშ
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2026
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/0a/12/260663188_207:0:2874:2000_1920x0_80_0_0_16b12c0c111c9cb6c9f8668d323559f4.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
აშშ , საქართველო, განათლება საქართველოში , საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო
აშშ , საქართველო, განათლება საქართველოში , საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო
საქართველო ჰარვარდში ქართველოლოგიის პროგრამას აღარ დააფინანსებს - მიზეზები
საქართველოს მთავრობა ქართველოლოგიის პროგრამას 2022 წლიდან საქართველოს პოპულარიზაციის მიზნით აფინანსებდა.
თბილისი, 22 აგვისტო — Sputnik. საქართველოს მთავრობა აღარ დააფინანსებს ჰარვარდის დევისის ცენტრის ქართველოლოგიის პროგრამას, ნათქვამია საქართველოს განათლების სამინისტროს განცხადებაში.
საქართველოს მთავრობა ქართველოლოგიის პროგრამას 2022 წლიდან საქართველოს პოპულარიზაციის მიზნით აფინანსებდა.
„პროგრამის შემდგომი გაგრძელება ვერ შეთანხმდა, რადგან პროგრამის ახალი ეტაპის დასაწყებად სამინისტროსთვის არ ყოფილა წარმოდგენილი შეთანხმებული პროგრამა, რომელიც განსაზღვრავდა კონკრეტულ აქტივობებს, ბიუჯეტს, განხორციელების ვადებსა და გაზომვად შედეგებს. შესაბამისად, ახალი ეტაპის დამტკიცების საფუძველი არ არსებობდა“, - ნათქვამია განცხადებაში.
სამინისტროს ინფორმაციით, პროგრამის მიმდინარეობის პერიოდში სამინისტრომ ხელშეკრულების მოქმედების ვადა რამდენჯერმე გააგრძელა, მათ შორის 2026 წლის 31 მარტამდე, რათა პროგრამას, დარჩენილი აქტივობების დასრულებისა და შესაბამისი ანგარიშგების წარმოდგენის შესაძლებლობა ჰქონოდა.
პროგრამის დასრულების შემდგომ, სამინისტრომ, ჰარვარდის პოზიციის გათვალისწინებისა და შემდგომი თანამშრომლობის ხელშეწყობის მიზნით, კვლავ გამოხატა მზადყოფნა, ხელშეკრულებით განსაზღვრულ მიზნებთან და დანიშნულებასთან შესაბამისი ერთობლივი აქტივობების განსახორციელებლად.
შესაბამისად, ჰარვარდს აქვს შესაძლებლობა, გამოყოფილი ფინანსური რესურსი კვლავ პროგრამის მიზნებისთვის მიმართოს, ფინანსური ანგარიშგებისა და დოკუმენტაციის წარმოდგენის საფუძველზე.
„საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო კვლავ მზად არის განიხილოს ჰარვარდთან მომავალი თანამშრომლობა - მკაფიოდ განსაზღვრული მიზნების, შეთანხმებული ბიუჯეტის, განხორციელების ვადებისა და გაზომვადი შედეგების საფუძველზე“, - ნათქვამია განცხადებაში.
ამასთან განათლების სამინისტროში აღნიშნეს, რომ სამინისტროს გადაწყვეტილება პროგრამის გაგრძელებასთან დაკავშირებით ჰარვარდთან აკადემიურ თანამშრომლობაზე უარს არ ნიშნავს.
დევისის ცენტრის პროგრამა შეიქმნა საქართველოს მთავრობის მხარდაჭერით, როგორც ამერიკის შეერთებულ შტატებში ქართველოლოგიური კვლევების პირველი დიდი ცენტრი. პროგრამა ისწავლებოდა ქართული ენა, ტარდებოდა კვლევები სამხრეთ კავკასიის ისტორიაზე, კულტურასა და პოლიტიკაზე და ეწყობოდა აკადემიური გაცვლები.